ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი):

"მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა,
რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია.

მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური, საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი


ალბანეთი - საქართველო

Nakrebi ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქეცბაიას "კოეფიციენტი მაინტერესებს იბიომატ" მიდგომისგან,ცხადაძის ძალად პროფესორობისგან და ვაისის მშიშარა ტაქტიკისგან თავის დაღწევის მერე- სანიოლოს დანიშვნიდან ნაკრებს სტაფში ჰყავს საკუთარი ანალიტიკოსი.ანუ სანამ ჩვენ რაღაცნაერად კოვიდს და ბანკის ვალებს ვებრძვით,ვიღაცას აქვს სამსახური ნაკრების თამაშების ყველა დეტალი გააანალიზოს-სად გვიჭირს და სად გვილხინს. რას აკეთებენ კარგად და რას ცუდად ბიჭები, სად უშვებენ შეცდომებს,რა შეიძლება უკეთ გააკეთონ. ვითომ არაფერი,მაგრამ ზღვა სამუშაოა და იმედი მაქვს შედეგს მოიტანს.
Levani
11 იანვარი 2022 17:08
2
სწორად შერჩეული სპარიგებია!
ნუგზარი
11 იანვარი 2022 15:45
1
ნორმალური სპარინგებია.ორივეს კარგი გუნდი ჰყავს.ბოსნიას არ შევხვედრილვართ და მით უფრო საინტერესოა ეს სპარინგი.ამის მერე სამი გუნდი დარჩება სულ ევროპაში ვისაც არ შევხვდრილვართ.ბელგია,ჩეხეთი და სან მარონო.
Master
11 იანვარი 2022 15:16
1
კარგი არჩევანია ბოსნია და ალბანეთი, მაგრამ ერთი სახლში, რო გვეთამაშა რა უჭირდა
გოგა
11 იანვარი 2022 15:27
8
მეც ვფიქრობ რომ სწორად შერჩეული სპარინგებია, ვინაიდან ბოსნიაც და ალბანეთიც დაახლოებით იმ სიძლიერისანი არიან, როგორებიც ბულგარეთი და ჩრდ.მაკედონიაა. აბა ის მიდგომა რომ ისეთს ვეთამაშოთ, ვისაც აუცილებლად მოვუგებთ,მაშინ ვეთამაშოთ სან მარინოს ან კიდევ ლიხტენშტეინს და გამოვიკეთოთ ხასიანი, ეს ხომ მხოლოდ თავის მოტყუება იქნება და მეტი არაფერი.
თომა
12 იანვარი 2022 04:20
1
ამდენი ამხანაგური რა ამბავია? რა გუძლებს ამდენ თამაშს
იდალგო
11 იანვარი 2022 17:54
17
პატივცემულო ამხანაგებო სკოლის მოსწავლეებო!არ გესმით არაფერი შეუსაბამო სტილის შესახებ. არსებიბს შეუთავსებელი და მოუხერხებელი სტილის მქონე არასასიამოვნო მოწინააღმდეგე.შეიძლება ძლიერ გუნდთან უფრო კარგად გამოგდიოდეს თამაში, ვიდრე შედარებით სუსტ გუნდებთან. მაგალითად, ჩვენ კარგად ვთამაშობთ ინგლისის, უელსის და ზოგადად ბრიტანული გუნდების წინააღმდეგ.
ქ. გ.
12 იანვარი 2022 10:05
2
არ მომწონს. წააგებენ და ფსიქოლოგიურად აირევა გუნდი. ამხანაგური მატჩები ისეთ გუნდებთან უნდა ითამაშო, რომლებთანაც თამაში კარგად გამოგდის.
ქ. გ.
11 იანვარი 2022 16:07
61
რატომ უნდა წააგონ ან ერთთან ან მეორესთან.ალბანეთს ზოგადად ხშირად ვუგებთ.ბოსნიას კი თაობათა ცვლა აქვს და ერთი ჯეკო დარჩათ კარგი ფეხბურთელი.რაც მთავარია ორივე გუნდი დაახლოებით ბულგარეთის და მაკედონიის სტილის და დონის გუნდია.აბა მალტასთან და ფარერებთან რომ ეთამაშათ ეგ მოგეწონებოდა???
Master
11 იანვარი 2022 18:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული