საქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - პეტროვი გადადგა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან 2:5 წაგების შემდეგ ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი გადადგა.

"ტრუდი" წერს, რომ საქართველომ ბულგარეთი დაამცირა, მეტად თავიანთი ფეხბურთის ყურება აღარ უნდათ და პეტროვის კომენტარს აქვეყნებს:

"მინდა სტადიონზე მოსულ ხალხს მადლობა გადავუხადო. რც მოხდა, ეს მათ არ დაიმსახურეს. დარჩენის მორალური უფლება არ მაქვს. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. იმედია, მოვა მწვრთნელი, რომელიც სიტუაციის შეცვლას შეძლებს. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელთა ახსნა ძნელია. ვინც ამ შეხვედრას უყურა, ყველას ბოდიშს ვუხდი".

გამოცემა აღნიშნავს, რომ
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორისლავ მიხაილოვმა არენა საფინალო სასტვენამდე დატოვა და რაც მოხდა, მათი ფეხბურთის სიკვდილია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შვედეთმა ნორვეგიასთან წააგო სახლში 1-2!
მწვრთვნელი
15:07 06-06-2022
0
"რას გავს ბიჭო ეს!? თქვენ არავინ გეცოდებათ! თქვენ ადამიანები კი არა მხეცები ყოფილხართ! მხეცები! შეხედეთ იმ საცოდავ ბავშვებს როგორ ტირიან!? შეხედეთ!" - ფეოლა. "გათავდა შენი ფოკუზნიკობა კვარაცხელია!" ( ხუმრობით).
მწვრთვნელი
13:18 06-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული