საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს; ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

GFF
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბერიძე მაგარ ფორმაშია და რატო არაა ნაკრებში? ისევ გრძელდება უსამართლობა?
ლევან მაღლაკელიძე
20 მაისი 2022 16:44
0
ბექა მიქელთაძე ნაციაო ვიღაცამ დაწერა, ყველაფერში თქვენს ბინძურ პოლიტიკას რატომ რევთ, რადგან მთავარ არხზე ჩაერთო ესე იგი ნაცია? ხვიჩას ტვინი წაუღეთ რუსეთუმეს ძახილით და კანდელაკთან შედარებებით. მაგ დღეებში რაც ხვიჩას აკადრეთ იმას ვერ ჩამოირეცხავთ ვერასდროს, რაც არუნდა სიყვარულები უგზავნოთ ახლა!! ნუთუ ჩვენი საზოგადეობის დონე მეტს ვერ ქაჩავს?
ხვიჩა და ბექა საუკეთესო მეგობრები არიან ცნობისთვის.
დაანებეთ ადამიანებზე პოლიტიკური იარლიყების მიწეპებას თავი და ბიჭებს ფეხბურთის თამაში აცადეთ!
ყაზაიშვილთან რაგინდათ? ერთი დაწერს და აყვება ყველა, საკუთარი აზრი არავის გააჩნია ამ ქვეყანაში.
მართლა გგონიათ რომ ფრანგი მწვრთნელი თქვენსავით ვიწროდ აზროვნებს და ნაც-ქოცობის მიხედვით იძახებს ნაკრებში ხალხს?
Winter
20 მაისი 2022 13:49
1
როგორც არ უნდა აკრიტიკოთ,თუნდაც სამართლიანად,სხვადასხვა მიზეზების გამო ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს ნაკრებში გატანილი აქვთ ჯამში 24 გოლი, შესაბამისად 13 და 11! მე-4 და მე-7 ადგილზე არიან ნაკრების საუკეთესო გოლეადორთა შორის და ჯერ კიდევ შეუძლიათ უფრო მაღლა ასვლაც! ჰოდა, ეს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს რამდენად საჭირო არიან ნაკრებში.
ალექს
20 მაისი 2022 10:51
3
ოქრიაშვილს მოედნის მიღმა ქონდა დისციპლინის პრობლემები და მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა. ყაზაიშვილს უკან ჩასვლა და დაცვის მიხმარება ეზარება, სხვები თავ პირს იმტვრევენ და ეგ წინ დადის პასის მოლოდინში. ეს აქვს გამოუსწორებელი თვისება
David
20 მაისი 2022 11:50
0
ოხ დაიწყეს უოვე ქართველმა პროფესორებმა, პროფესორობა:) 50 კაცისთვის, რო დაეძახა მაინც გამოიგონებდნენ ვიღაცას კიდევ ჩვენი პროფესორები, ვინც ნაკრების დონეა, ყველა გამოიძახა ამ კაცმა და ნახევარმცველებიდან ვისაც დაუძახა, ყველა სჯობს ბერიძეს
გოგა
20 მაისი 2022 10:29
4
მე მგონია რო, მთლად სანიოლი არ არჩევს ვის გამოიძახებს და ვის არა და ეს ძაან ცუდია.ნაკრეებში გამოძახება ნიშნავს კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეს და არა იმას 5 ან 10 წლის უკან რო კარგ ფორმაში იყო. შესაბამისად გამიკვირდა ბერიძის და მოქელთაძის არ გამოძახება!ტიპმა იფრინა ავსტრალიაში და არა მგონოა საქართველოს ჩემპიომატი ჯობდეს ავსტრალიის ჩემპიონატს. ან ვოლკოვი რომელოც ძაან მოძრავი თავდამსხმელია,ტიპი "ჟილკით" თამაშობს ნაკრებში. განვმეორდები და ვოტყვი რო არამგონია მარტო სანიოლს შეერჩია ეს ფეხბირთელები,ფედერაციიდან არის აშკარა ჩარევა რაც არააა კარგი.
აფხაზეთი საქართვრლოა
20 მაისი 2022 10:02
9
ოქრიაშვილს აქ მგონი პირადი ინტერესების გამო ლანძღავენ ან ფლაშკორეზე უყურებენ ნაკრების თამაშს..
კარგით რა არ გცხვენიათ ოქრი ნაკრებში თუ არაა საჭირო და კვარა აბა გამოდის მაგრად უყურებთ ნაკრების თამაშებს!!!
რომელი თამაში ჩააგდო ოქრიმ ნაკრებში???
უაზრო კრიტიკას და ლანძღვას მოვეშვათ ძალიან გთხოვთ...
შავი კაცი
20 მაისი 2022 08:40
1
ოქრის, კვარას და დავითაშვილის, იმედი მაქვს პირველ რიგში!!!
გუკა
20 მაისი 2022 04:27
1
მარა ბექა მიქელთაძეს არ მიიწვევენ ნაკრებში იმიტო რო ნაცია დდდდდდდდდდდდდდდ
geo
19 მაისი 2022 22:39
22
ნაცი ყოფილა და არა ფეხბურთელი. რატომ უნდა მიიწვიონ?
ფეხბურთის გულშემატკივარი.
20 მაისი 2022 01:59
4
The Nigel Boogaard 2021/22 წლების საუკეთესო მოთამაშე ბექა მიქელთაძე გახდა.ბექა მიქელთაძე და დანიელ პენია A-Legues All-Stars-ში აირჩიეს ბარსელონას წინააღმდეგ 25 მაის
geo
19 მაისი 2022 22:38
5
ყველა მწვრთნელი ამბობს უთამაშებელ ფეხბურთელებს არ გამოვიძახებო მაგრამ აკეთება საპირისპიროს და იძახებს გამოუძახებელ ფეხბურთელებს რაც ძაან ცუდია ნაკრები ტრამპილად არ უნდა იყენებდნენ კლუბში უნდა ამტკიცებდნენ რომ ნაკრებში თამაშის ღირსები არიან .... წარმატებები ნაკრებს
ემიგრანტი
19 მაისი 2022 21:12
4

სიახლეები პოპულარული