რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოს" შემტევის, ჯოვინო ფლამარიონის ნაკრებში შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი გუნდის რიგებში თამაში სურს. 

"ძალიან დიდი ხანია პირადად მე მაქვს კომუნიკაცია ჯოვინოსთან. მას შარშანაც შევხვდით და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელის სურვილი, მან შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს; ამას ემატება ისიც, რომ მისი მეუღლე არის ქართველი. 

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს... ერთადერთი პრობლემა ჯოვინოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ
ფიფას წესებია...

ის გადაბმულად 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ჩემპიონატში. სამწუხაროდ, ის 3 თვე განათხოვრებული იყო სხვა კლუბში და საქართველოში არ ასპარეზობდა. 

მაგ 3 თვეს ჯერჯერობით არ თვლის ფიფა. დეტალები არის რაღაც მოსაგვარებელი და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ფიფასთან... სირთულეები იყო ასევე წიტაიშვილის, ვაჩიბერაძის მოქალაქეობის მიღებაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მივედით შედეგამდე, რომ ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები", - თქვა იაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ნუ არ ვიცი პირადად ფლამარიონის პიროვნებასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს პირიქით ! ალბათ საქართველოც ბევრ "ქარტველზე" მეტადაც უყვარს მაგრამ მგონია რომ არაა ისეთი ძლიერი რომ ჩვენი შეტევა გააძლიეროს ! თანაც ჩვენ უფრო საყრდენებში და დაცვაში გვაქვს ეხლა პრობლემები და თუ ლეგიონერის აყვანაზეა საქმე მსაშინ ჯობია ამ ამპლუის მოთამაშეები მოვძებნოთ !
zura222
21 მარტი 2022 16:41
16
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა თავდამსხმელებში გვაქვს
Irakli Apkhaidze
21 მარტი 2022 16:59
1
ფლამარიონი არასტაბილურია. ბუდუ ზივზივაძესავითაა. ხან კარგ თამაშებს ატარებს, ხან საერთოდ არ ჩანს მოედანზე.
არ მგონია დიდად ნაკრებს დაეხმაროს. არ აქვს მასეთი კლასი მაგას.
ეგეთები კი გვყავს მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ვაჟა
21 მარტი 2022 16:14
9
ბრაზილიის ნაკრებზე უარი უთქვამს, გრუზინი ყოლია ბაბუ.
სანი
21 მარტი 2022 16:09
11
იყოს მაინც ასეთი გამორჩეული თავდამსხმელი რომ ღირდეს დროის, ენერგიის და ფულის ხარჯვა
lm
21 მარტი 2022 16:01
11
რა ფულის ხარჯვა???
კახა
22 მარტი 2022 17:46
0
ბრაზილიელების დახმარებით მსოფლიოს ჩემპიონატიც რომ მოიგოთ, სულ არ მაინტერესებს ასეთი "ნაკრების" წარმატება. ასეთ შემთხვევაში თამაშების ყურებაც არ მაინტერესებს.
ქ. გ.
21 მარტი 2022 15:03
34
ბავშვებო! ყველამ ვიცით, რომ ბრაზილიაში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ამიტომ თქვენ სახლში დაჯექით და ბრაზილიელებმა ითამაშონ საქართველოს ნაკრებში. იმედია, გვასაზელებენ.
ქ. გ.
21 მარტი 2022 16:41
11
ხო ქართველობა არ წაგვართვას ბრაზილიელმა !

შენსავით, რომ მსჯელობდნენ ტოპ ნაკრებები, სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით.

აქ ქართული გენის ქონა არ ქონაზე არაა, აქ ისაა მნიშვნელოვანი, თუ რამდენად უნდა ადამიანს საქართველოს სახელით გამოსვლა და წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა
nk
21 მარტი 2022 15:53
9
რაღა ფიფა და რაღა საბჭოთა გაი.მარტო წერილი კი არა ერთი 500 000 თუ ჩაუკუჭავ უცებ მოგიგვარებენ.
Levani
21 მარტი 2022 14:01
3
მერე? ნაღდად "შესტოი ოტდელი" დაადგება, ამიტომ რას ვიზამთ უნდა დაველოდოთ :)
ლევანი
21 მარტი 2022 15:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული