რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოს" შემტევის, ჯოვინო ფლამარიონის ნაკრებში შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი გუნდის რიგებში თამაში სურს. 

"ძალიან დიდი ხანია პირადად მე მაქვს კომუნიკაცია ჯოვინოსთან. მას შარშანაც შევხვდით და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელის სურვილი, მან შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს; ამას ემატება ისიც, რომ მისი მეუღლე არის ქართველი. 

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს... ერთადერთი პრობლემა ჯოვინოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ
ფიფას წესებია...

ის გადაბმულად 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ჩემპიონატში. სამწუხაროდ, ის 3 თვე განათხოვრებული იყო სხვა კლუბში და საქართველოში არ ასპარეზობდა. 

მაგ 3 თვეს ჯერჯერობით არ თვლის ფიფა. დეტალები არის რაღაც მოსაგვარებელი და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ფიფასთან... სირთულეები იყო ასევე წიტაიშვილის, ვაჩიბერაძის მოქალაქეობის მიღებაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მივედით შედეგამდე, რომ ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები", - თქვა იაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რაღა ფიფა და რაღა საბჭოთა გაი.მარტო წერილი კი არა ერთი 500 000 თუ ჩაუკუჭავ უცებ მოგიგვარებენ.
Levani
14:01 21-03-2022
3
ჩინელებით სავსეა ბათუმის ბულვარი და იქნებ გარეთაც არ გამოხვიდეთ არ დაინახავთ და არ იარსებებენ ისინი.. ფლამარიონის ნაკრებში გამოძახების გამო არ ვუყურებ ნაკრების თამაშებსო,
ცნობისთვის ფლამარიონს ქართველი ცოლშვილი მაგიტო არ ყავს და არც არავის ფული არ გადაუხდია როგორც ამას ჩინელები და თურქები აკეთებენ..
კითხვა მცოდნეებთან ესეთი მაქვს: ემიგრაციაში ყველა ოჯახიდან 1 ადამიანი მაინც არის საქართველოდან სტატისტიკურად აბა წარმოვიდგინოთ რომ მათაც ასე ბოღმის თვალით უყურებენ და ავიწროებენ რახან ადგილობრივი არაა მოგეწონებათ? (პლუს მაგათ ზურგზე სუნთქავს ეხლა საქართველო)
დამიჯერეთ ჯობს ჯიქია,პავლიაშვილი, გვერითელი და კანდელაკს მოვთხოვოთ პასუხი მათ არაქართველობაზე..
ფლამარიონი არაქართველია და სოსო პავლიაშვილი ქართველი..
სოსოს ნამღერს კრემლში ვუსმინოთ დედის დღეზე და ფლამარიონის გამო ნაკრების თამაშს არ ვუყუროთ..
ყველაფერს საზღვარი აქვს და რეალური მიზეზი დაწერეთ თუ წერთ და თუ უბრალოდ კომენტარების წერა გიხარიათ სოც ქსელებში უკეთესია ჭორაობა...
შავი კაცი
19:47 21-03-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული