თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ "ლეხს" 2:1 სძლია.
მე-14 წუთზე პოლონური გუნდი პენალტით დანი რამირესმა დააწინაურა. 26-ე წუთზე აჭარული გუნდის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ მეკარე მიხეილ ალავიძემ კრისტოფერ ველდეს გოლის გატანა არ დაანება. 48-ე წუთზე პენალტი პოლონელთა კარში დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა. შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა კი 59-ე წუთზე შორიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
მეტოქე გუნდში 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი.
23 იანვარს "დინამო" მეორე საკონტროლო შეხვედრაში "ლეხიას" დაუპირისპირდება.