ტრავმა და იძულებითი ცვლილება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში

AutoSharing Option
ორშაბათს, 21 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 23-კაციან განაცხადში ერთი იძულებითი ცვლილებაა - ტრავმის გამო, ჩეხური "კარვინას" მცველ დავით კობოურს ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე ჩაანაცლებს.

ჩეხეთის ჩემპიონატის აუტსაიდერებმა სტუმრად "ოსტრავა" 3 :1 დაამარცხეს. "კარვინას" ფეხბურთელები 27-ე წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, ქართველი მცველი კი 36-ზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მცველი აკლია. სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:


მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე ( დინამო, ბათუმი, საქართველო);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" ბოსნია-ჰერცოვოვინაში 25 მარტს (23:45 სთ), ალბანეთში კი 29-ში (20:00 სთ) ითამაშებენ.

altსაქართველოს ნაკრების დებიუტანტის პირველი კომენტარი

alt"ბაიერნის" ლეგენდითა და ბევრი ლეგიონერით - ბოსნიური მედია საქართველოს ნაკრებზე

altბოსნიელთა ვარსკვლავური ნაკრები ქართველებისთვის ემზადება - შემადგენლობა ცნობილია

altსანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...


მკითხველის კომენტარები / 19 /
ხარისხი მერე ხარისხი
შავ კაცს
21 მარტი 2022 16:47
0
უსიტყვოდ
ზაზა
21 მარტი 2022 03:36
0
მამუჩაშვილი რატოა ნაკრებში ვინმემ იცით?
ფანი
21 მარტი 2022 01:03
0
იმიტომ რომ უნივერსალია.. კარის გარდა ყველგან შეუძლია თამაში..
შავი კაცი
21 მარტი 2022 14:22
0
კაით რააა!! ეროვნულ ლიგაში თამაშს ვერ ქაჩავს კობახიძე, უსუსტესი რგოლი დინამო ბათუმისა ეგ და აზაცკია,, შეგნებულად აკეთებენ რა ამ ყველაფერს სხვა რაღა ვიფიქროთ!!
შავი კაცი
20 მარტი 2022 19:51
0
გალკინს და პუგაჩოვას ეყოთ თავმოყვარეობა და შერცხვათ რუსეთდი ყოფნა და ამ ჩვენ "ვარსკვლავ ბიჭუნებს" რა ეტაკათ? ფულია ყველაფერი?
აკა
20 მარტი 2022 16:36
13
ძაან არ მინდა ეგრე ვიფიქრო, მარა თან მამენტ ძალიან კაი იქნებოდა აქამდე რო წამოსულიყო...
რა მაფიაა?
20 მარტი 2022 23:35
0
ბათუმის თამაშს არ უყურებს თუ მართლა ფედერაციიდან უთხრეს.უსუსტესი მცველია,ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს,თან ნელია,მოკლედ არ ვიცი რა.კირკიტაძეს რატომ უკეთებენ იგნორს ვერ გავიგე
კახა ქ.
20 მარტი 2022 15:54
1
კვარას მომავალ ორ თამაშში გოლების ან გოლის გატანას მირჩევნია ნაკრებმა საერთოდ ვერ მოიგოს [წაგებაც მერთლა არ მინდა..მართლა..]
Razvetka
20 მარტი 2022 14:01
24
ბოლო თამაშში ლოკომოტიველმა ბურთიანად გაასწრო, თან 35-მეტრში 5 მეტრით აჯობა.
ერიჰაა
20 მარტი 2022 13:39
1
რუსეთში "მოღვაწე" პატრიოტებს, იქნებ შეკრების პერიოდში საქართველოში თვალი აეხილოთ და შეიგნონ რომ რუსულ აგრესორთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ, მითუმეტეს მათი სისხლიანი ფულის აღება.
ალო-ალოო.
20 მარტი 2022 13:06
1
კვარა დღეს ცსკას 2 გოლს გაუტანს,შემდეგ ნაკრებში ჩამოვა და აქაც 2 გოლს გაიტანს,ამის შემდეგ ის რომელიმე ევროპულ კლუბში წავა,რუსეთში აღარ უნდა დაბრუნდეს! ასევე დავითაშვილი ისიც არ უნდა დაბრუნდეს რუსეთსი! ძალიან ბევრმა ლეგიონერმა დატოვა უკვე რუსეტი და იჯარით წავიდნენ ამ ეტაპზე!
გაბო
20 მარტი 2022 12:16
4
2 გოლის გატანა რა გითხრა, მარა 1 ტაინში 4 ჯერ შერგეს.
აბა რაა
20 მარტი 2022 16:33
0
დავითაშვილი ჩვეულებრივ წითელი არმიის აკვანში თამაშობს. ტულა არის რუსული სიკვდილის მანქანის წარმოების ცენტრი, ახალგაზრდაა და ალბათ ვერ ხვდება, ალბათ! მაგრამ პატრონი, ძმაკაცი, იქნებ ვინმემ ურჩიოს,
ვოვა
20 მარტი 2022 12:54
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული