კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მთელი ქვეყანა ხარობს. ამ გზასა და "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსს ორი წლის წინ შევუდექით. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაწყებით შემდეგ სტატია ასეთი სათაურით შემოგთავაზეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს..." - რასაც ახლა უცვლელად გთავაზობთ...

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში (5:2) გამარჯვებით გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ამ ქვეყანაში სტუმრობა, როგორც წესი, უსიამოვნოდ სრულდებოდა (ორჯერ 2:6 დავმარცხდით), ახლა კი, ფაქტობრივად, სრულფასოვანი რევანში აღებულია - მეტოქე ყველა კომპონენტში დაიჩაგრა, მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც.

Sportall.Ge

ასეთ მოგებას ტკბობა უხდება, თუმცა დიდი ხნით არა
- მატჩის შემდეგ ამაზე ვილი სანიოლმაც ისაუბრა, ხვალიდან შრომა უნდა გაგრძელდესო. 9 ივნისს კიდევ ერთი უხერხული და ჯგუფში ლიდერობაში მთავარი კონკურენტი ჩრდ. მაკედონია გველის, რომელთანაც უფრო მეტი იქნება საჭირო...

გარდამტეხი ეპიზოდი

ნებისმიერი წარმატების დროს ქართველი გულშემატკივრებისგან გვსმენია, რომ "ეს უკვე ნანახი აქვთ". დეჟა ვუს განცდას ის ტოვებდა, რომ არაერთი მატჩი თუ შესარჩევი ეტაპი ომახიანად დაგვიწყია და შემდეგ სათანადო გაგრძელება არ მოჰყოლია. ბულგარეთში იყო ეპიზოდი, როცა დავიძაბეთ და გვეგონა, წარმატებული პირველი ტაიმი თავზე გვენგრეოდა. დავიძაბეთ გულშემატკივრები, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კი 2-ბურთიანი სხვაობა მალევე აღადგინეს - ბუდუ ზივზივაძემ გიორგი აბურჯანიას მშვენიერი პასი გამოიყენა. ეს ამ შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი იყო.

Sportall.Ge

ასეთი ეპიზოდები თავდაჯერებას გვიძლიერებს და მომავალში იმის შიში ნაკლებად იქნება, ერთ მოდუნებას, კონცენტრაციის დაკარგვასა თუ შეცდომას ვერაფრით გამოვასწორებთ და ყურებს ჩამოვყრით. ეს ნამდვილად ახალი ტიპის, არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებული ნაკრებია, რომელიც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გზა მხოლოდ "ერთა ლიგაშია" და შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსები არ გვექნება.

რესურსი, როგორც ძალა

საქართველოს თუ მასზე ძლიერ ნაკრებშიც გვინახავს, რომ კონკურენციასა და როტაციას გუნდში დისბალანსი შეაქვს. გარდა ამისა, ხანდახან მწვრთნელებიც ისე აიხლართებიან, თითქოს გამოკვეთილი 11 ფეხბურთელის არსებობა უკეთესი იქნებოდა. საქართველოს ნაკრებში ახლა განსხვავებული ვითარებაა.

წინა მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძის სასტარტოში არყოფნამ ერთგვარი საუბრები გამოიწვია, თუმცა სანიოლმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ საკადრო საკითხებში კარგად ერკვევა. შესაძლოა, ის საბას სისწრაფის გამოყენებას მეორე ნახევარში აპირებდა, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო და ჩრდ. მაკედონიასთან დასვენებული ლობჟანიძე ძირითადში უნდა ვიხილოთ (სავარაუდოდ, კაკაბაძე ისევ ცენტრს დაუბრუნდება).

გარდა ამისა, "ჯვაროსნების" თავკაცი თავის გამოჩენის შესაძლებლობას მაქსიმალურად ყველას აძლევს ისე, რომ ამან გუნდს მხოლოდ დადებითი ეფექტი მოუტანოს. მაგალითად, თუკი აზაროვი გიბრალტართან განაცხადშიც არ ყოფილა, ახლა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ზურიკო დავითაშვილის სრულყოფილი თამაში, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე შეტევაში, აუცილებელ ქებას იმსახურებს. გვილია, მამაუჩაშვილი - ახლა დრო მათაც მიეცათ და საკმაოდ კარგადაც გამოიყენეს.

Sportall.Ge

ბულგარეთში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მშვენიერი გოლი შექმნეს - მიქაუტაძემ ყაზაიშვილს გაატანინა. განვლილ ორ შეხვედრაში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და სასტარტოში თამაშის ამბიცია ექნებათ. კარგია, რომ ეს ფეხბურთელების მოტივაციას ეხმარება და არა პირიქით, აბრაზებდეს და ხასიათს უფუჭებდეს მათ, რისი შემთხვევებიც ჩვენი ნაკრების ირგვლივაც გვინახავს...

გიორგი ჩაკვეტაძე ახლა განაცხადში არ იყო, რაც სანიოლმა ერთგვარად დაგვიანონსა კიდეც. დარწმუნებულები ვართ, ეს ისეთი ფორმით მოხდა, გიორგისთვის მხოლოდ პოზიტიურად რომ იმოქმედებს და შემდეგ მატჩში კიდევ უფრო მოტივირებულს ვიხილავთ.

რადგანაც მომდევნო მატჩი ჩრდ. მაკედონიასთანაა, აქვე გავიხსენოთ, რომ ვლადიმირ ვაისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ერთი და იმავე ფეხბურთელების მიმართ ზედმეტი ნდობა, იშვიათი ცვლილებები და ალტერნატივების ნაკლები ძიება გამოდგა. კარგია, რომ სანიოლი ამ მხრივ კარგად მოქმედებს.

რაც გამოსასწორებელია

როგორც თავდაპირველად აღვნიშნეთ, მხოლოდ პოზიტიურ ელემენტებზე საუბარი სამომავლოდ კარგი არაა - მთავარ მეტოქესთან ბრძოლა წინ გვაქვს.

დაცვაში, განსაკუთრებით, მეორე სართულზე, დაშვებული შეცდომები თვალშისაცემი იყო. გარდა ამისა, საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ბურთის დაკარგვით მეტოქეს საშუალებას ვაძლევთ, არაფრიდან ხიფათი შეგვიქმნას. თურქეთი, სლოვაკეთი და სხვა ნაკრებები, რომლებიც შესაძლოა, "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გადაგვეყარონ, თითოეული შეცდომის გამოყენებას შეეცდებიან...

მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება.

მართალია, ბულგარეთში ეს მალე გამოვასწორეთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, უპირატესობის შენარჩუნება ისე მოხდეს, მხოლოდ თავს არ ვიცავდეთ. ბურთის კონტროლის ნაწილში, რაც მოწინააღმდეგის პრესინგის პირობებში გვიჭირს, კიდევ მეტია საჭირო.

ვარსკვლავური ლიდერი

ბოლო ორი სანაკრებო მატჩია ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ნამდვილ ვარსკვლავურ ლიდერს, ისე ვხედავთ. "ნაპოლის" მომავალი ფეხბურთელი მატჩის ბედს მნიშნელოვნად წყვეტს, ყველაფერს უმაღლესი კლასით აკეთებს; ამავდროულად, რჩება განცდა, რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და მომატებას ნებისმიერ დროს შეძლებს.

აუგს ჩვენი ნაკრების ვერცერთ ფეხბურთელზე იტყვი, თუმცა მათ ჰყავთ ხვიჩა და მთელ გუნდს სჯერა, რომ ის ყველაფერს შეძლებს. "კვარამ" უბადლო პასები გააკეთა, საკუთარ საჯარიმოსთან მშვენიერი ართმევა შემოგვთავაზა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა...

როგორ გაგრძელდება როტაცია?

ჩრდ. მაკედონიასთან ჯგუფის მთავარ მატჩამდე კვლავ მცირე ინტერვალია. საქართველოს ნაკრებში შემადგენლობის ცვლილებას ისევ ველით.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, რთულია თავის გამოჩენის საშუალება 29-ვე ფეხბურთელს მიეცეს. სულ რამდენიმე წუთით ითამაშა, თუმცა კარგად გამოჩნდა, ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანია. მას სიმშვიდე შემოაქვს და პასის კულტურა უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. გამორიცხული არაა, მაკედონიაში ის პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. გიორგი წიტაიშვილის დაბრუნება მარცხნივ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის...

ახლა მთავარია, ეს პოზიტიური გარემო სრულყოფილად შევისრუტოთ და ივნისის შეხვედრები ისე ჩავატაროთ, ჯგუფის მოსაგებად სექტემბერში მცირე ძალისხმევა იყოს საჭირო.

altსანიოლი: ფეხბურთელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა - დინამიკა არ უნდა დავკარგოთ

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვილიმ ძალიან მაგარი კონკურენცია შექმნა გუნდში კარგი გაგებით, რასაც ამდენი წელია ველით, მგონი ძალიან მაგარი გუნდი გვეყოლება ამ ურთულესს გზაზე თუ არ გვყავს უკვე, მადლობა ბიჭებს, ვილის და ქომაგებს................
მაგარია
06 ივნისი 2022 14:20
0
ყველაზე თვალშისაცემი იყო ლორიას მიერ ბურთის ფეხით თამაშში შეყვანის უზუსტობები, რის გამოც შეტევის წამოწყების ნაცვლად თავდაცვაზე გვიწევდა ფიქრი. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა პირველ ტაიმში.
გულშემატკივარი
06 ივნისი 2022 15:17
0
‘მშვენივრად მახსოვს ეს სტატია და ჩემი კომენტარიც მაშინდელი. ‘’ჩვენ ევროპაზე მივდივართ ვისაც არ გჯერათ ჩვენ გაგავატარეთ”’ახლა კი ვამბობ ; ჩვენ ჯგუფიდან გასვლისათვისაც მზად ვართ და ვიბძოლებთ კიდევაც. ვისაც არ გჯერათ აკრიტიკეთ ნაკრები და იჯიქით დივანზე. ამ ბიჭებმა საქართველოსათვის იომეს და ვინც დაბრმავდა ვეღარასოდეს დაინახავს თავის მებრძოლო ნაკრებს. მე მჯერა ამ ბიჭების და ამას ვწერ უკვე 2 წელზე მეტია. ბევრია ვისაც მაშინაც სჯეროდა და ახლა მითუმეტეს. საბერძნეთს არაფრით აღემატებიან არც ჩეხეთი და არც თურქეთი. ზღაპრებს ზოგიერთებმა აქ თავი დაანებეთ, ჩვენ ლუქსემბურგი აშკარად დავჯაბნეთ და მათზე მეტი ვიყავით ყველაფრით. მე ზრღაპარში ვარ მაგრამ რეალურად ვხედავ ფეხბურთს, ჩვენ ჩვენზე დიდი გუნდებთან ერთად ვართ ჯგუფში მაგრამ გასვლა ჯგუფიდან შეგვიძლია ისეთივე თავდადებით და რწმენით რაც ბიჭებმა ბერძნებთან გვაჩვენეს. წარმატება საქართველოს!
G.LA
30 მარტი 2024 22:35
2
ძალიან მომეწონა ბიჭების სათამაშო ფორმა, რომელიც მართლაც ძალიან უხდებოდათ ფეხბურთელებს! ხოდა ვინაიდან ეს ფორმები კარგად დავცადეთ, ამიტომ ეს ფორმები ჩაიცვან გერმანიაშიც! თქვენ რას იტყვით ძმებო?
ზურა
30 მარტი 2024 15:31
1
ქეცბაიამაც ახსენა და სხვადასხვა კომენტარებიც შემხვდა წინა თაობის დროს ერთა ლიგა რომ ყოფილიყო რას იზამდა არცელაძე, ცხადაძე, ქეცბაიას თაობა. წინა თაობას არაფერს ვერჩი და დარწმუნებული ვარ მათაც არანაკლებ (თუ მეტად არა) უნდოდათ ქვეყნის გახარება და გამარჯვებების მოტანა. ერთა ლიგას, რაც შეეხება რამოდენიმეჯერ წინა თაობის ნაკრებს უსუსტესი ქვეჯგუფი შეხვდა და მაინც ბოლოზე ან ბოლოსწინაზე გადიოდნენ. მაგალითად ლატვია, ლიტვა, სლოვენია, საბერძნეთი და ასე შემდეგ. იმ ნაკრებს სულ სხვა ტიპის პრობლემები ქონდა, რაც ხელს უშლიდა წარმატების მიღწევაში. ნაკრები ბანაკებად იყო დაყოფილი, საქმეს ბოლომდე პროფესიონალურად არ უდგებოდნენ, მწვრთნელებთან და ერთმანეთთან მუდმივი და გაუთავებელი კონფლიქტები იყო გაჩაღებული. მოკლედ ერთა ლიგაზე სუსტი ჯგუფი შეგვხვდა რამოდენიმეჯერ და მაინც ბოლო ადგილზე გავიდნენ. აგერ შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ სტატისტიკა და შედეგები.
Pepelu
30 მარტი 2024 11:48
0
ყველას გილოცავთ გამარჯვებას!
ხვიჩაზე დამოკიდებულება მაშინებს ცოტაარიყოს. ყველაფერს თავის თავზე იღებს. პენალი რომ გამოიმუშავა ეგრევე თვითონ წაიღო ბურთი დასარტყმელად. რომ ვერ გაეტანა წარმომიდგენია რასაც უზამდნენ აქ კომენტარებში.
თამაშის მერეც ისე გასხივოსნებული და ბედნიერი იყო ინტერვიუ რომ მისცა, მაგას ახლა ჰგონია, რომ მთებს გადადგამს ნაკრების მაისურით. ძალიან ახალგაზრდაა და ისე არის მონდომებული, ზომაზე მეტს იღებს თავის თავზე.
უკვე მერამდენე თამაშია ზედიზედ იტანს და მაყურებელიც მიეჩვია და უკვე მოთხოვნილებაა, ყველა თამაშზე გაიტანოს.
ერთხელაც ვერ გაიტანს, ვერ ითამაშებს ისე და მთელი რისხვა მარტო მას დაატყდება თავს.
ადეკვატური გულშემატკივარი
06 ივნისი 2022 13:52
41
შენ რა გინდა ბოლო ბოლო მერამდენეთ წერ ამ უაზრობას? ხვიჩა ნაკრების ლიდერია და თუ გოლს ან საგოლე პასს მოვთხოვთ ვითომ რა მოხდება? აგერ კიდევ 3 გოლი გაიტანეს ბიჭებმა ხვიჩას პასისი და პენალტის გარდა. დიახ მეც მინდა ყველა თამაში გაიტანოს ხვიჩამდა თუ არ გაიტანს პასი მაინც გააკეთოს საგოლე. გამოჩდა რომ გატანა ბევრს შეუძლლიათ.
D
06 ივნისი 2022 14:46
6
რატომ? თქვენ მოგწონთ ერთ კაცზე დამოკიდებული ნაკრები? როცა არ იყო კვარაცხელია, რომელი თამაში მოვიგეთ და სად ვითამაშეთ შეტევაში კარგად? ვერ ხედავთ რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს და გუნდი ფაქტობრივად მის გარეშე ვერაფერს ქმნის?
აბა არ დააყენოს მაკედონიასთან, ვნახავ აქ რა ამბავსაც მოაწყობთ. ან ტრავმა მიიღოს ან თამაში ჩააგდოს...
ეიფორია რომ ჩაგიცხრებათ მერე მიპასუხეთ და
ერთი არგუმენტი მაინც მითხარით რა დავწერე აბდაუბდა "ძმა" :)
ადეკვატური გულშემატკივარი
06 ივნისი 2022 15:02
16
ყველა გამოხმაურება
ამას ჰქვია სწორი ანალიზი და ვარაუდი!
სპორტის ერთგული მკითხველი
30 მარტი 2024 11:20
0
როცა გვყავს ხვიჩას დონის ფეხბურთელი, გარკვეული გავლენა გუნდზე ცხადია ექნება და ეს ტოპ გუნდებში კი შეიმჩნევა. არა მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. წარმატებას მეტწილად განაპირობებს სამმცველიანი სქემა და ეს თვალსაჩინოა. ჩვენ გვყავდა და გვყავს ნორმალური ცენტრები.ამასთან გვიჭირდა თანამედროვე ყაიდის განაპირა მცველები.ვილიმდე ვერცერთმა ტრენერმა სამმცველიანი ტაქტიკით თამაᲨი ვერ გაბედა. სანიოლმა მიაგნო სქემას, რომელშიც არსებული კონტიგენტის პოტენციალი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენება. გაგვიჩნდა ფლანგებზე თამაში, შესაბამისად მეტი მოქმედების საშუალება მიეცათ ცენტრალურ ნახევარმცველებს. საერთო ჯამში შემტევებისთვის ვქმნით სახიფათო მომენტებს, რაც აისახება რეზულტატებში. ჩვენ გაგვიჩნდა ხელწერა, სადაც ფეხბურთელებმა იციან რა უნდა აკეთონ, რაც ძალიან მახარებს. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებ კონკრეტული ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გარეშეც კი შევძლებთ ფეხბურთის თამაშს. ცხადია ყველაფერი უფრო რთულია, მაგრამ რიგითი გულშემატკივრისთვის რაც ვთქვი ერთი შეხედვით ზედაპირზე დევს.
ამატაკი
07 ივნისი 2022 14:16
0
ქეცბაია და ცხადაძე ათამაშებდნენ 3 ცენტრალურ მცველს. მაგრამ ქეცბა იმ სამს კიდევ 4 მცველს (აქედან ორს ნახევარდაცვაში) უმატებდა,ხოლო ცხადაძე 2 განაპირა მცველს.
მწარე
30 მარტი 2024 12:42
0
რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ დავწერ, რომ ნაკრები ბევრ ასპექტში ხვიჩაზეა დამოკიდებული, ის კიდე ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს და მერე დაესევით აფთრებივით.
ერთი თამაში დამისახელეთ, სადაც მის გარეშე ვითამაშეთ და შეტევაში რაიმე გამოგვივიდა.
თუ მის გარეშეც შეიძლება თამაში მაშინ რატომ ქმნიდით ტრაგედიებს მისი კოვიდის ან ტრავმის გამო.
იქნება ერთხელაც ისეთი სიტუაცია, რომ ვერ ითამაშებს და მერე დავინახავ რეაქციებს.
რამდენი აგრესიული ყოფილა ამ ჯგუფშიც. :)))
ადეკვატური გულშემატკივარი
06 ივნისი 2022 15:34
35
რატომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ გავდივართ ჯგუფურ ეტაპზე? ერთა ლიგის C ჯგუფიდან გასვლა ოთხივე გუნდს შეეძლო, საბერძნეთს საქართველოს ყაზახეთს და ლუქსემბურგს! ვის უფრო მეტად გაუმართლებდა ის გავიდოდა, ლუქსემბურგის გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს ან საბერძნეთს რომ გაეტანა გოლი როცა ხარიხას მოხვდა ვინ იცის ვინ მოიპოვებდა საგზურს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ ამბობენ მაგრამ ასეთი თამაშით რას მივაღწევთ ან ევროპის ჩემპიონატზე ან კიდევ ერთა ლიგის B ჯგუფში ვნახავთ!
საღი კრიტიკა
30 მარტი 2024 17:47
23
ვერაფრით ვერ ვხვდები მსაჯს ის გოლი რატომ უნდა ჩაეთვალა? ბებიას რომ რაღაცა და ბაბუა ყოფილიყოს გავს თქვენი მსჯელობა:))))))))
Pinterest
30 მარტი 2024 23:36
0
შენ ისე გამოგდის ბებიაჩემს კვერცხები რომ ჰქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდაო, ეგრე ჩვენც გვქონდა მომენტები და რომ გაგვეტანა არც პენალტები იქნებოდა.
გიგა
31 მარტი 2024 14:02
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული