ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფილიპ ლამმა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებების სათამაშო სტილის განსხვავებეზე "გარდიანთან" ისაუბრა:

"ინგლისი ისე არ თამაშობს, როგორც იტალია, როგორც ხორვატია, როგორც ჩეხეთი. ეს შესანიშნავია. ტურნირზე პირველ პლანზე ეროვნული გუნდების სათამაშო სტილი გამოდის.

გერმანია სატურნირო გუნდია (ან იყო). ის ხშირად ბუქსირებს, მაგრამ საკმარისია ძალები მოიკრიბოს და ძნელად დასამარცხებელი ხდება.

ჩვენ ნიდერლანდების, დანიის ან პორტუგალიის მსგავსად სტრატეგიული დაგეგმარებით არ ვართ დაკავებული. ჩვენ ჩვენი ინფრასტრუქრურა გვეხმარება. ე.ი. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო განვითარება და ფეხბურთელთა რაოდენობა.

მოხარული ვარ ევროპის ჩემპიონატის ახალბედების გამო. ალბანეთმა
ახლახან ევროკავშირში გაერთიანებაზე მოლაპარაკება დაიწყო, საქართველო კი ევროპაში თავისი წევრობისათვის და დემოკრატიისთვის იბრძვის.

მათი გუნდები გერმანიაში ისე იასპარეზებენ, რომ რაც შეიძლება მეტმა მათმა თანამემამულემ თავი ღირსეულ წარმომადგენლად იგრძნოს. ევროპირველობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესი. საუბარია იდენტიფიკაციაზე".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ფილიპ ლამს მიუხედავად იმისა რომ მაგარი ფეხბურთელი იყო, კიდევ იმიტომ ვცემ პატივს რომ ცისარტყელა სამკლაური არ გაიკეთა, განსხვავებით ზოგიერთი კაპიტნებივით. მისთვის ეს იყო მიუღებელი, მეტი არაფერი. ამის გამო არავის მოუკვეთია გუნდიდან. აქ ბევრი ვერ ხვდება თუ რა არის ევროპა და დამცინავ კომენტარებს დებენ. თუ გინდა კარგი მომავალი, მაშინ უნდა ილტვოდე ევროპისკენ და არა უსაფუძვლოდ აკრიტიკებდე
დავით 67
18:29 18-06-2024
0
დემოკრატიისთვის კიარა კეთილდღეობისთვის იბრძვის ყველა!ხოდა გერმანია რო შავდება საფრანგეთივით მაგაზე ინაღვლე ბიძიკო გირჩევნია!!!ღმერთმა შექმნა ფერები და გადაანაწილა!შავი თეთრი და წითელი ერთი იგივე არ გახდება არასდროს!!!
გიორგი IV
06:16 18-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული