ფრე ტირანაში არაოპტიმალური შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტირანაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად გაგრძელდა,
ალბანეთს მამარდაშვილის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რომელთაც ძალიან სახიფათოს ვერ უწოდებდი. 56-ე წუთზე ყაზაიშვილმა თავად შექმნა კარგი მომენტი, თუმცა მიზანს ვერ უწია. შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. შეცვლაზე აქტიურად შესული ჩიკალეში კვაკვესკირს გასცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მერე ასევე შეცვლაზე შესულმა ვრიონმა გაუშვა შანსი. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა - კვეკვესკირის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში ჩაბრაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 78-ე წუთზე ასლანს გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და 0:0.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს არაოპტიმალური შემადგენლობით საუკეთესო ფეხბურთი, მეტადრე შეტევაში, არ უჩვენებია, თუმცა საკმაოდ ძლიერ ალბანეთთან სტუმრად გოლი არ გაუშვა, ფრეს მიაღწია და ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია. თანაც, სანიოლმა თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა და დაინახა, ვინაა სანაკრებოდ მზად და ვინ - არა.

ტირანა. „ეარ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:0

ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში (ლენიანი 77), ჰისაი, ასლანი, რამადანი (ჯასულა 66), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ბროია (ჩიკალეში 46), მანაი (ვრიონი 66)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია (კობახიძე 66), ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 84), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76), წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 21 /
რამდენი არაადეკვატური კომენტარია.. რეალურად თქვით რამდენი ნაკრები და გუნდი თამაშობს ლამაზ ფეხბურთს? რამდენიმე ბავშვურ შეცდომას თუ არ ჩავთვლით უკანა ხაზი საკმაოდ სტაბილური გვყვავს. გოლი არ გავუშვით არცერთ თამაშში და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რო გახსნილი და შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ დამიჯერეთ ბევრ შეხვედრას წავაგებთ. ესაა ჩვენი ნაკრების შანსი კარის უსაფრთხოებაზე გავაკეთოთ აქცენტი და მინიმალური რაოდენობის მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. სხვანაირად აზრი არ აქვს. ასე თამაშობენ ჩვენი დონის ნაკრებები. მოდით მხოლოდ შედეგს მივაქციოთ ყურადღება და ლამაზი ფეხბურთით გრანდების ყურებით დავტკბეთ. ყველა ვარიანტში შედეგია ყველაზე მთავარი
აკო
30 მარტი 2022 01:05
3
აბა ქეცბაიას რისთვის აგინებდით, ამაზე უარესს კი არაფერს თამაშობდნენ? ლამაზ ფეხბურთს არავინ სთხოვს ამათ. ფეხბურთის თამაშს სთხოვს გულშემატკივარი. ესენი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ. უკეთესი შეფასება იქნებოდა - საერთოდ არ თამაშობენ ფეხბურთს. ეშინიათ ბურთისაც და ფეხბურთის თამაშისაც. პოლონეთი, შვედეთი შეიძლება ლამაზი ფეხბურთით არ იყვნენ ცნობილი, მაგრამ ლამაზ, გააზრებულ კომბინაციას ქმნიან და ესეც საკმარისია. ჩვენების თამაშში რამე გააზრებულს ხედავთ??
odala
30 მარტი 2022 09:59
7
ანტიფეხბურთი, საეჭვო კვალიფიკაციის მწვრთნელის შესრულებით.
ქომაგი
29 მარტი 2022 22:25
104
Ძალიანაც კარგი, დავიღელთ მარგად ვითამაშეთ და წავაგეთი, შედეგები გვინდა, გამარჯვება გვახარებს და არა წაგებული კარგი თამაში! Ვულოცავ ნაკრებს ამ პოზიტიურ შედეგებს!
Irakli
30 მარტი 2022 10:03
0
ალბანეთი 65-ე ადგილზეა, საქართველო 86-ეზე. სხვის მოედანზე მეტი რა გინდათ ?
ქიტესა
30 მარტი 2022 10:31
1
დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა, ბურთი რომ გაეტანათ, საპასუხოდ ჩვენგან ვის უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში, წარმოუდგენელია. სანიოლს რაც შეუძლია ამ შემადგენლობით, მაქსიმუმს აკეთებს. ვინც აკლდა ნაკრებს, შესაძლოა უკეთეს შედეგს დადებენ.
მერაბი
30 მარტი 2022 09:30
0
რაც მთავარია ბიჭები იბრძვიან. შედეგი ავად, თუ კარგად ჩანს. კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გარეშე, ძნელია სანახაობა დადგა. მადლობა გუნდს!
100%
30 მარტი 2022 09:00
0
საშინელი დაცვა ამ შეცდომებზე სხვა გუნდი უკეთესი შემსრულებლებით 5 ბურთს გაგვიტანდა
ალიბეგ
30 მარტი 2022 04:26
20
რომ იძახით ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს გუნდი ჯერ ესერთი სადაც საქართველომ ლამაზი და ლაღი ფეხბურთი ითამაშა ხომ რას ამბობთ ყველა შეხვედრა მოიგო რა ასე რომ ლამაზი ფეხბურთის თამაში მოგებას არ ნიშნავს აი მაგალითად:ხორვატია,თურქეთი,სერბეთი,უკრაინა,საბერძნეთი,რუმინეთი,მაკედონია,ავსტრია,შვეიცარია,ბულგარეთი,სლოვაკეთი,ფინეთი ესენი ლამაზ ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობენ მაგრამ კი დადეს მაგარი შედეგები ზოგმა წარსულში ზოგმა კიდე ახლა
გელმეზა
30 მარტი 2022 03:02
9
დავითაშვილი და ვოლკოვი რატომ ყავთ ნსკრებში? რას აკეთებენ ღირებულს? ან სად თამაშობს ვოლკოვი საერთოდ?
vaso
30 მარტი 2022 02:57
23
ეშინიათ ფეხბურთის თამაშის. ბურთის ეშინიათ. 2-3 კაცი უდგას ბურთიან კაცს გარშემო ხშირად და მეკარეს აძლევს მაინც უკან. ამ 2-3 კაციდან არც ერთი არ ითხოვს ბურთს. კვირკველიას და დვალის ტიპის მცველი საერთოდ არ უნდა გყავდეს გუნდში. მაგათ ისევ კანკავს სჯობია. ერთი ეგ არის სიმაღლე აქვს ამ ხალხს, ბურთს ვერ აგორავებს. აბა შეტევაზე წამოსულ მეტოქეს არც მე მოვატყუებინებ თავს. სამხრეთ ამერიკელები ვერ მცდებოდნენ აშუშუში :) რამდენიმე ნორმალურ თამაშს ჩავატარებთ და გვგონია რაღაც შევცვალეთ. თან სულ ვიღაცის იმედზე ვართ, რომ დაგვიბრუნდება. ვერც ერთი და ვერც სამი კვარაცხელია გუნდს ვერ უშველის, როცა 9 'მებრძოლი' მოთამაშე გყავს. მებრძოლი რა ჭიდაობაა?? ფეხბურთელს ბურთის კონტროლი უნდა შეეძლოს და სწრაფი ფიქრი და მოქმედება. კვარაცხელიაც აი ნახავთ, საშუალო დონის ჩემპიონატში თუ დამკვიდრდა მიღწევა იქნება. ჯერ რუბინს და ბათუმს ვერ გასცდა. ჩაკვეტაძეზე აღარ ვლაპარაკობ. არა გვყავს ფეხბურთელებიო იძახდა ქეცბა და არ სჯეროდათ.
odala
30 მარტი 2022 09:52
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული