დღეს ჩვენი მეტოქეები ირკვევა - ყველაფერი "ერთა ლიგის" წილისყრამდე

AutoSharing Option
დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ერთა ლიგის" წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მე-3 კალათაშია. ვილი სანიოლს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივრებს ამ ტურნირიდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა რეალურად ესახებათ. ეს თემა გარკვეულ ტკივილებს გვახსენებს, თუმცა ისევ თავად უნდა შევძლოთ და ფინალის წაგების უარყოფითი ემოციები გადავფაროთ.

რაც შეეხება გასულ "ერთა ლიგას" - ჩრდ. მაკედონიასთან ფინალის მოლოდინში, ვლადიმირ ვაისმა ხშირ როტაციას მიმართა და საბოლოოდ, B ლიგის საგზური სომხეთის ნაკრებს დავუთმეთ. ამას თავისი დადებითი შედეგი აქვს - ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი
დღევანდელი მდგომარეობითა და სავარაუდო მეტოქეებით მეტად შესაძლებელია.

ვინ არიან მომავალი მეტოქეები?

პირველი კალათა

C ლიგის მთავარი გუნდები ის ნაკრებები არიან, რომლებიც გასულ გათამაშებაში ერთი დონით მაღლა იყვნენ და დაქვეითდნენ - თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია.

სავარაუდო მეტოქეების არჩევა რთულია, თუმცა ის, რომ ბულგარეთთან დაპირისპირება არ გვსურს, ლოგიკურია. ამ ქვეყნის ნაკრებს ჩვენს კარში გოლების გატანა, სამწუხაროდ, კარგად გამოსდის. ბულგარელებმა რამდენიმე თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში (4:1) დაგვამარცხეს და მათ შესაძლებლობებზე საკმაოდ ბევრი ვიცით. ბერბატოვის პერიოდის გუნდისგან 6 გოლი ორჯერ გავუშვით, თავად დიმიტარმა კი ჩვენი კარი 5-ჯერ აიღო. 1995 წელს ძალიან ძლიერი ბულგარელები ხრისტო სტოიჩკოვის ლიდერობით დავამარცხეთ, შემდეგ კი მხოლოდ ერთ ნულოვან ფრეს გამოვრჩით.

Sportall.Ge

სხვა მხრივ, პოტენციური მეტოქეები დაახლოებით თანაბარი დონის არიან, თუმცა სიძლიერით გარკვეული უპირატესობა მაინც თურქეთის ნაკრებს უნდა მივანიჭოთ, რომელიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს. გიუნეშის გაშვების შემდეგ მათ გერმანელი კუნცი წვრთნის.

პირველი კალათიდან რომელი მეტოქეც უნდა დაგვიპირისპირდეს, ისინი ჯგუფის ლიდერობისთვის იბრძოლებენ. ჩრდ. ირლანდიამ შესარჩევის უკანასკნელ ტურში ქულები იტალიას დააკარგვინა (0:0) და მუნდიალისკენ სავალი გზა გაურთულა. სლოვაკებიც მაქსიმალურად დიდხანს ებრძოდნენ ხორვატიასა და რუსეთს, საბოლოოდ კი მათ საკმაოდ ჩამორჩნენ და ჯგუფში მესამეობას დასჯერდნენ. სლოვაკეთის ნაკრებმა უკანასკნელ ტურში მალტას 6 უპასუხო გოლი გაუტანა. "კიოლნის" ნახევარმცველი დუდა ჰეთ-თრიკით გამოირჩა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაის-უმცროსს -  ნაკრების მაისურით ბოლოს სექტემბერში ითამაშა.

მთავარია, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურობას მიაღწიოს, თორემ ჩამოთვლილი ნაკრებები შვედებთან ახლოს ვერ მიდიან, თუმცა იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების დამარცხება კი მოვახერხეთ.

მეორე კალათა

აქ ბოლო პერიოდში ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოტენციური მეტოქეებია - ჩრდ. მაკედონია, ბელარუსი და საბერძნეთი. მათი შესაძლებლობები კარგად ვნახეთ და ისიც ვიცით, ნებისმიერი მათგანი რომ დავამარცხოთ, ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება. კიდევ ერთი ვარიანტი ბოლო დროს პროგრესირებადი ლუქსემბურგია. მათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს - ორჯერ აზერბაიჯანს და სტუმრად ირლანდიას სძლიეს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, მესამე კალათაში კოსოვო, აზერბაიჯანი და ლიეტუვა არიან. შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი მათ ვერ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ, მე-4 კალათას - ჯერჯერობით 2 სავარაუდო მეტოქეა გარკვეული - ფარერები და გიბრალტარი. ორივე ამ ნაკრებთან დადებითი ბალანსი გვაქვს, თუმცა ამის შემდეგ მათი პროგრესი აღსანიშნავია.

ფარერებს 2006 წელს სტუმრად 6:0 ვძლიეთ, განმეორებით შეხვედრაში კი თბილისში გაცილებით სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:1 მოვიგეთ).

გიბრალტარი 2014 წელს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სტუმრად (3:0) დავამარცხეთ (დღევანდელი შემადგენლობიდან ჯაბა კანკავამ გაიტანა). განმეორებითი მატჩი უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და 4:0 გავიმარჯვეთ (ვაწაძის დუბლი, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის გოლები).

Sportall.Ge

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის პერიოდს - გიბრალტარმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და 0:2-ის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლოს გიორგი ქვილითაიას გოლით მაინც დამარცხდა. თბილისში მეტოქე იოლად (3:0) დავამარცხეთ.

რაც შეეხება C ლიგის კიდევ ორ მონაწილეს - ისინი ყაზახეთი-მოლდოვისა და კვიპროსი-ესტონეთის წყვილებში გამარჯვებულები იქნებიან.


როდის ჩატარდება?

წარსული შედეგებით, საქართველოს ნაკრებისთვის ივნისი ნაკლებად წარმატებული თვეა. ახლა ამაზე ფიქრის დავიწყება მოგვიწევს, რადგან მომავალ "ერთა ლიგას" უცნაური ფორმატი აქვს - 2022 წლის ზაფხულის პირველ თვეში 4 ტური გაიმართება (2-დან 14 ივნისამდე), დარჩენილი 2 კი სექტემბერში (22-27) შედგება. მოგეხსენებათ, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულ დროს (22 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე) იმართება და კალენდრის ცვლილებაც ამან განაპირობა.

თუკი სანიოლის გუნდი ჯგუფში გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალურ დაპირისპირებას 18 ივნისს გამართავს.

შეგახსენებთ, ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება და ტურნირზე მოხვედრის შანსი ნაკრებებს აქაც ექნებათ.

altმთავარი პოზიტივი, საკადრო საკითხები და თავდაჯერებული სანიოლი

altფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
სანიოლმა უნდა სცადოს 1-1-3-2-1-2 ტაქტიკა.3 მცველი,1 დაზღვევაზე და 1 დაზღვევის დაზღვევაზე(გოლს არ გვუშვებთ) 2 ნახევარმცველი. 2 ცენტფორვარდი და მიქაუტაძე დამატებაზე.ფეხბურთელები სულერთია ვინ იქნება-ამ ტაქტიკით გავალთ 1-1-3-2-მიქაუტაძე-2
ისე ამ ღადაობაში მგონი ახალი ბომბა ტაქტიკა მოვიგონე.
Levani
16 დეკემბერი 2021 15:32
4
მეტი შანსი აღარ იქნება... როცა იყო ფულზე გაიცვალა...
ზურა
15 დეკემბერი 2021 03:15
23
Asi procentit getanxmebit.kavelashvilis metaurobit gaiyida.
ბაჯო
15 დეკემბერი 2021 05:51
5
ამ ერთალიგაზე ჩვენთან ერთად ც ლიგაში ისეთი ნაკრებები გამოდიან რომ სამწუხაროდ ჩვენთვის ც ლიგის მოგება კიარა ჯგუფის მოგებაც შეიძლება ვერ მოვახერხოთ რატომ გვაქვს ჩვენ ყოველთვის ილუზიები შვედეთან მოგების მერე კვავ დავიწყეთ ამ ილუზიების გაჩენა რეალურად შევხედოთ ყველაფერს ც ლიგაში გამოდიან კოსოვო მაკედონია საბერძნეთი თურქეთი სლოვაკეთი ირლანდია ბულგარეთი რომელი ამ ნაკრების დამარცხების თავი გვაქვს ჩვენ თუნდაც ფინალში?? როცა აგერ მაკედონია მე 2 ადგილზე გავიდა მსოფლიოს ციკლში საბერძნეთ მე 3 ზე თურქეთმა ევროპა ითამაშა რა კლუბებში ჰყავს ფეხბურთელები კი ვხედავთ.
მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ის ბიჭები ვინც 21 წლამდე არიან ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გადმოიყვანონ ეროვნულიდან იქ ნამდვილად შეიძლება წარმატებასზე ფიქრი აქ შანსი არ გვაქვს. ამ ერთა ლიგაზე.
გიორგი
15 დეკემბერი 2021 02:57
3
იმაში, რომ შანსი ნაკლებია გეტანხმებით. ახალგაზრდულთან დაკავშირებითაც. ოღონდ, თუ წარმატების ოდესმე მიღწევის სურვილი გვაქვს, ყველგან, სადაც ვმონაწილეობთ, მაქსიმუმის დადება უნდა ისწავლოს გუნდმაც, მწვრთნელმაც და ფედერაციამაც. და ასეც უნდა მოვთხოვოთ. მოსამზადებლად და სავარჯიშოდ ამხანაგურები არსებობს. ოფიციალურ მატჩებში კი კეთილი ინებონ და ყველაფერი დადონ, ყოველთვის, შანსი აქვთ-არააქვთ მაინც.
არტ
16 დეკემბერი 2021 15:27
0
ეს ილუზიები ხელოვნურად თითქოს ყველაფერი კარგადაა ფედერაციას და სტრუქტურაც კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს. შემდეეგ წააგებენ და აზვირთებულ ტალღას მოუყვებიან კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეეთ.
giorgi
16 დეკემბერი 2021 14:46
1
ყველა გამოხმაურება
როგორც ტოტალიზატორი დაანონსებს ისე დაჯდება ყოლიფერი, მაგრამ ჩვენ მაგას ვინ გაგვაგებინებს
გრიგოლი1408
14 დეკემბერი 2021 19:58
14


სლოვაკეთი
ბელორუსი
საქართველო
ფარერები
ილია თანდათან მართალი
14 დეკემბერი 2021 18:48
7
ძალიან გაგვიჭირდება ფინალში გასვლა და იქ მოგება. შანსი როცა მოგვეცა ვერ გამოვიყენეთ და ეხლა თურქეთთან საბერძნეთთან ან სლოვაკეთთან და ბულგარეთთან ჭიდილში შანსები მიზერულია. ისევ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიდეს იქნებ რამე თუ 2 გუნდი გავა იქიდან ისევ.
qomagi
14 დეკემბერი 2021 15:26
4
იქ, სადაც დღეს საქართველოს ნაკრებია, ნამდვილად არ არის მისი ადგილი. დიდი იმედი მაქვს მოკლე ხანში დაიკავებენ კუთვნის ადგილს.
გიზოგ
16 დეკემბერი 2021 17:04
0
თუ ჩაკვე და კვარა ფორმაში იქნა კი მოიგებენ მარა თუ არა მაშინ ცოტა ფიზიკა და ცოტა ფსიქოლოგია უნდა დაამატონ და ეგრევე შანსი გაჩდება
შოკირებული გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2021 13:19
6
ჩაკვე ის კაცის, წინა ერთა ლიგა რამის მარტომ მოიგო, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ივნისამდე საკმაოდ დიდი დროა და თავისუფლად შეიძლება აღიდგნოს ფორმა. წარმატებები ჩაკვეს.
გიზოგ
16 დეკემბერი 2021 15:48
1
ეს ჩაკვეს თამაში არ გაიშვა რაა .. რა ჩაკვე ჩაკვე გაწყალეთ გული რა
N
14 დეკემბერი 2021 18:11
11
შედეგი უეჭველი მინიმუმ უგივე მაგრამ სავარაუდოდ უკეთესი იქნება ვიდრე ამ შესარჩევში იყო - 4ზე ხომ უეჭველი გავალთ სულ 4 გუნდია და გიბრალტარს კი უნდა ვაჯიბოთ 2 მატჩის ჯამში
ნიმბუსი
14 დეკემბერი 2021 12:33
5
2დან 14მდე 4 ტური..გენაცვალეთ..დსგეგმვაც არ ქვია- გენაცვალეთ დაპლანვაში.მკიდია ეს საკლუბო ფეხბურთი,ნავთობ-ქვანახშირის შეჯიბრებაა და ფიფა-უეფას ძინავს..
ჩვენ კიდე რა ვიცი-Cლოგაში ერთი საშუალო გუნდი ვართ აქედან გასვლის შანსი 6-7%ია.
Levani
14 დეკემბერი 2021 12:32
2
ჩვენ მოვიგებთ ერთა ლიგას, თან უეჭველი.
14 დეკემბერი 2021 11:37
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული