ეროვნულ ნაკრებს ჩაკვეტაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. "გენტის" ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი,
გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა),  თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე" დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Nakrebi.ge

altჩაკვეტაძემ ვერ დამანახა, რომ თამაშს იმსახურებდა - სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

altსავარაუდო შემადგენლობა უზბეკეთთან - ექსპერიმენტები თუ ბირთვის გამოკვეთა?!

მკითხველის კომენტარები / 33 /
აუ არადა მეგონა ჩაკვესთვის კარგი შანსი იქნებოდა უზბეკეთთან.
რა ცუდია, სად დაიტრავმა :(
Herbst
14 ნოემბერი 2021 22:26
1
რატო გიკვირთ რომ ტრავმა აქვს?ორი წელია ბიჭს ფეხბურთი არ უთამაშია და ამის მიზეზებიც კარგად ვიცით
გიორგი
15 ნოემბერი 2021 13:55
0
ძალიან ცუდი და არასასიამოვნო იქნება, თუ კანკავა და ჩაკვეტაძე განაწყენდნენ იმის გამო, რომ არ ათამაშა სანიოლმა პირველ თამაშში და ამის გამო თქვეს უარი მეორეზე. აბა რას ნიშნავს ჯაბას ოჯახური პირობები და გიორგის ტრავმა? ვარჯიშზე მიიღო ტრავმა ჩაკვეტაძემ?
არჩი
15 ნოემბერი 2021 11:09
2
რა ტრავმა რის ტრავმა,იმედია ჩაკვემაც გაბუტვები არ დაიწყო...და ლამაზად არ ფუთავენ რეალურ მიზეზს (((
Ss
14 ნოემბერი 2021 23:36
1
არანაირი ტრავმა არ არის, კაცი ვერ გრძნობს თავს მნიშვნელოვან ფიგურად და წავიდა თავის საქმეს მიხედავს გუნდში. ჩაბრაძე შეიყვანო შემტევად და ჩაკვეტაძე სკამზე დატოვო უმეცრებაა და უტვინობა მეტი არაფერი. ტრა...ზე აკოცე ვილი ჩაკვეტაძეს
კორონა
14 ნოემბერი 2021 23:15
26
რაღა დროს ჩაკვეტაძეა ხალხნო, დროა გუნდზე იფიქროთ და არა ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატება არ იქნება. ეს გუნდური სპორტია და არა ჭიდაობა, გამოვიდა დააგდო წავიდა.
სიმართლე
15 ნოემბერი 2021 10:50
7
რა პრეტენზია ჰქონდა ვილის ჩაკვესთან ვერ გავიგე?ბიჭი ტრანვირებული უოფილა
ბექა
14 ნოემბერი 2021 22:36
11
ამხანაგური თამაშია და იქნებ არც ღირდა გარისკვა. ღმერთმა ნუ ქნას და მაგისი ტრამვა კარიერის დამთავრებას ნიშნავს და ეს რომ ნაკრების თამაშზე მოხდეს კლუბი ხელს დაიბანს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას საქართველოს მხარეს შეტენის და მაგას რა პენსიასაც გადაუხდიან საქართველოში კი იცით.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ნოემბერი 2021 00:04
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული