საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 7 ადგილით წინ წაიწია

AutoSharing Option
განახლდა ფიფას რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინ წაიწია.

ზედიზედ სამი გამარჯვების (კოსოვოსთან, შვედეთთან და უზბეკეთთან) შედეგად საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 93-დან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს მარტში ჩაატარებს და სავარაუდოდ, იქამდე მის რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილება არ მოხდება.

"ჯვაროსნების" საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია იყო, ხოლო უარესი - 156-ე.

რეიტინგს ისევ ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე საფრანგეთი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინმეს შეუზლია აგვიხსნას
,რეიტინგი როგორ დგება.
უშანგი
21:15 20-11-2021
0
მაგას ვინც ადგენს ეტყობა ბელგიელია, აბა ბელგიას არც ევროპა და არც მსოფლიო მოუგია და რეიტინგში სათავეშია ვინც ევროპა ან მსოფლიო მოიგო ათეულში
irakli
14:28 20-11-2021
2

სიახლეები პოპულარული