ნაკრებში ჩამოსვლამდე ბექა მიქელთაძე "ბარსელონას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
25 მაისს "ბარსელონა" სიდნეიში ავსტრალიის A ლიგის ყველა ვარსკვლავის გუნდს დაუპირისპირდება. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ავსტრალიელთა სიაში მოხვდა "ნიუკასლ ჯეტსის" 24 წლის ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე.

ჩვენებური გასულ სეზონში თავისი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და რეგურალური ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტულიც ირგუნა.

როგორც იცით, ვილი სანიოლმა გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო მას ეროვნულ ნაკრებში უხმო და საქართველოში ჩამოსვლამდე მიქელთაძე "ბლაუგრანას" წინააღმდეგ მშვენიერ სათამაშო პრაქტიკასა და გამოცდილებასაც მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაერხა ბარსელონას.
vagneri janashia.
18:03 21-05-2022
5
წარმატებები!!!
კაპიტან გარდენბურგი
15:46 21-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული