ვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა

AutoSharing Option
სანამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი შემადგენლობას გამოაცხადებს, Sportall.ge "ჯვაროსნების" ირგვლივ დეტალურ განხილვას აგრძელებს...

კანკავას გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ოფიციალურ მატჩებში ჯაბა კანკავას გარეშე ვასპარეზობდით, მისი დანაკლისი ნაკრებისთვის უდიდესია და ჩანაცვლება ასე მარტივი არ იქნება.

ნაკრების ყოფილი კაპიტანი საოცრი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. ასაკის მატებასთან ერთად, ჯაბა შეტევის წამოწყების ფაზაში ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მას საქართველოს ნაკრების მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

კანკავას არყოფნა მომავალი ტურნირის წინ მთავარი საკადრო ცვლილებაა.

Sportall.Ge

ვინ შეცვლის ჯაბას?

ვილი სანიოლის გუნდი დიდ შრომას უნდა ეწეოდეს, რათა მინდვრის ცენტრში ახალი მოთამაშე შეირჩეს. თუმცა, ბუნებრივია, ნაკრების კარს ყველას ვერ გაუღებენ.

უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში შანსი თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილს მიეცა და ოფიციალურ შეხვედრებში კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოცდა ნაკლებად მოსალოდნელია.

სანიოლი ბათუმის "დინამოს" ნახევარცველებსაც ხშირად ეყრდნობა. თუკი კანკავას ფუნქციების მატარებელ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, უფრო სანდრო ალთუნაშვილი გვახსენდება, ვიდრე ლადო მამუჩაშვილი და მით უმეტეს, ჯაბა ჯიღაური...

Sportall.Ge

სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი

მოედნის ცენტრში საქართველოს ნაკრებში 3 ფეხბურთელი სტაბილურად ასპარეზობს და მთავარი აქცენტები ახლაც მათზე გაკეთდება - ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია. სამწუხარო ისაა, რომ ისინი სეზონის განმავლობაში დიდი სათამაშო პრაქტიკით არ გამოირჩევიან.

მარტის ამხანაგურ შეხვედრებში აბურჯანია დამაჯერებლად გამოიყურებოდა და პრესინგის ნაწილშიც საკმაოდ კარგი იყო. დაცვისა და შეტევის ხაზის დაკავშირება, დიდწილად, მაინც კვეკვესკირზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მწვრთნელის დავალებებს დიდი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის, ტემპის განსაზღვრის თვალსაზრისით. მაინც მოსალოდნელია, რომ ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიასთან გასვლით მატჩებში დაახლოებით ის სცენარი და ხასიათი ვიხილოთ, ბოსნიისა და ალბანეთის წინააღმდეგ რომ ვნახეთ და უპირველესი ამოცანა მაინც ის იყოს, არ დავმარცხდეთ და შანსები უფრო კონტრშეტევებზე ვეძებოთ...

Sportall.Ge

ახლად მომჯობინებული ოთარ კიტეიშვილის ფორმაში შესვლა და უპრაქტიკობის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში ჩვენს შუა ხაზს ძალიან სჭირდება. მათ ბევრი რამის შექმნა შეუძლიათ.

ზურიკოს ახალი როლი

ბოლო სანაკრებო შეხვედრებში ზურიკო დავითაშვილმა განსხვავებული უნარები გამოავლინა, ნახევარდაცვაში უამრავი სამუშაო გასწია. თუკი შემოდგომაზე შედეგიანი ზურიკო ვნახეთ, ახლა სანიოლს მისთვის ახალი დავალებები ჰქონდა მიცემული. მართალია, დავითაშვილი ბათუმის "დინამოში" ამ პოზიციაზე არ თამაშობს და შემტევია, მაგრამ "ჯვაროსნების" მწვრთნელის დარიგებების
შესრულება არ უნდა გაუჭირდეს...

შეგახსენებთ, 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, "ერთა ლიგაზე" 4 შეხვედრას გავმართავთ.

altვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

altვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?

altდაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი იდეაა, ზურიკო კანკავას ადგილას. მე მომეწონა, ყოჩაღ ღვთისავარ. ბევრად შემტევი გახდება ნახევარდაცვა და ბურთის ამოტანა უფრო გაადვილდება სწორად
კაპიტან გარდენბურგი
01:57 18-05-2022
0
ეხლა ექსპერიმენტების დრო არ არის და ისევ კანკავა დარჩეს მაგ პოზიციაზე! 60 წლის ხომ არ არის?, შეუძლია კიდევ თამაში . რას ერჩით
დავით 67
01:31 18-05-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული