კვეკვესკირი: მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა

AutoSharing Option
ალბანეთთან მომავალი ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევამცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

"ალბანეთის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისის თამაშების წინ, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა და მიჯრით ოთხი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნოს პოზიტიური ენერგია. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნულ ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი და თითოეულ ფეხბურთელს სურს, ბოლომდე დაიხარაჯოს და
გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული