ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ "ლეხს" 2:1 სძლია.

მე-14 წუთზე პოლონური გუნდი პენალტით დანი რამირესმა დააწინაურა. 26-ე წუთზე აჭარული გუნდის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ მეკარე მიხეილ ალავიძემ კრისტოფერ ველდეს გოლის გატანა არ დაანება. 48-ე წუთზე პენალტი პოლონელთა კარში დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა.  შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა კი 59-ე წუთზე შორიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეტოქე გუნდში 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი.

23 იანვარს "დინამო" მეორე საკონტროლო შეხვედრაში
"ლეხიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერის დამარცხება ნამდვილად არაა სახუმარო საქმე, ყოჩაღ ბათუმის დინამო
ქობულეთიდან
21 იანვარი 2022 10:21
0
იქნებ ამაზე არ გიფიქიათ და ირაკლი თუ წავა და სავარაუდოდ წავა მაგარია ძაან,ხარაბაძე მოგიხდებათ ბათუმი მარცხნიდან ისე უტევს აზაროვის გამო 50%25%25% თითქმის ამ დონეზე და ხარაბაძე დაცვაში შეიძლება არ იყოს იდეალური მაგრამ წინ ბევრი შეუძლია. ისე პოლონეთში ვინც არიან ყველა ჩამოსაყვანია ხალხო კაკაბაძე გვილია კვეკვე, ვინც იქ მუშაობს აქ თუ სიტყვზე 500 ლარია ხელპასი იქ 500 დოლარი და ფეხბურთშიც ესეა დიდი ალბათობით,რაკოვს ლეხს და რუკოვს არა და ჩვენ ეხლა გვჩირდება ეს ბიჭები რო ერთ შევძვრეთ რომელიმე ლიგაზე რო ამოვისუმთქოთ,მერე სწორი მუშაობით გაადვილდება გასვლა,UEFA საც გაუსწორდება ბათუმი ახალი სტადიონი ქომაგი.
miro
21 იანვარი 2022 06:24
0
კარგი გუნდია,მაგრამ... 1-2 ძლიერი კაცი ჭირდება ამ გუნდს რო ცონფერნს ლიგაზე მაინც შევიდეს,აფრიკელი ტეიდივით ბიჭი და ბრაზიელი ვინგერი,თუ ქართველები ქვილითაია და ოქრის ჩამოყვანა სრულიად შესაძლებელია და რა კარგი იქნებოდა ნუ კაშია კანკავაც,ერთი კია ამ დილის 6 საათზე იმიტო გწერთ წარმატება მინდა გისურვოთ და ეგებ გაწყვიტოთ ის ჯადო აგვისტოში რო ვამთავრებთ ფეხბურთს.რადინი იგროკია ბრავო ეხლა ვნახე და გაფრინდა მალე ძირითადს მოითხოვს მაგარი ცოცხალი ვინმეა,მამუჩამ არ მოუკლოს რა რა კარგ ჯარიმებს ურტყავდა,
miro
21 იანვარი 2022 06:02
0
კაი პენალტი მოიგერია, მაგრამ ეს ჩვენებური მეკარე რაღაც მოსუქებული ჩანს, არა? აი, ეზოში რომ ბავშვები თამაშობენ და კარში რომ პუტკუნა ბავშვს აყენებენ, რაღაც ეგეთი პონტია :)
კირკიტა
20 იანვარი 2022 22:47
3
გენაცვალეთ! ყოჩაღ ბიჭებიი!!
ირაკლი
20 იანვარი 2022 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული