"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს უჭირთ, დაკისრებულ მოვალეობას თავი სრულყოფილად გაართვან. ხვიჩას შემთხვევაში ასე არაა - ის ყოველთვის ბოლომდეა თამაშში ჩართული და ხშირად იღიმის, პოზიტიურ განწყობაზეა.
შვედეთთან ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევით ფაზაში - გუნდური ფეხბურთი ვაჩვენეთ და სათამაშო დისციპლინა დავიცავით. მეტოქეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათი გუნდი გავაკვირვეთ. შესაძლოა,
რაც შეეხება სტანდარტულიდან გოლის გატანას - ეს უფრო მეტად თორნიკე ოქრიაშვილის ინსპირაცია იყო.
სტაბილურობის შენარჩუნება იოლი არაა. შესაძლოა, ტრავმებმა და სხვა მიზეზებმა ყოველთვის იჩინოს თავი.
ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, თუ რა უნდა გააკეთონ და ეს იმედს მაძლევს. უზბეკეთთან ბევრი ცვლილება არ იქნება, თუმცა ვითვალისწინებთ, რომ შემდეგ შეკრებამდე ახალი მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა აღარ გვექნება.
მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანი და ობიექტური ვიყო. მნიშვნელოვანია ჩემი კრიტერიუმები - მოთამაშეს როგორი სწრაფვა გააჩნია და მუშაობს იმაზე, მზად შეხვდეს კონკრეტულ მატჩს.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს - უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას თითქმის 2 წელი გაუცდა და საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს. ამასთანავე, კლუბშიც მეტად ითამაშოს.
ჩაკვეტაძემ შვედეთთან იმიტომ არ ითამაშა, ვერ დამანახა, რომ ამას იმსახურებდა. ის ძალიან ნიჭიერია, თუმცა ეს საერთო საქმის მხოლოდ 25-30%-ია. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ჯანსაღი კონკურენცია შეტევაში პირველად ვიგრძენი. ეს გუნდს ძალიან წაადგება.
ფეხბურთი, პირველ რიგში, იმ სწრაფვას უკავშირდება, რაც მასთან გვაკავშირებს. რთულია თქვა, რამდენი დრო დასჭირდება ამა თუ იმ გეგმის განხორციელებას. ამის ზუსტად პროგნოზირება ძნელია.
"ერთა ლიგა" ივნისში იწყება, მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩემი გუნდის 99%-მა ზუსტად იცის, რას ვითხოვ მათგან და რა მიზნები გვაქვს.
გვიხარია, რომ კაჭარავა, ტაბიძე და კიტეიშვილი დაბრუნდებიან და ეს კონკურენციას გაზრდის. მთავარი გუნდურობაა და არა ინდივიდუალური მოთამაშეები. ყველას საერთო ხედვა გვაქვს, რა გზა უნდა ავირჩიოთ და ეს წარმატებამდე მიგვიყვანს.
დვალი, ისევე, როგორც გიორბელიძე და აბურჯანია, ცოტას თამაშობს, თუმცა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ამ მხრივ სიტუაცია უნდა შეცვალონ, თორემ მათი გამოძახება სხვებთან მიმართებით სამართლიანი არ იქნება.
ხოჭოლავას თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგ ფორმაში და მონდომებული იყო. ჩვენ უზბეკეთთან მის ცუდ თამაშს არ მივიღებთ, რადგან სტაბილურობა გვჭირდება.
არასდროს მინახავს, 26 წლის მოთამაშე ნაკრებში ასე იოლად ჩართულიყოს, როგორც დავით ვოლკოვი. საკუთარ თავზე ვბრაზობ, მას შანსი აქამდე რომ არ მივეცი.
მინდა დავაანონსო, რომ უზბეკეთის წინააღმდეგ ლაზარე კუპატაძე ითამაშებს. ის რუმინეთში კარგი იყო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავი ისევ გამოიჩინოს.
ზურაბ ხიზანიშვილს კომუნიკაციის კარგი უნარები აქვს და ძალიან მეხმარება. მოვა დრო, ის მთავარი მწვრთნელიც გახდება."
ნიკა კვეკვესკირი: "ძალიან დიდი პოზიტივი მივიღეთ - ზედიზედ ორ თამაშში საკმაოდ დიდი ხანია არ გაგვიმარჯვია.
ახლა კიტეიშვილი, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები გვაკლდნენ. მათ მინდა იცოდნენ, რომ მთელი გუნდი ველოდებით.
სტაბილურობა მართლაც მნიშვნელოვანია. უახლოესი მატჩი ერთგვარი ტესტია, რამდენად შეგვიძლია მაღალი დონე შევინარჩუნოთ. სიძლიერის განმსაზღვრელი სწორედ ესაა - რამდენად სტაბილურად ასპარეზობ. თამასა მაღლაა აწეული და მისი დაშვება აღარ გვსურს. ქართველი გულშემატკივრები უნდა გავახაროთ.
როცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობ, ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა - შენი ქვეყნისთვის თამაშობ!
აუცილებელია გუნდში სათამაშო პრაქტიკა გქონდეს. თუ ეს არ გაქვს, დამატებით უნდა იმუშაო და ნაკრებში მზად ჩამოხვიდე.
დარწმუნებული ვარ, მოტივაციის პრობლემა ამ ნაკრებში არაა და არც მომავალში იქნება. ყველას ბოლომდე გათავისებული აქვს, რას ნიშნავს ეროვნულ გუნდში თამაში.
ქართველი გულშემატკივრების როლი ყოველთვის ძალიან დიდია. ჩვენ დადებითი ემოციები მივიღეთ, თუმცა მეორე დღესვე უახლოეს თამაშზე უნდა გადაერთო.
როცა თამაშს ვიწყებდი, გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის უფრო დიდი დისტანცია იყო. დღეს ასე არ ხდება. არა მგონია, რომელიმე მოთამაშეს ადაპტაცია უჭირდეს. გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ამ მხრივ ეხმარებიან."
სავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!
როგორ დადებითად ისაუბრა ვოლკოვზე.
მოკლედ ბავარიას სკოლა სულსი აქვს :)