ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე ადგილს იკავებს. შესაძლოა, დეკემბერში ცვლილებამ გაგაკვირვოთ, რადგან უკანასკნელად ნოემბერში ვიასპარეზეთ, თუმცა ამის მიზეზი ჩვენზე წინ მდგომი ბაჰრეინის დაქვეითებაა. მიმდინარე თვეში, პორტუგალიელი სოუსას აზიურმა ნაკრებმა ერაყთან ფრედ (0:0) ითამაშა, ომანთან კი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა.
როცა წლის დასაწყისში "ჯვაროსნებს" სათავეში ვილი სანიოლი ჩაუდგა, მაშინ საერთაშორისო რეიტინგში 89-ე ადგილს ვიკავებდით. ასე რომ, პროგრესი გვაქვს - 4 ადგილით დავწინაურდით.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს გეგმებს - მარტში 2 ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ. მოწინააღმდეგეები ჯერ
დადგენილი არაა, ივნისიდან კი "ერთა ლიგაში" ჩავერთვებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ჩრდ. მაკედონიას (67-ე) უჭირავს, ბულგარეთი 71-ეა, გიბრალტარი კი - 203-ე.
ფიფას რეიტინგის პირველი ათეული უცვლელია:
1. ბელგია;
2. ბრაზილია;
3. საფრანგეთი;
4. ინგლისი;
5. არგენტინა;
6. იტალია;
7. ესპანეთი;
8. პორტუგალია;
9. დანია;
10. ნიდერლანდები
სანიოლი: ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა
ფედერაცია და კობიაშვილო ხომ არ გგონიათ დრო გავიდა და ხალხს დაავიწყდა რეები გაქვთ გაკეთებული, ვერა ვერ გადაურჩებით არასადროს არ შეგრჩებათ და მოგეთხოვებათ პასუხი.
1). ცხადაძის გაგდება და ვლადიმერ ვაისის ჩამოთრევა. მაშინ როდესაც ნაკრები ყველაზე მებრძოლი იყო და საუკეთესოდ ათამაშდა ისტორიაში.
2). ბოლო 2 თამაშის სპეციალურად წაგება ჯგუფში იმისთვის რომ ერთა ლიგაში უკეთეს კალათში მოვხვედრილიყავით. სახალხოდ გამართლება და მხარდაჭერა ამ "იდეის", რასაც სხვანაირად მიცემა ქვია. ოფიციალური მიცემა ქნეს
3). მერე ასე მიცემით დაწყებული საქმით ერთა ერთა ლიგის ფინალში დანის ჩაცემა ზურგში. მთელი ერი გაამწარეთ გაანადგურეთ 30 წლის იმედი ჩაუწვით თვალწინ.
4). სომხეთთან წაგება. თქვენი ჩამოთრეული ვაისის ხელში.
5). ვაისის მერე მორიგი უცხოელი ტურისტის ჩამოთრევა სანიოლის სახით და კიდევ ერთხელ დატრიალება ძველი ტკბილი "კარუსელის". ფაქტიურად უმწვრთნელო გუნდი. ახალი თაობის მომავალს კლავთ მოსპეთ და ჩაწვით.
6). კოსოვოსთან წაგება. ისტორიაში უდიდესი სირცხვილი. სიკვდილი. საკუთარ სახლში. 7 დებიუტანტის დაყენება კოსოვოსთან ოფიციალურ მატჩში. სპეციალური წაგება. ანომალიური სასტავის დაყენება და შეცვლები ნაკრების მატჩში.
7). კოსოვოსთან წაგების მერე. არც გადადგომა. არც მწვრთნელის მოხსნა. არც ბოდიში. არც არაფერი. ისევ უტიფრად სკამებზე დარჩით. როცა კოსოვომ თავზე დაიმხო ყველაფერი საქართველოსთან წაგების მერე - მწვრთნელი გაუშვა თან მართლა ხარისხიანი სტაჟიანი და ლეგენდარული მწვრთნელი.
----------------
თქვენ ხო არ გგონიათ დრო გავიდა წლები გავიდა ბევრმა წყალმა ჩაიარა და გადაავიწყდა ხალხს თქვენი Nაჩ@თLაX*რი