რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოს" შემტევის, ჯოვინო ფლამარიონის ნაკრებში შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი გუნდის რიგებში თამაში სურს. 

"ძალიან დიდი ხანია პირადად მე მაქვს კომუნიკაცია ჯოვინოსთან. მას შარშანაც შევხვდით და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელის სურვილი, მან შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს; ამას ემატება ისიც, რომ მისი მეუღლე არის ქართველი. 

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს... ერთადერთი პრობლემა ჯოვინოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ
ფიფას წესებია...

ის გადაბმულად 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ჩემპიონატში. სამწუხაროდ, ის 3 თვე განათხოვრებული იყო სხვა კლუბში და საქართველოში არ ასპარეზობდა. 

მაგ 3 თვეს ჯერჯერობით არ თვლის ფიფა. დეტალები არის რაღაც მოსაგვარებელი და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ფიფასთან... სირთულეები იყო ასევე წიტაიშვილის, ვაჩიბერაძის მოქალაქეობის მიღებაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მივედით შედეგამდე, რომ ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები", - თქვა იაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
აი მარადიშვილი რომ დავიყოლიოთ,მართლა კარგი იქნება.უნივერსალია ტიპი,ყველგან შეუძლია თამაში,თან მაღალ დონეზე.მერე ახალგაზრდაა რაც მთავარია.
კახა ქ.
22 მარტი 2022 16:25
0
ღმერთმა გაუმარჯოს,მაგრამ ნაკრებისთვის რაღაც არა მგონია რომ......თუ მოუმატებს სხვა ამბავია,მაგრამ ეხლა არა ის დონე,რომ ნაკრები გააძლიეროს.წარმატებები
კახა ქ.
22 მარტი 2022 16:22
1
ვინ გვყავს ბევრად უკეთესი რომ უშანსოდ იყოს? თან ისეც არ იყოს რომ ბირთვი მუდმივად მზადყოფნაში იყოს და ან ტრავმა ან მოუმზადებლობა არ აწუხებდეს არავის... არვაის კიარა უმრავლესობას... ეს ინფო არც ვიცოდი და ძალიან გამიხარდა... ოქროს კაცია ჯონი ფლამარიანი...
რა მაფიაა?
01 მაისი 2022 18:06
0
მარადიშვილზე რა ხდება იცის ვინმემ? რატო არავინ ეკითხება იაშვილს ამ თემაზე
ბს
22 მარტი 2022 15:07
0
ჯოვინო ბათუმელია და საქართველოს მოქალაქე, ხოლო ნაკრებში ეროვნებით ქართველი კი არა საქართველოს მოქალაქეს აქვს თამაშის უფლება, მასე ქართველი მთასავით კაცი კი გყავთ ჯიქია მარა სად თამაშობს? ისე კარგი იქნება ბათუმში სტადიონზე ნახოთ ჯოვინო ვინ არის.
Baduri
22 მარტი 2022 10:42
1
ჯოვინო მაგარი კაცი
sul2
22 მარტი 2022 08:56
2
სულ რომ მართლა ქართველი იყოს ეგ რა ნაკრებში გამოსაძახებელი ფეხბურთელია რო ერთი ამბავი ატეხეს?! მაგაზე კაი ფუტბალისტები ეროვნულ ლიგაში მართლა ბევრია: კირკიტაძე, ხარაბაძე……
მათე
22 მარტი 2022 04:09
6
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ "ფუტბალისტები" კი არა ნორმალური ფეხბურთელები გვჭირდება. თან სტაბილურად რომ შეუძლიათ თამაში და არა გამონათებებით.
ოთარი
22 მარტი 2022 10:45
0
ჩინელებით სავსეა ბათუმის ბულვარი და იქნებ გარეთაც არ გამოხვიდეთ არ დაინახავთ და არ იარსებებენ ისინი.. ფლამარიონის ნაკრებში გამოძახების გამო არ ვუყურებ ნაკრების თამაშებსო,
ცნობისთვის ფლამარიონს ქართველი ცოლშვილი მაგიტო არ ყავს და არც არავის ფული არ გადაუხდია როგორც ამას ჩინელები და თურქები აკეთებენ..
კითხვა მცოდნეებთან ესეთი მაქვს: ემიგრაციაში ყველა ოჯახიდან 1 ადამიანი მაინც არის საქართველოდან სტატისტიკურად აბა წარმოვიდგინოთ რომ მათაც ასე ბოღმის თვალით უყურებენ და ავიწროებენ რახან ადგილობრივი არაა მოგეწონებათ? (პლუს მაგათ ზურგზე სუნთქავს ეხლა საქართველო)
დამიჯერეთ ჯობს ჯიქია,პავლიაშვილი, გვერითელი და კანდელაკს მოვთხოვოთ პასუხი მათ არაქართველობაზე..
ფლამარიონი არაქართველია და სოსო პავლიაშვილი ქართველი..
სოსოს ნამღერს კრემლში ვუსმინოთ დედის დღეზე და ფლამარიონის გამო ნაკრების თამაშს არ ვუყუროთ..
ყველაფერს საზღვარი აქვს და რეალური მიზეზი დაწერეთ თუ წერთ და თუ უბრალოდ კომენტარების წერა გიხარიათ სოც ქსელებში უკეთესია ჭორაობა...
შავი კაცი
21 მარტი 2022 19:47
6
შჰენ Gაიხარე!
Ds
22 მარტი 2022 02:23
1
მე ასე მიმაჩნია სწორად, სხვა ქვეყნის მოქალაქის გადმობირებაზე რომ დროს და თანხას დახარჯავ ის სხვა, ორი თავით მაღლა უნდა იდგეს ქართველ ფეხბურთელზე. ფრანგები რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდენ ამ ამბავთან მიძღვნილ ზეიმზე თურმე ბევრი ცნობილი ფრანგი მოღვაწე მიიწვიეს, რომელთა უმრავლესობამ მისვლაზე უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ ნაკრებში ფრანგები არ თამაშობენ და რა ჩემპიონობაზეა საუბარიო. სწორი იყო ეს ხალხი.
ჟორა გაბრიჭიძე
21 მარტი 2022 17:34
12
პუტინი მოიწვიეთ, გავრილოვზე მაგარი ფეხბურთელია.
გივი
21 მარტი 2022 17:22
6
ნაციონალი რომ ხარ არ გიტყდება? რაგორ გამოგირეცხათ ტვინი თქვენმა ბელადმა მიხომ,ისე პროფესიონალები ხართ ნაცები ომის დროს გაქცევაში კაბაჩაცმულები..
გივი-ს
21 მარტი 2022 22:00
6
ბიჯო. ბაბანგიდა რო დაგვემატებინა, ტიჯანი? ისიც შავია, თანავ შოთას იცნობს, უკლუბოდ იქნება. კონგოში და ზაირში ყოფილან კიდევ იაფი ფეხბურთელები, თურმე საქართველოზე ამოსდით მზე და მთვარე, დატრიალდით, არავინ დაგასწროთ)))
ფირუზა
21 მარტი 2022 17:02
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული