შვედების მწვრთნელი: მომენტები ვერ გამოვიყენეთ და გაგიმართლათ

AutoSharing Option
ბათუმში საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ შვედეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იანე ანდერსონი მთლად კარგ ხასიათზე  ვერ იყო და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. როდესაც შენ ვერ გაიტან, იქით მიიღებ გოლს. თქვენმა გუნდმა ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე გაიტანა და გაიმარჯვა. ვულოცავ. გაგიმართლათ კიდეც.

თქვენი გუნდიდან ვის გამოვარჩევ? ახლა ამაზე კი არა, ესპანეთთან მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ და უკეთ თამაშის იმედი მაქვს. ადრე ვთქვი, რომ ტექნიკური ფეხბურთელები გყავთ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამან რაც გინდა ის თქვას აწი,მთავარია ტაბლო.არ შემიძლია არ ავღნიშნო გურამ კაშია.სუპერ პროფესიონალია.ძაან მაგარია მოკლედ.
კახა ქ.
12 ნოემბერი 2021 08:52
0
კაი კაცო! ძლიერებს უმართლებთ ბრატ, ეს ერთი, მერე მეორე, თქვენც გაგიმართლათ პირველა თამაშში. ფაქტია, კვარას დონის მოთამაშე არ აღმოგაჩნდათ.
დდდ
12 ნოემბერი 2021 00:17
0
მაკედონისთან მარცხი და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გასვლა უშუალოდ მათი ბრალია, ვინც მაყურებლების დასწრება აკრძალა
საბა
12 ნოემბერი 2021 10:53
1
რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე.
ტოროს დუმპ
12 ნოემბერი 2021 08:50
0
ვაისის დროს 5 წელი არ გაგვმართლებია. ბევრია კიდევ დასახვეწი, მაგრამ ვილის უნდა ვაცადოთ.
12 ნოემბერი 2021 01:14
0
ბოღმა! სახეც შესაფერისი აქვს
იდალგო
12 ნოემბერი 2021 00:48
1
კვარამ გაგცათ პასუხი რუსებო!
ბექა
12 ნოემბერი 2021 00:06
0
კი,მართლაც გაგვიმართლა პირველ ტაიმში.შვედებს შეეძლოთ გატანა,ორისაც კი,მაგრამ მათგან განსხვავებით,ჩვენ ჩვენი შანსები შევქმენით და გამოვიყენეთ.რაც მთავარია,ფიზიკურად გავუძელით.შვედები კი,ზეწოლის ქვეშ იყვნენ და ეს აშკარად უშლიდათ ხელს.უკვე რამდენი წელია ამას ვნატრობდი და როგორც იქნა,სახლში დამუშავებული სტანდარტი გავათამაშეთ.თანაც შედეგიანად.პირველი გოლი,საშინაო მომზადების შედეგი იყო.შვედები ისე გაცვივდნენ მოედნიდან,ჩვენთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.ამითაც დაიმსახურეს წაგება.არც შვეციაში იყო წასაგები თამაში,მაგრამ იქ მასპინძლებს მეტად გაუმართლათ.
სოსო
12 ნოემბერი 2021 00:03
0
კიდევ კარგი ორი ბურთი გავიტანეთ. დღევანდელ ფეხბურთში ამდენი მომენტების განიავებას ვინ გაპატიებს? მე ამ შეხვედრამ ორი სიხარული მომიტანა, ერთი, რომ კვარაცხელია თავის ფორმას დაუბრუნდა და რუს "ზავისტლივი" მიმომხილველებს პირში... ჩაუდო და მეორე რეიტინგში მეზობლემზე წინ ვიქნებით.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ნოემბერი 2021 00:21
0
მართალია გაგვიმართლა მაგრამ ღირსეული დამარცხებული იმასაც აღნიშნავდა, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და დაუმსახურებელი შედეგი არ ყოფილა ეს გამარჯვება
Semi
12 ნოემბერი 2021 00:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული