საქართველოს ნაკრების დატვირთული წელი - ვის შეუძლია გაგვაძლიეროს?

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა, თუმცა საქართველოს ნაკრებზე სულ გვეფიქრება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ ვის დაუპირისპირდება ვილი სანიოლის გუნდი მარტის ამხანაგურ შეხვედრებში. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა თითქოს ექსპერიმენტები დაასრულა, თუმცა ახალი ფეხბურთელების გამოცდის კიდევ ერთ შანსს, ალბათ, ის მაინც გამოიყენებს. რესურსი კვლავ არსებობს, წინ კი მჭიდრო გრაფიკია.

ტრავმირებულები

"ჯვაროსნების" რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას სანიოლი მათი ტრავმის გამო ვერ ახერხებდა.

პირველ რიგში, ჯიმი ტაბიძე უნდა ვახსენოთ. მას კარგი საკლუბო სეზონები ჰქონდა და ვლადიმირ ვაისის გუნდსაც მოერგო. "უფას" მცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და
საკმაოდ ბევრის გამოტოვება უწევს, თუმცა მასზე გამოცდილი და ძლიერი ალტერნატივის მოძიება რთული იქნება.

მართალია, ოთარ კაკაბაძე ახალ ამპლუას მშვენივრად მოერგო, თუმცა ის ცენტრალური მცველი მაინც არ არის და თავდაპირველად მისი ამ პოზიციაზე გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი დეფიციტი იყო. ამ მიმართულებით კონკურენციის გაძლიერება საჭიროა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითია. "შტურმის" ნახევარმცველს სანიოლის ახალ ტაქტიკაში არ უასპარეზია და საინტერესოა, ფრანგი მის ადგილს სად უფრო ხედავს.

ახლა მთავარია, ტრავმირებულები დროულად მომჯობინდნენ.

ფორმაში შესვლის მოლოდინში

თუკი ვინმეზე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავის აჩრდილად იქცა, ეს საბა კვირკველია იყო. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად "მეტალისტ 1925"-ის მცველმა ეტაპობრივად სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა და იმედია, ძველებურ კონდიციებს მიუახლოვდება. როცა საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" ფინალამდე გააღწია, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კაშია-კვირკველიას წყვილის მაღალ დონეზე თამაში იყო.

Sportall.Ge

ტრავმის შემდეგ ლაშა დვალის საქმეები სათანადოდ არ აეწყო. შესაძლოა, მან კლუბიც შეიცვალოს. ჯერ კიდევ "ფერენცვაროშის" მცველს თამაშის შესაძლებლობა ისევ არ ეძლევა.

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა და თუკი რთულ პერიოდს უკან მოიტოვებს, მას ნდობას ვილი სანიოლიც გამოუცხადებს, რომელიც ბოლოს გიორგის მონდომებით უკმაყოფილო იყო. როცა "ერთა ლიგის" წინა გათამაშებას ვახსენებთ, იქ "ჩაკვე", უბრალოდ, შეუდარებელი იყო.

ალტერნატივები

არსებობს პოზიციები, სადაც მაინც მეტი კონკურენციაა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი მარჯვენა ფლანგია, სადაც ისე ჩანს, რომ საბა ლობჟანიძეს სათანადო ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ საინტერესოა, თორნიკე კირკიტაძის საკლუბო მომავალი როგორ გაგრძელდება. მისი სანაკრებო შანსის ამბიცია ისევ უნდა  ვახსენოთ.

მართალია, გიორგი მიქაუტაძეს დავით ვოლკოვის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა წინა ხაზზე სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ღირებულის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ბექა მიქელთაძეზე დავწეროთ, რომელიც ავსტრალიაში მშვენიერ ფორმაშია.

შანსი ეროვნული ლიგიდან

ვილი სანიოლი და მისი შტაბი ეროვნული ლიგიდან დებიუტანტებს თამამად ენდობიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უმეტესად ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იყვნენ, რაც თავის მხრივ, ლოგიკურიცაა. ალტერნატივების ძიება კვლავ შესაძლებელია.

Sportall.Ge

"საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილის მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლისა და მშვენიერი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და იქნებ ამხანაგურ შეხვედრაში შანსი ეროვნულ გუნდშიც მიიღოს. კარგი სეზონი ჰქონდა გორის "დილაში" ირაკლი ბიძინაშვილს, რომელიც უკვე ჩემპიონ ბათუმელებს შეუერთდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ივნისიდან ჩაერთვება, მანამდე კი, სავარაუდოდ, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

altპროგრესი სანიოლის პერიოდში - ფიფას წლის უკანასკნელი რეიტინგი

altსაქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

altრა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბატონებო და ქალბატონებო ალბათ სიხარულისგან უნდა ვხტოდეთ..ქარველი ფეხბურთის მოყვარულები!!!!ფიფას რეიტინგში წინ წავიწიეთ!!!! და თანაც ისე რომ არ გვითამაშია!!!!!! ომანმა და ბაჰრეიმა ითამაშეს და ჩვენ მოვიგეთ!!!!! აი მე რომ ძმაკაცებს ვეღადავებოდი..მე და გიორგიმ კენჭი ვყარეთ და თამაზ შენ წააგე მაღაზიაში წასვლა თქო!!!! ჯერ ფიფას რეიტინგის შემდგენელის ტვინში ჩამახედა!!! ალბათ ილიკო და ილარიონის არ იყოს დიდი ვერაფერი სანახავი იქნება...ვეჭვობ აბასთუმნის ტელესკოპითაც გაჭირდება ნაცრისფერი სუბსტანციის მოძიება!!!! ან დიდი გამიზნული თამაში მიდის...ისე საქმე მილიარდებთან გვაქვს და ძნელი დასაჯერებელია რომ იქ თლად გამოყეყეჩებული ხალხი იჯდეს!!!!!არ მინდა რომ ისევ შეთქმულების თეორიაზე ვისაუბროთ მაგრამ!!!! ფიფიამ ისევ დაანონსა გარდაქმნები.....თბილისის დინამოს დაცვის ცენტრში მასაების ტომის მწყემსის დარი ბენიო და ამჟამად ფეხბურტელობიდან ძალიან შორს მყოფი პა[ავა შეუვალ ბასტიონს ქმნიან????...ბრწყინვალე აკადემიის აღზრდილები და გაურკვეველი ფუნქციის ჰოლანდიელი ???!!! და ბალკანელი ვირტუოზები...მოკლედ ისევ კრახი ელოდება თბილისის დინამოს..მე და ჩემი მეგობრები ისევ სიმწრისგან ..არ მჯერა რომ გამოსავალი არ არი...კვარაცხელიას...ჩაკვეტაძეს..ოქრიაშვილის და სხვა ფეხბურთელების არსებობა გვაჩვენებს რომ მიუხედავად კორუფციისა ბავშვთა ფეხბურთში ტალანტები მაინც იზრდებიან საქართველოში!!!!დასკვნა ერთია ამ ფეხბურტელებს სჭირდებათ სწორი მენაჯმენტი და არა ფეხბურთში გაუთვითცნობიერელი ფიფიასნაირი პიროვნებები....და კიდევ ძალიან საინტერესოა რატომ არ იძიებენ ამ ფედერაციის და ვაისის რბილად რომ ვთქვატ ძალიან საეჭვო საქციელს მაკედონიასთან მატჩში ..როდესაც ამ გადამწყეტ თამაშში ვაისი გაუნძრევლად ეგდო და არ შეცვალა მოთამაშეები ბოლო წუთამდე?! რას მოიტანდა შეცვლა არ ვიცით..მაგრამ ასეთრი დონის მატჩში ყველაფერს ცდიან!!!!!! მერე წაგება სომხებთან რომ გული მოეკლათ ხალხისთვის..სომხეთის ნაკრები რა ღვითოც არი მანამდეც ჩანდა და მერეც დავრწმუნდით..ალბათ ასე იყო საჭირო რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს დამარცხებულის მენტალიტეტი ღრმად გაუჯდეს ჯიგარში.......მერე კოსოვოსთან დიდი ექსპერიმენტი....და როგორც კი ყველა შანსი დაიკარგა...მერე გავინავარდეთ ან უფრო ნება მოგვცეს გაგვენავარდებინა!!!!!! ქართველი გულშემატკივრები ვითხოვთ გამოიძიონ მატჩები მაკედონიასთან და სომხეთთან..ძალიან ცუდი სუნი ადის ამ თამაშებს...ეს გუნდები მაინც არ გვჯობდნენ!!!!!! კონკრეტულად !!!უნდა შეიქმნას გულშემატკივართა საბჭო რომელიც დაკომპლექტებული იქნება კომპეტენტური ჯურნალისტებისაგან ...სტაჟიანი გულშემატკივრებისაგან და ყველასაგან აღიარებული ფეხბურთის სპეციალისტებისაგან ( დევდარიანი, მაისურაძე, ...). დაისვას საკითხი დინამოს სააქციონერო გუნდად გადაქცევის..ხალხო ეს უკვე ცდება სპორტის ჩარჩოებს..ეს უკვე პოლიტიკის საკითხია..ცნობილია რომ სპორტში გამარჯვება რამდენად მაღლა წევს პატრიოტულ სულისკვეთებას..ეს ახლა საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს..ჩვენ არავინ მოგვცემს სიხარულის საშუალებას თუ ჩვენვე არ გავანძრიეთ ხელი და სხვა სხეულის ნაწილები... გამარჯვება ყოფილიყოს ყველაფერში საქართველოს წილხვდომილი..ამინ!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
12:27 05-01-2022
17
ანუ ერთხელ მაგარი გოლის გატანის გამო, ნაკრებში? საინტერესოა.
მდაა
11:36 05-01-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული