"ამდენი კარგი თამაშის შემდეგ დროა, პრემიერს პირობა ჩამოვართვათ, რომ..." - შოთა არველაძე

AutoSharing Option
"ჰალის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამდენი კარგი თამაშის, გოლების და სიხარულის შემდეგ ყველაზე კარგი დროა, პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ", - წერს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში გიბრალტარი 4:0 გაანადგურა, რაზგრადში კი არანაკლებ დღეში ბულგარეთის ნაკლები ჩააგდო, რომელსაც 5:2 მოუგო.

ჩვენი ეროვნული გუნდი 9 ივნისს გასვლაზე მაკედონიას ეთამაშება, 12-ში კი ბულგარეთს დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ქუთაისში შენდება ახალი სტადიონი, უფრო სწორად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გვექნება მეოთხე კატეგორიის სტადიონი! პირადად ვიმუშავე მაგ პროექტზე! ფედერაციამაც უკვე მისცა ვიზა, ფულიც გამოყოფილია! ასე, რომ „ზუგდიდის სინდრომი“ აგვცდება! მთავარია, ტორპედო გავიდეს ევროთასების ჯგუფში და არც თბილისში დასჭირდება თამაში, არც ბათუმში!
მამუკა კვარაცხელია
07 ივნისი 2022 12:11
1
მამუკა,თქვენ სიტყვას ვენდობი.რამდენ ხანში გაკეთდება?ალბათ გეცოდინებათ.
სოსო
07 ივნისი 2022 15:39
0
პრემიერი რა შუაშია? კომუნიზმია? თავმოყვარე ქვეყანაში შოთას ავტორიტეტის მქონე კაცი მსხვილ ბიზნესმენებს შეკრავდა ასეთი საქმისთვის, ისე რომ სახელმწიფო იქეთ შეეხვეწებოდა მეც.შეგეხიდებიო.

ყველაფერს მთავრობიდან რომ ვითხოვთ და ველით იმიტომაც ვართ გაბითურებული სახელმწიფო.

დროა ყველაზე პოპჟლარულმა სპორტმა ფეხბურთმა ფულის კეთება და მოძიება თვითონ ისწავლოს.
ანდრი
07 ივნისი 2022 17:31
5
ანდრო. მსხვილი ბიზნესმენი ერთი ბიძინა გვყავს და იმასაც აქედან მიაქვს ფული, დანარჩენებს კარაქიანი პურის ფული არ აქვთ, რადგან ფულის მომცემი ბიზნესი ყველა ბიძინას ხელშია.
ჟორა
07 ივნისი 2022 18:03
23
კრისტალი 100%
როგორჩა ჩანს და ნამდვილად ასე სჩანს რომ კომუნიზმში ვართ
07 ივნისი 2022 17:46
2
ყველა გამოხმაურება
უწინ ქუთაისში სტადიონზე რა გულშემატკივრობა იცოდნენ ეხლა სუფთა პაპუასები სად გაიზარდნენ ვის გაუგია სტადიონზე ქვების სროლა ტორპედო რომ ლიგაზე გავიდეს და ვინმე ევროპულ გუნდის ფანებს ამათმა ქვები დაუშინონ ხო მოგვცეს სამუდამო დისკვალიფიკაცია... მასეთი პაპუასი ახალგაზრდობაზე ციხე უნდა იყოს რას ქვია ქვების სროლა და თავების დახეთქვა?!!!!
რონი
07 ივნისი 2022 14:36
6
ქუთაისში ძალიან მაგარი იქნება სტადიონის გაკეთება და თუ არის და იქნება იმის თანხები რომ სხვა ქალაქებშიც გაკეთდეს სტადიონები უმაგრესი იქნება, ამის მერე უკვე რეგიონებში. რამხელა სტიმული იქნება ბავშვისთვის მაგრად გაკეთებულ სტადიონზე რო შევა სათამაშოდ ან სავარჯიშოდ
maroko
07 ივნისი 2022 12:15
0
არ ვიცოდი თუ ღარიბაშვილი პრარაბიც იყო. თუ საარჩევნო კამპანიაში ეხმარები უკვე შოთი? მშენებლობის სამინისტროში რო შეიტანო განცხადება, ვერა? დავიჯერო ჰალში სტადიონს ბორის ჯონსონის მითითებით აგიშენებენ?
აღმაშენებელი
07 ივნისი 2022 15:06
10
გადასარევი და აუცილებელი ამბავი.. ბოლომდე მიაწექი შოთი
papai
07 ივნისი 2022 10:24
2
პრემიერთან რატომ უნდა გვქონდდეს ამ თემაზე სახვეწარი მართლა არ მესმის ქართული ჯიგრული პონტიდან ვერ გამოვედით ქვეყანა.
გოგა
07 ივნისი 2022 15:21
4
მართალია. თავისთვის არ ყოფნით ფული, ვერ გაუყვიათ მილიონერ პარლამენტარებს და თქვენ კიდევ სტადიონის აშენებას ითხოვთ. სირცხვილია, ნუ შეაწუხებთ, ხომ ხედავთ დღენიადაგ როგორ შრომობენ საწყლები, ზოგს დაღლილს იქვე კრესლოშიც კი ჩაეძინებათ ხოლმე ტკბილად. სიზმარშიც კი ქვეყნის აღმშენებლობა ესიზმრებათ, ებრძვიან ინფლაციას, იბრუნებენ ტერიტორიებს, აგუგუნებენ 100 ქარხანას და კისრისტეხით მიგვაქანებენ ნათელ კომუნიზმში. იქ კი ლომი, ირემი და კურდღელი ერთად ძოვენ ბალახს. ეჰ, ჩემო შოთი, რათომ გგონიათ ეს ხალხი ბრმა და იდიოტები, ეს ვერ გამიგია რა....
ტენდერთუხუცესი
07 ივნისი 2022 18:38
23
ქვების სროლას და ყველაფრის მსაჯისთვის დაბრალებას რომ მოეშვებიან მაშინ ავუშენოთ!
ვენეციის კომისია
07 ივნისი 2022 14:29
8
ცოტა ლაპარაკი გაასწორე.შენი ასაშენებელი რა გვჭირს.
ტორპედოელი
07 ივნისი 2022 14:44
20
სადაც ბალეშიკები და სტადიონი ივსება იქ ისვრიან კიდეც და გულშემატკივრობაა აბა თბილისში სტადიონებზე მაინც არავინ დადის
ბაკური
07 ივნისი 2022 16:30
10
ქუთაისში რატომ როცა ნახევარი ნაკრები მეგრელია? სამეგრელოში აუშენეთ ბავშვებს მოედნები და გაუხადეთ უფასო ვარჯიშები! ოდითგანვე მაქედან მოგვდის ნიჭიერების უფიდესი ნაწილი! წაახალისეთ ნიჭიერი ბავშვები უფასო ფორმითა და ბუცებით წელიწადში 2ჯერ მაინც! ცნობისთვის არ ვარ მეგრელი.
ზურა
07 ივნისი 2022 15:32
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული