სანიოლი: გაგვიმართლა? - ეს მაგათ გაუმართლათ პირველ მატჩში

AutoSharing Option
ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვედეთის 2:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სიამოვნებით და ხალისიანად უპასუხა:

"ხიზანიშვილთან ურთიერთობის პრობლემა არ იყო. ეს დაგეგმილი გახლდათ. მუსიკა უყვარს და ყურსასმენი ამიტომ ეკეთა (იღიმის).

კვარაცხელია უკანასკნელ ხანს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, მაგრამ იცის, როგორ უყვართ ის სამშობლოში. გთხოვთ, მის ტრანსფერზე ცოტა ილაპარაკოთ. თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად ევროპის კარგ გუნდში გადავა. შევამჩნიეთ, რომ დაიღალა და შეცვლას ვაპირებდით, თვითონაც გვანიშნა, მერე კი მოსახდენი მოხდა.
კაკაბაძე კლუბში რთულ სიტუაციაშია, კოსოვოში კარგი
მატჩი ჩაატარა, გამახარა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. კაშიაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავია.

გამართლება? შვედეთში მათ გაუმართლათ, თორემ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ.

სტაბილურობის მნიშვნელობაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისათვის აუცილებელია. მარტში ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა, სექტემბერში კი შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედია, მომავალში ნაკლები პრობლემები გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობა გულშემატკივარს, შესანიშნავად გვიქომაგეს. ასე ქომაგობენ ნაკრებს საქართველოში ყველგან".

მკითხველის კომენტარები / 21 /
აწი სად თამაშობთ? ჰოდა ამოგტენიან და ეგაა
123
12 ნოემბერი 2021 09:57
32
აი ასე, ვულოცავ სრულიად საქართველოს
ნერაძური
12 ნოემბერი 2021 08:51
0
ბოლო 10-15 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატების ციკლებში ჩატარებულ ასპარეზობებს შორის საუკეთესო შედეგია ჩვენთვის ეს შედეგი სამწუაროთ მე არ მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით საქართველოს ზედიზედ 2 თამაში მოეგოს და ჯგუფში 7 ქულა დაეგროვებინოს ჩვენაირი შედეგების მქონე ნაკრებისთვის და იმ ჯგუფიდან გამომდინარე რა ჯგუფშიც ვიყავით მე ამ შედეგს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ თუმცა შეგვეძლო მეტი ქულის აღებაც.
გიორგი
12 ნოემბერი 2021 02:41
2
2002 წლის მსოფლიოს შესარჩევზე უნგრეთს მოვუგეთ 3:1 და შემდეგ თამაშში ლიტვას 2:0
gio
12 ნოემბერი 2021 09:42
1
ამ გამარჯვებას უძღვნი ჩემს გარდაცვლილ ბიძიას ასაკივან ქომაგს რომელიც ელოდა მეტს მაგრამ ეს გამარჯვებაც გახარებდა მადლობა ბიჭებო ასე დაიხარჯეთ დღეს და ყოველთვის ფეხბურთი ბრძოლაა ბოლომდე როგორც ცხოვრება როგორც ომი შენი ქვეყნისთვის
აჩი***
12 ნოემბერი 2021 01:43
0
აბსოლუტურად სწორი აქცენტები. ძალიან მაგარი იყო დღევანდელი გამარჯვება, მართლა მაგარიიყო და შვედეთს 2-0 რო მოუგებ უკვე სერიოზული ამბავია მაგრამ ცაში არ უნდა ავარდეთ. სტაბილურობა არის ყველაზე მნიშვნოვანი შემდეგ წელს ერთა ლიგას ვიწყებთ და მანდ უნდა ვაჩვენოთ ბოლობოლო ვინვართ და რაგვინდა!!
123
12 ნოემბერი 2021 01:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული