როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა. თუმცა შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება. მერე ისევ მიქაუტაძის
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - გიბრალტარი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12), 2:0 კაშია (33)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, წიტაიშვილი (გიორბელიძე 40), ლობჟანიძე, აბურჯანია, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე
გიბრალტარი: კოულინგი, რ.ჩიპოლინა, ენესლი, ბრიტო, ვაისმანი, ჯოლი, ლოპესი, რონანი, ლ. კაშიარო, სტიჩი, უოლკერი
ხვიჩა ბრავო!