"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, იასენ პეტროვის შვილი ვანესა პეტროვა საქართველოს ნაკრებთან მატჩს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება:

"გუშინ გვქონდა "პატივი", პირდაპირ ეთერში გვეყურებინა "ვასილ ლევსკის ჩამოხრჩობისთვის". ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!

მჯეროდა, რომ ის სულისკვეთება, რაც მამაჩემმა და მისმა გუნდმა დათესეს, ყველა უბედურებაზე გაიმარჯვებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ... 

ვიცი, რომ ფეხბურთს, რომელსაც მამაჩემი თავის ასისტენტებთან ერთად ქმნის, არის ნამდვილი სიამოვნება თვალისა და გულისთვის. გუშინდელი სისხლიანი წარმოდგენის შემდეგ თავს ნამდვილად დაზარალებულად (გაძარცვულად) ვგრძნობ.

მთავარ გმირებს და
სცენარისტებს წარმატებებს ვუსურვებ რეჟისურაში, მაგრამ არა ფეხბურთში. რასაც იქ აკეთებენ, უბრალოდ ეს არ შეუძლიათ.

პატივისცემა მამაჩემის და ყველა ღირსეული ბულგარელის ღვაწლის წინაშე, რომლებიც პატიოსნად, დიდი სურვილითა და კეთილგანწყობით შოულობენ საარსებო წყაროს.

კარგი ზრახვები ყოველთვის იმარჯვებს.

ყველაზე დიდი გამარჯვება კი ისაა, რომ მშვიდად იძინო, ამაყად ასწიო თავი და ყველას მშვიდად ჩახედო თვალებში, რადგან იცი, რომ მათთან სავსებით მართალი იყავი!

გული და სული ბულგარეთისთვის! ღმერთმა დაგვიფაროს! “ – დაწერა ვანესამ სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 24 /
სამაგიეროდ კიტრი–პომიდორი–ლეჩო–კონსერვები თქვენია! გიორგი დიმიტროვიც... ასეა ეს!
ფ. ტ.
07 ივნისი 2022 14:06
0
ცოტა რთულია დასკვნების გამოტანა, ალბათ გულისხმობს რომ ზოგი ფეხბურთელი ყიდის თამაშებს ან სპეციალურად ჩაისვარეს, რომ მწვრთნელი გაეშვათ. მეტი კონკრეტიკაა საჭირო
***
07 ივნისი 2022 13:48
0
ამათ გლოვის დღე გამოუცხადებიათ, ვიზიარებ, რას იზამ ასეა ფეხბურთშიი ისე როგორც ცხოვრებაში, ხან აღმა ადიხარ, ხან კიდევ დაბლა ეშვები
მიხო
07 ივნისი 2022 13:47
0
რაოოო??????????????
ILIA
07 ივნისი 2022 12:53
0
ერთადერთი, რა აზრიც გამოვიტანე შენი საუბრიდან, ისაა, რომ ლამაზი გოგო ხარ.
გიორგი
07 ივნისი 2022 11:40
5
აზროვნება შენი პროფესია უნდა იყოს
ალექსანდრე
07 ივნისი 2022 12:25
1
ოჰ ბიჭებო, რა "დაუნდობლები" ხართ. ეხლა ჩრ. მაკედონიასაც იგივე დღეში ჩააგდებენ და მთელს ევროპას გადაგვკიდებენ ესენი)))
შოთა
07 ივნისი 2022 11:39
1
არ ინერვიულო გენაცვალე, თბილისშიც მოგიგებთ
gio
07 ივნისი 2022 11:36
1
"ჩემი სული ნამდვილი ბულგარელივით ტირის!"

არ იტირო ლამაზო, გპირდები რომ მე დაგამშვიდებ და ცივ ნიავს არ მოგაკარებ
ტყეშელაანთ გიჟი
07 ივნისი 2022 11:19
13
ვანესას ნუგეში უნდა
შაკო
07 ივნისი 2022 10:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული