უკვე თითქმის სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან მესამე დღეს 26 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე სამი ფეხბურთელის გარეშე წარიმართა. დღეს მამუკა კობახიძეს არ უვარჯიშია. სოლომონ კვირკველია და ვაკო ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა უეფას ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „ძალიან მიხარია, რომ პაუზის შემდეგ კვლავ ნაკრებში ვარ და შემიძლია გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, რთულია ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება. მით
უმეტეს, სეზონის ბოლოა, ჩემპიონატები ახლა დასრულდა და ბევრს გადატვირთული კალენდარი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდისთვის მომზადება რთულია. მაგრამ გვაქვს დრო, გუნდმა ადრე დაიწყო შეკრება და ეს აუცილებლად დაგვეხმარება.

მიზანი პირველი ადგილია და იმედი მაქვს, რომ ამ ოთხ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ პირველობისთვის ვიბრძვით და სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ფავორიტები ვიქნებით. პირველი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. გიბრალტარს ვეთამაშებით და აუცილებელია, რომ მეტოქე სათანადოდ შევაფასოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ.

მიხარია, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ. მშობლიური სტადიონია ეროვნული ნაკრებისთვის, ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და ხალხის მხარდაჭერაც განსაკუთრებულია".

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოტოზე: საუკეთესო ქართველი "ცხრიანი" და "ათიანი" :)

წარმატებები ორივეს.
Burton
17:55 27-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული