პირველი მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაა. ბულგარელი პეტევის გუნდმა ამის შემდეგ ლუქსემბურგთან სპარინგი დაგეგმა. ისინი "ერთა ლიგის" B დივიზიონში ჯგუფში საუკეთესოს ფინეთთან, მონტენეგროსა და რუმინეთთან გაარკვევენ.
ბოსნიელთა შემადგენლობა საკმაოდ ვარსკვლავურია. მათ ახლა ვეტერანი მირალემ პიანიჩი დააკლდებათ, რომელსაც "რომადან", "იუვენტუსსა" და "ბარსელონადან" კარგად ვიცნობთ. თუმცა
ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის:
მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), ნიკოლაე ვასილი ("სანკტ პაული", გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი ("რაკოვი", პოლონეთი), კენან პირიჩი ("გიოზთეფე", თურქეთი);
მცველები: სინიშა სანიჩანინი ("პარტიზანი", სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი ("ბორდო", საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი ("მალმიო", შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი ("მარსელი", საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი ("შტურმი", ავსტრია), ამარ დედიჩი ("ვოლფსბერგერი", ავსტრია);
ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), სანინ პრჩიჩი ("სტრასბური", საფრანგეთი), რადე კრუნიჩი ("მილანი", იტალია), ამერ გოიაკი ("დინამო", ხორვატია), გოიკო ციმიროტი ("სტანდარდი", ბელგია), ადი ნალიჩი ("მალმიო", შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი ("ნასიონალი", პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი ("სერვეტი", შვეიცარია);
თავდამსხმელები: ედინ ჯეკო ("ინტერი", იტალია), ერმედინ დემიროვიჩი ("ფრაიბურგი", გერმანია), სმაილ პრევლიაკი "(ეუპენი", ბელგია), ლუკა მენალო ("დინამო", ხორვატია)
მატჩი ქალაქ ზენიცაში 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
სანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის