კვარაცხელია: მეტს ვიმსახურებთ და უფრო დიდი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების 2:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა, დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

"ასეთ გუნდთან მოგება ადვილი არაა, ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ორი გოლის გატანით გახარებული ვარ. კარგ ნოტზე დავასრულეთ ტურნირი, უფრო დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ.

ეს გამარჯვება წინ წაგვწევს და ჩემი აზრით, შემდეგი შეხვედრებისთვის მეტი მოტივაცია გვექნება.

ბათუმში გულშემატკივრების თანდასწრებით პირველად ვითამაშე და უღრმეს მადლობას ვუხდი. 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ქომაგი გყავს. ჩვენ 100%-ით დავიხარჯეთ. იმედია, სულ ასე იქნება და სულ
გულშემატკივრების თანდასწრებით ვითამაშებთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
აი რეალური ფაქტი რაც ხვიჩამ თქვა ეგ არი ნაკრების ჩავარდნის მიზეზი ,,ცარიელი ტრიბუნები,, ხან დროს ფედერაციას ჭირდება შემოლაწუნება...
ჩორნი
11:13 13-11-2021
0
ეს ხალხი ვინც ახლა ტაშს გიკრავს, ხვალ მიწაზე ჩამოგაგდებს. ქართველ გულშემატკივარს მარტო გოლის გატანის და აჟიტირების დროს უყვარხარ.
ტრავმა რომ მიიღო და ვერ ჩამოვიდა, რეებს უწედრით ამ გვერდზე თუ გახსოვთ ნეტა.
ერთი ორი კაცი ვიცავდით, დანარჩენი ზედ უვლიდა.
ვინც იმას იძახდით ნაკრებში ჩამოსვლა ეზარებაო, ერთი არგუმენტიც თუ გაქვთ იმისი, რატომ უნდა ეზარებოდეს ნაკრებში ჩამოსვლა, როცა ნაკრებში გაბრწყინების შემთხევავში ყველაზე მეტად ჩანს და მთელი ევროპა უყურებს. ნახეთ რა სტატიები დაიწერა გუშინ ესპანურ და იტალიურ პრესაში მასზე.
გუშინ იმდენი ხალხი რომ ყიჟინებდა სიხარულისგან , დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი აგვისტოში აგინებდა. იმათ ადგილას ყოფნა ნამდვილად შემრცხვებოდა. თუმცა მომდევნო სანაკრებოზე რომ ვერ ჩამოვიდეს კვარა, დარწმუნებული ვარ უარესებს დაუწერენ.
Winter
16:19 12-11-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული