ჩეხეთის ჩემპიონატის აუტსაიდერებმა სტუმრად "ოსტრავა" 3 :1 დაამარცხეს. "კარვინას" ფეხბურთელები 27-ე წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ, ქართველი მცველი კი 36-ზე შეცვალეს.
საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მცველი აკლია. სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე ( დინამო, ბათუმი, საქართველო);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" ბოსნია-ჰერცოვოვინაში 25 მარტს (23:45 სთ), ალბანეთში კი 29-ში (20:00 სთ) ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტის პირველი კომენტარი
"ბაიერნის" ლეგენდითა და ბევრი ლეგიონერით - ბოსნიური მედია საქართველოს ნაკრებზე
ბოსნიელთა ვარსკვლავური ნაკრები ქართველებისთვის ემზადება - შემადგენლობა ცნობილია
სანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...