მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები

AutoSharing Option
უზბეკეთთან მოგებული ამხანაგური მატჩი (1:0) nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს.

დავით ვოლკოვი: "ყველას ვულოცავ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს და ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი შანსი გამომეყენებინა. ძალიან გამიხარდა სასტარტო შემადგენლობაში დაწყება. რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილ გოლს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიპოვა გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. მიხარია, რომ წელი დადებითად დავასრულეთ".

ზურიკო დავითაშვილი: "ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც
შეეხება ჩემს თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში".

ხვიჩა კვარაცხელია: "დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს. ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს, ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გაგვყვება ეს განწყობა და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ".

გურამ კაშია: "ბოლო სამი თამაში, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმ ოპტიმიზმს, რომ შემდეგი ციკლისთვის უკეთესად ვითამაშოთ. სათამაშო ხარისხი გავაუმჯობესეთ, ახალი სისტემაც ვიპოვეთ, რომელიც კომფორტულია ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელებისთვისაც. ფეხბურთელებს ყოველთვის გვიხარია და მოტივირებულნი ვართ ნაკრებში ჩამოსვლისას".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მთავარია მოვიგოთ არა. თამაშში რამე პოზიტივი დაინახეთ. ამ თამაშით რომელი ნაკრები გინდათ,რომ არ მოგვიგებს. ნათქვამია:"აღდგომა და ხვალეო".ძაან მაღლა არ აფრინდეთ მტკივნეულია მაღლიდან დაცემა
გრიგოლი1408
20:14 16-11-2021
3
წარმატებები ბიჭებო!
შაკო
23:35 15-11-2021
0

სიახლეები პოპულარული