დღეს ჩვენი მეტოქეები ირკვევა - ყველაფერი "ერთა ლიგის" წილისყრამდე

AutoSharing Option
დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ერთა ლიგის" წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მე-3 კალათაშია. ვილი სანიოლს, მის გუნდსა და ქართველ გულშემატკივრებს ამ ტურნირიდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა რეალურად ესახებათ. ეს თემა გარკვეულ ტკივილებს გვახსენებს, თუმცა ისევ თავად უნდა შევძლოთ და ფინალის წაგების უარყოფითი ემოციები გადავფაროთ.

რაც შეეხება გასულ "ერთა ლიგას" - ჩრდ. მაკედონიასთან ფინალის მოლოდინში, ვლადიმირ ვაისმა ხშირ როტაციას მიმართა და საბოლოოდ, B ლიგის საგზური სომხეთის ნაკრებს დავუთმეთ. ამას თავისი დადებითი შედეგი აქვს - ევროპის ჩემპიონატზე ფიქრი
დღევანდელი მდგომარეობითა და სავარაუდო მეტოქეებით მეტად შესაძლებელია.

ვინ არიან მომავალი მეტოქეები?

პირველი კალათა

C ლიგის მთავარი გუნდები ის ნაკრებები არიან, რომლებიც გასულ გათამაშებაში ერთი დონით მაღლა იყვნენ და დაქვეითდნენ - თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია.

სავარაუდო მეტოქეების არჩევა რთულია, თუმცა ის, რომ ბულგარეთთან დაპირისპირება არ გვსურს, ლოგიკურია. ამ ქვეყნის ნაკრებს ჩვენს კარში გოლების გატანა, სამწუხაროდ, კარგად გამოსდის. ბულგარელებმა რამდენიმე თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში (4:1) დაგვამარცხეს და მათ შესაძლებლობებზე საკმაოდ ბევრი ვიცით. ბერბატოვის პერიოდის გუნდისგან 6 გოლი ორჯერ გავუშვით, თავად დიმიტარმა კი ჩვენი კარი 5-ჯერ აიღო. 1995 წელს ძალიან ძლიერი ბულგარელები ხრისტო სტოიჩკოვის ლიდერობით დავამარცხეთ, შემდეგ კი მხოლოდ ერთ ნულოვან ფრეს გამოვრჩით.

Sportall.Ge

სხვა მხრივ, პოტენციური მეტოქეები დაახლოებით თანაბარი დონის არიან, თუმცა სიძლიერით გარკვეული უპირატესობა მაინც თურქეთის ნაკრებს უნდა მივანიჭოთ, რომელიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს. გიუნეშის გაშვების შემდეგ მათ გერმანელი კუნცი წვრთნის.

პირველი კალათიდან რომელი მეტოქეც უნდა დაგვიპირისპირდეს, ისინი ჯგუფის ლიდერობისთვის იბრძოლებენ. ჩრდ. ირლანდიამ შესარჩევის უკანასკნელ ტურში ქულები იტალიას დააკარგვინა (0:0) და მუნდიალისკენ სავალი გზა გაურთულა. სლოვაკებიც მაქსიმალურად დიდხანს ებრძოდნენ ხორვატიასა და რუსეთს, საბოლოოდ კი მათ საკმაოდ ჩამორჩნენ და ჯგუფში მესამეობას დასჯერდნენ. სლოვაკეთის ნაკრებმა უკანასკნელ ტურში მალტას 6 უპასუხო გოლი გაუტანა. "კიოლნის" ნახევარმცველი დუდა ჰეთ-თრიკით გამოირჩა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაის-უმცროსს -  ნაკრების მაისურით ბოლოს სექტემბერში ითამაშა.

მთავარია, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურობას მიაღწიოს, თორემ ჩამოთვლილი ნაკრებები შვედებთან ახლოს ვერ მიდიან, თუმცა იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების დამარცხება კი მოვახერხეთ.

მეორე კალათა

აქ ბოლო პერიოდში ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოტენციური მეტოქეებია - ჩრდ. მაკედონია, ბელარუსი და საბერძნეთი. მათი შესაძლებლობები კარგად ვნახეთ და ისიც ვიცით, ნებისმიერი მათგანი რომ დავამარცხოთ, ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება. კიდევ ერთი ვარიანტი ბოლო დროს პროგრესირებადი ლუქსემბურგია. მათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს - ორჯერ აზერბაიჯანს და სტუმრად ირლანდიას სძლიეს.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, მესამე კალათაში კოსოვო, აზერბაიჯანი და ლიეტუვა არიან. შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი მათ ვერ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ, მე-4 კალათას - ჯერჯერობით 2 სავარაუდო მეტოქეა გარკვეული - ფარერები და გიბრალტარი. ორივე ამ ნაკრებთან დადებითი ბალანსი გვაქვს, თუმცა ამის შემდეგ მათი პროგრესი აღსანიშნავია.

ფარერებს 2006 წელს სტუმრად 6:0 ვძლიეთ, განმეორებით შეხვედრაში კი თბილისში გაცილებით სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს (3:1 მოვიგეთ).

გიბრალტარი 2014 წელს, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სტუმრად (3:0) დავამარცხეთ (დღევანდელი შემადგენლობიდან ჯაბა კანკავამ გაიტანა). განმეორებითი მატჩი უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და 4:0 გავიმარჯვეთ (ვაწაძის დუბლი, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის გოლები).

Sportall.Ge

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის პერიოდს - გიბრალტარმა საკუთარ მოედანზე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და 0:2-ის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა ბოლოს გიორგი ქვილითაიას გოლით მაინც დამარცხდა. თბილისში მეტოქე იოლად (3:0) დავამარცხეთ.

რაც შეეხება C ლიგის კიდევ ორ მონაწილეს - ისინი ყაზახეთი-მოლდოვისა და კვიპროსი-ესტონეთის წყვილებში გამარჯვებულები იქნებიან.


როდის ჩატარდება?

წარსული შედეგებით, საქართველოს ნაკრებისთვის ივნისი ნაკლებად წარმატებული თვეა. ახლა ამაზე ფიქრის დავიწყება მოგვიწევს, რადგან მომავალ "ერთა ლიგას" უცნაური ფორმატი აქვს - 2022 წლის ზაფხულის პირველ თვეში 4 ტური გაიმართება (2-დან 14 ივნისამდე), დარჩენილი 2 კი სექტემბერში (22-27) შედგება. მოგეხსენებათ, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი განსხვავებულ დროს (22 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე) იმართება და კალენდრის ცვლილებაც ამან განაპირობა.

თუკი სანიოლის გუნდი ჯგუფში გამარჯვებას მოახერხებს, ევროპის ჩემპიონატისთვის გამსვლელ ნახევარფინალს 2023 წლის 14 ან 15 ივნისს, მასში წარმატების შემთხვევაში კი ფინალურ დაპირისპირებას 18 ივნისს გამართავს.

შეგახსენებთ, ამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება და ტურნირზე მოხვედრის შანსი ნაკრებებს აქაც ექნებათ.

altმთავარი პოზიტივი, საკადრო საკითხები და თავდაჯერებული სანიოლი

altფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
30 წელია იმედით ვცოცხლობთ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ
ელგუჯა
14 დეკემბერი 2021 10:47
1
რა შანსი აქვს ნაკრებს და თუ კვარა იქნება ფორმაში მოვიგებთ, ან მერე სხვებმა უნდა მოუმატონ. უკან პასის მიმცემი ფეხბურთელები დავივიწყოთ, თაობა გვეზრდება მგლები. ცოტა ფსიგოლოგი დავახმაროთ, ცოტა იღბალი რომ ტრამვა ავიცილოთ და მერე ბარე ორი ნაკრები შეგვეჯიბროს!!!!
ვანჩოპე
14 დეკემბერი 2021 10:46
1
ტრამვები რომ ავიცილოთ, იღბალი არ არის საჭირო.საჭირია ფიზიკური მომზადება და სპორტული ჟინი.არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ უწევს იმდენი თამაში,არც იმდენს დასდევენ თუ უხეშად ეთამაშებიან,რაც რომელიმე ტოპ ფეხბურთელს( მარტო მესი თუ რონალდო რად ღირს), მაგრამ ამდენი სულ ტრამვების გამო სათადარიგო სკამის ზეზვას, მარტო ჩვენი"ფუტბალისტები" ახერხებენ.
ჟორიკა
14 დეკემბერი 2021 17:09
1
ერთ რჩევას მოგცემთ, კაკულია ან ცაგარეიშვილისთვის რომ გეკითხათ?
ვანგა
14 დეკემბერი 2021 10:43
5
ერთი რამე ნაღდია - ამ გათამაშებაში გაცილებით ძნელი იქნება ფინალში გასვლა შედარება არაა მაშინდელ და ეხლანდელ პირველ კალათებს შორის და მეორე კალათაშიც ძლიერი გუნდები არიან ყოველ შემთხვევაში ჩვენზე სუსტები ნაღდად არ არიან ბელარუსიც კი იმაზე გაცილებით ძლიერია რაც იყო 3 წლის წინ ! ამას ჩვენი მურტალი ბედიც დავუმატოთ და ნაღდად ეს მეტოქეები შეგვხვდება--თურქეთი საბერძნეთი და მოლდოვა @
zura222
14 დეკემბერი 2021 09:41
2
სტაბილურიბა მთავარი თორემ რად გინდა,ერთი თამაში მოვუგოთ თურქებს სიტყვაზე და მერე კოსოვოსთან წავაგოთ სახლში
გოგა
14 დეკემბერი 2021 09:16
0
Mag chamotvlili gundebidan marto farerebtan an gibratlartan movigebt..... Isev qmnit iluziebs
Martali
18 ნოემბერი 2021 01:32
24
ჩამოთვლილი გუნდებიდან მოგება ყველასთან შეიძლება. სხვა არის მთლიან ტურნირს როგორ ჩავატარებთ. ჯერ მოვიცადოთ წილისყა ჩატარდეს და შემდეგ შანსებზე ვილაპარაკოთ. თუმცა გამართლება არა მარტო წილისყრაში არამედ პირველი კალათის გუნდებთან ჩატარებულ მატჩებშიც გვინდა, ისე როგორც შვედებთან.
G.LA
17 ნოემბერი 2021 16:45
5
რა უნდა ვთქვათ.
ამ ფორმაციის ნაკრებს თურქეთის და სლოვაკეთის დამარცხება რომ არ შეუზლია ფაქტია.
ერთი იმედია რომ ლიგის დაწყებამდე ნაკრები მკვეთრად მოუმატებს.
las
17 ნოემბერი 2021 14:26
21
შვედეთთან გამარჯვებამ ისევ უაზრო ილუზიებში გაგვიშვა,შვედებზე ბევრად ძლიერი ნაკრებები დაგვიმარცხებია თუნდაც ხორვატია,მერე წავსულვართ და მალტასთნ წაგვიგია.
დემურის
14 დეკემბერი 2021 09:00
2
ფაქტი არ არის ეგ. ფაქტი ის არის რომ შვედეთი დავამარცხეთ. ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, მითუმეტეს ამ ფორმაციის ნაკრებით რომელმაც უკვე ჩამოაყალიბა რგოლები 3-4-2-1 სტრატეგიისთვის.
დემური
18 ნოემბერი 2021 02:05
5
ისევ უაზრო ოპტიმიზმში ნუ გადავეშვებით,რაც გვჩვევია ხოლმე.შვედეთზე ბევრად ძლიერი ნაკრებებიც დაგვიმარცხებია,თუმცა მხოლოდ ერთი ორი თამაშის გამონათებებით იმედებს ნუ დავისახავთ.საქმე საქმეზე რო მივა სლოვაკეთიც მოგვიგებს ბულგარეთიც და საბერძნეთიც.
თემო
17 ნოემბერი 2021 13:42
18
სამწუხაროდ როცა რეალური შანსი იყო ხელიდან გავუშვით.ეხლა ამ გუდებში მიზერული შანსია ფინალში გასვლის და მითუფრო მოგების.იქნებ რაიმე შეიცვალოს სასიკეთოდ მაგრამ იმედი ნაკლებად არსებობს
qomagi
17 ნოემბერი 2021 12:59
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული