ფრე ტირანაში არაოპტიმალური შემადგენლობით - საქართველოს ნაკრები ზედიზედ 5 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტირანაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა აირჩია, გასულ შეხვედრასთან შედარებით 6 ცვლილება განახორციელა. მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში კვარაცხელიამ, აგრეთვე - კაკაბაძემ. უპირატესობას დებიუტიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, ორი ნახევარმომენტი შექმნეს. ჩვენს გუნდს შეტევების ორგანიზება უჭირდა, მეტოქე გუნდის მეკარე სტრაკოშას სამუშაო არ ჰქონდა, თამაში კი თვალსასეირო არ იყო. 38-ე წუთზე ჩეკიჩმა კაშია ჩამოიშორა, დაარტყა კიდეც, მაგრამ არაზუსტად. ასევე არაზუსტი გახლდათ 42-ე წუთზე შეტევის ბოლო ფაზაში დავითაშვილი.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად გაგრძელდა,
ალბანეთს მამარდაშვილის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდა, რომელთაც ძალიან სახიფათოს ვერ უწოდებდი. 56-ე წუთზე ყაზაიშვილმა თავად შექმნა კარგი მომენტი, თუმცა მიზანს ვერ უწია. შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. შეცვლაზე აქტიურად შესული ჩიკალეში კვაკვესკირს გასცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მერე ასევე შეცვლაზე შესულმა ვრიონმა გაუშვა შანსი. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა - კვეკვესკირის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო საჯარიმოში ჩაბრაძე წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. 78-ე წუთზე ასლანს გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება და 0:0.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს არაოპტიმალური შემადგენლობით საუკეთესო ფეხბურთი, მეტადრე შეტევაში, არ უჩვენებია, თუმცა საკმაოდ ძლიერ ალბანეთთან სტუმრად გოლი არ გაუშვა, ფრეს მიაღწია და ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია. თანაც, სანიოლმა თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადა და დაინახა, ვინაა სანაკრებოდ მზად და ვინ - არა.

ტირანა. „ეარ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:0

ალბანეთი: სტრაკოშა, ისმაილი, კუმბულა, ჯიმშიტი, როში (ლენიანი 77), ჰისაი, ასლანი, რამადანი (ჯასულა 66), ჩეკიჩი (ლაჩი 66), ბროია (ჩიკალეში 46), მანაი (ვრიონი 66)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაშია, კვირკველია (კობახიძე 66), ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 84), კვეკვესკირი (გვილია 76), აბურჯანია, დავითაშვილი (მექვაბიშვილი 76), წიტაიშვილი, ვოლკოვი (ლობჟანიძე 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძალიანაც კარგი. პრაგმატული ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდმა რაც ბატონებო შედეგზეა ორიენტირებული.შემდეგში რა იქნება ამას მომავალი გვიჩვენებს მაგრამ გუნდი გუნდს რომ დაამსგავსა სანიოლმა იმ რესურსით რაც გაგვაჩნია ფაქტი სახეზეა
ისიდორე
29 მარტი 2022 22:23
12
დაცვა საკმაოდ ორგანიზებულად გამოიყურებოდა, თუ არ ჩავთლით პატარ პატარა ეპიზოდებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ კვარაცხელიას გარეშე წინა ხაზში ძალიან გვიჭირსსს
გულშემატკივარი
29 მარტი 2022 22:11
2
მადლობა ბიჭებს. ეს უკვე კაია რო მეორე ნაკრებით არ ვაგებთ! ამ ბიჭებს დავუმატოთ კვარა, კიტე, ჩაკვე, ოქრი და დაცვაში ხოჭო. უკვე სერიოზული ძალა იქნება
ბოკინიო
29 მარტი 2022 22:05
8
მოდით ობიექტურები ვიყოთ დღეს დღეობით ბოსნიაც და ალბანეთიც საქართველოს ნაკრებთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის ნაკრებები არიან მარტო ალბანეთის ნაკრებში თამაშობს 7 ფეხბურთელი სერია ა ში. საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი რაც შეუძლია ჩვენ თუ შედეგი გვინდა და თან ლამაზი ფეხბურთიც მაშინ უნდა გყავდეს მაღალი კლასის შემსრულებლები რომ ლამაზი ფეხბურთით მივიღოთ შედეგი სამწუხაროდ ჩვენ დღეს დღეობით არ გყავს იმ დონის ფეხბურთელები რომლებიც ლამაზადაც ითამაშებენ და შედეგსაც დადებენ როცა გვეყოლება მინიმუმ 5 ფეხბურთელი რომელიც ითამაშებ ტოპ ლიგების დონეზე კარგ გუნდებში და იქნება მაგის რესურსი მაშინ შეიძლება მაგაზე ფიქრი დღეს დღეობით ორიენტირებული უნდა ვიყოთ შედეგზე.
90 იანებში ლამაზ ფეხბურთს ვთამაშOბდით მაგრამ სულ ვაგებდით თითქმის კატასტროფული ანგარიშებით და ქეცბაიას დროს ყრუ დაცვაში ვიდექით და სანიოლს რასაც ვუყურებ დალაგა უკვე ნაკრების თამაში ასე თუ ისე მიხვდა რა ფეხბურთის თამაში შეუძლია ამ ნაკრებს და ამ ფეხბურთს ათამაშებს რომ შედეგი დადოს.
ზაზა
30 მარტი 2022 01:13
2
აბურჯანია ყველა თამაშში სუსტად გამოიყურება, ბოლო ორ თამაშში კი არა მუდმივად ასე ხდება, მოწინააღმდეგის უკან დგას პასი რომ არ მიიღოს. ცენტრში მხოლოდ ერთი კვეკვე ვერაფერს იზავს, გვილიასთან ერთად კიდე მეტად სტაბილურია ცენტრი. კვეკვე-გვილია
დიმა
29 მარტი 2022 22:14
5
დაცვაში 6 ქულა.ნახევარ დაცვაში 4 ქულა. თავდასხმაში 0ქულა. ასე კონტრ თამაში მცდელობაც არიყო ლოგიკური დასასრულით. დაცვის ხარჯზე 5 ქულა ათიდან დღევანდელი თამაშისთვის. სრული კატასტროფა 2ვე თამაში ესეთი გუნდის ყურება მარაზმია! თამაში არ წაგება თამაშით უნდა ისწავლო და არა კარებში 363 კაცით დგომიით
4-1-3-2
29 მარტი 2022 22:11
32
საზიზღარი თამში არცეთი კარში დარტყმა მომნტები ვერ შევქმენით იმედია ქართველი ჟურნლისტები ლოგიკურად შეფასებთ ამთამშსს და ბოსნიასთანაც და არ დაგბრმავებთ არც ფრე და არც მოგება ესაა თამში ესა სწორი თამში ? მომნტი ვერ შევქმენით იგვე ტაქტიკით გეთამაშა ალბანეთი და ტავზე გვჯდნენ იგვე თამში შეგვეძლო ჩვენს შუახაზი ცენტრში უნდა ხვდებოდეს მოწინააღმდეგეს და არა ჩვესაჯარიმოსთან სირცხვილია
gio
29 მარტი 2022 22:02
47
ვეთანხმები წინა კომენტარებს, საკმაოდ დაალაგა გუნდი სანიოლმა იმ რესურსით რაც გვაქვს, ისე ყველა შემოქმედებითი ფეხბურთელის არყოფნაში რას ითხოვთ სხვას? არ ვადარებ კონკრეტულ ფეხბურთელებს და მათ დენეს, მაგრამ ვისაც გახსოვთ თბილისის დინამო საბჭოთა კავშირი იყო საქართველოს ნაკრები რეალურად, და წარმოიდგინეთ რომ ერთ მატჩში ერთდროულად რო არ ყოფილიყო, ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, და ჩივაძე, რა ფეხბურთის თამაშს აირჩევდა, ფარსადანოვიჩი?:) პოტენციურად კვარას, ჩაკვეს, კიტეს, და აწ წასულ კანკავას თუ ჩავთვლით იგივე სიტუაციაა, რატომ ითხოვთ შემოქმედებით, ლამაზ ფეხბურთს, რა რესურსით
დათო
30 მარტი 2022 02:45
4
ჩვენს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში თამაში მაღალი კლასის ფორვარდი სამწუხაროთ არ გყავს მიქაუტაძის განვითარების იმედი მქონდა მაგრამ რასაც ვუყურებ ოქტომრის მერე გოლი აღარ გაუტანია კაგად დაიწყოს ბელგის უმაღლესში მაგრამ ვეღარ გაგრძელა გატანა.
ნახევარდაცვაშიც არის პრობლემა ერთადერთი ფეხბურთელია ჩემი აზრით კიტეიშვილი ვისაც შეუძლია შეტევის მაღალ დონეზე დაწყება ჩვენს ნაკრებში და გუნდის დირიჟორობა სამწუხაროდ კიტეიშვილი ძალიან ტრამვიანი ფეხბურთელია და ხშირად ტოვებს ნაკრების თამაშებს კიტეს გარეშე რთულია თან პლიუს ახლა რაც ჯაბა წავიდა რთული იქნება ჯაბას სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა.
ჩაკვეტაძეს რაც შეეხება დიდი ხანია დაბრუნდა მაგრამ ფორმა მაინც ვერ აღიდგინა.
ჩემი სუბიექტური აზრით სანამ ჩვენს ნაკრებს არ ეყოლება მინიმუმ 3-4 მაღალი დონის შემტევი და ნახევარმცველი მოედნის ცენტრში იქამდე რთული იქნება შემტევი კომბინაციური ფეხბურთის თამაში კვარაცხელიას დონის 3-4 ფეხბურთელი მაინც გვინდა კიდე რომ რამეზე ვიფიქროთ.
სამწუხაროდ ყველა ქართველი ვინც კი იყო ბოლო წლებში ნიჭიერი და პოტენციური ყველა არის ტრამვებისკენ მიდრეკილი ვისაც შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთამაშა ყველა ტრამვიანი გამოდგა ყენია,ჭანტრურია ოქრიაშვილი,ანანიძე,მჭედლიძე,ჩაკვეტაძე,კიტიეშვილი.
ჩვენი ნაკრების პრობელმა ის რომ ფეხბურთელბი არ გყავს მაღალი კლასის და ვინც გყავს ისინიც ტრამვებისკენ მიდრეკილები არიან სამწუხაროთ.
გიორგი
30 მარტი 2022 01:22
2
არვიცი ამ ორ თამაშს პრაგმატიზმი ვუწოდო თუ რა მაგრამ ფაქტია ნაკრების თამაში ბეწვის ხიდს გავს. ამხანაგურ თამაშებში რო ვერ გაიარო გეპატიება მაგრამ მსგავსი ტემპით და იბტენსიცობით თუ ვითამაშებთ ივნისში,ჩვენი საქმე კარგად არ წავა. ზედმეტად ბევრი უკან პასია, ვერავინ დამაჯერებს რო ეს სანიოლის მითითებაა, სითამამე აკლია ბიჭებს
ქართველი
30 მარტი 2022 01:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული