ტრავმირებულები
"ჯვაროსნების" რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას სანიოლი მათი ტრავმის გამო ვერ ახერხებდა.
პირველ რიგში, ჯიმი ტაბიძე უნდა ვახსენოთ. მას კარგი საკლუბო სეზონები ჰქონდა და ვლადიმირ ვაისის გუნდსაც მოერგო. "უფას" მცველს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და
მართალია, ოთარ კაკაბაძე ახალ ამპლუას მშვენივრად მოერგო, თუმცა ის ცენტრალური მცველი მაინც არ არის და თავდაპირველად მისი ამ პოზიციაზე გამოყენების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი დეფიციტი იყო. ამ მიმართულებით კონკურენციის გაძლიერება საჭიროა.
ოთარ კიტეიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითია. "შტურმის" ნახევარმცველს სანიოლის ახალ ტაქტიკაში არ უასპარეზია და საინტერესოა, ფრანგი მის ადგილს სად უფრო ხედავს.
ახლა მთავარია, ტრავმირებულები დროულად მომჯობინდნენ.
ფორმაში შესვლის მოლოდინში
თუკი ვინმეზე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი თავის აჩრდილად იქცა, ეს საბა კვირკველია იყო. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად "მეტალისტ 1925"-ის მცველმა ეტაპობრივად სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა და იმედია, ძველებურ კონდიციებს მიუახლოვდება. როცა საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" ფინალამდე გააღწია, ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კაშია-კვირკველიას წყვილის მაღალ დონეზე თამაში იყო.
ტრავმის შემდეგ ლაშა დვალის საქმეები სათანადოდ არ აეწყო. შესაძლოა, მან კლუბიც შეიცვალოს. ჯერ კიდევ "ფერენცვაროშის" მცველს თამაშის შესაძლებლობა ისევ არ ეძლევა.
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტთან" ერთად შეკრებაზე გაემგზავრა და თუკი რთულ პერიოდს უკან მოიტოვებს, მას ნდობას ვილი სანიოლიც გამოუცხადებს, რომელიც ბოლოს გიორგის მონდომებით უკმაყოფილო იყო. როცა "ერთა ლიგის" წინა გათამაშებას ვახსენებთ, იქ "ჩაკვე", უბრალოდ, შეუდარებელი იყო.
ალტერნატივები
არსებობს პოზიციები, სადაც მაინც მეტი კონკურენციაა საჭირო. ერთ-ერთი ასეთი მარჯვენა ფლანგია, სადაც ისე ჩანს, რომ საბა ლობჟანიძეს სათანადო ალტერნატივა არ გააჩნია. თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ საინტერესოა, თორნიკე კირკიტაძის საკლუბო მომავალი როგორ გაგრძელდება. მისი სანაკრებო შანსის ამბიცია ისევ უნდა ვახსენოთ.
მართალია, გიორგი მიქაუტაძეს დავით ვოლკოვის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, თუმცა წინა ხაზზე სხვა მოთამაშეებიც არიან, რომლებსაც ღირებულის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ბექა მიქელთაძეზე დავწეროთ, რომელიც ავსტრალიაში მშვენიერ ფორმაშია.
შანსი ეროვნული ლიგიდან
ვილი სანიოლი და მისი შტაბი ეროვნული ლიგიდან დებიუტანტებს თამამად ენდობიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს უმეტესად ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იყვნენ, რაც თავის მხრივ, ლოგიკურიცაა. ალტერნატივების ძიება კვლავ შესაძლებელია.
"საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილის მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი გოლისა და მშვენიერი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაზრდილია და იქნებ ამხანაგურ შეხვედრაში შანსი ეროვნულ გუნდშიც მიიღოს. კარგი სეზონი ჰქონდა გორის "დილაში" ირაკლი ბიძინაშვილს, რომელიც უკვე ჩემპიონ ბათუმელებს შეუერთდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაში" ივნისიდან ჩაერთვება, მანამდე კი, სავარაუდოდ, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პროგრესი სანიოლის პერიოდში - ფიფას წლის უკანასკნელი რეიტინგი
საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
რა შანსი გვაქვს ჯგუფის ლიდერთან? - პესიმისტურად განწყობილი ბულგარელები