"მაკედონიაში რევანშისთვის ჩავდივართ, მათთან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 გაანადგურა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

9 ივნისს "ჯვაროსნები" სკოპიეში ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდებიან. ჩვენს გუნდს განწყობა ამაღლებული აქვს და გამარჯვების გემოც დიდი ხანია იგრძნეს.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ კომენტარებს, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა ბულგარელების დამარცხების შემდეგ გააკეთეს:

გურამ კაშია

"ეს გამარჯვება გულშემატკივარს გაუხარდებოდა, იმიტომ, რომ ბულგარეთთან რაღაც ცუდად მიეწყო წარსულში თამაშები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება რაღაცის დასაწყისი იყოს. 1 კვირაში კიდევ ვეთამაშებით თბილისში. იმედია, მოედანი გაივსება და თქვენ როგორც იტყვით, რევანშს ავიღებთ. როდესაც გასვლით თამაშზე
დროშას ვხედავ, სიამაყით ვივსები. ამდენი გულშემატკივარი როდესაც ვნახე, ძალიან, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ, რომ გულშემატკივარი გასვლით თამაშზე თითქმის არასდროს არ გვყოლია. დიდი მადლობა მათ. მივესალმები, თუ კიდევ სადმე შეიძლება წამოვიდნენ. ძალიან დიდ მოტივაციას და დახმარებას გვიქმნიან გუნდს".

ხვიჩა კვარაცხელია

"მოხარული ვარ, რომ შევძელი და ჩემს ნაკრებს დავეხმარე, საგოლე გადაცემით თუ გოლით, მნიშვნელობა არ აქვს ამას. მაკედონიაში ჩავდივართ, რომ რევანში ავიღოთ. მათთან ძალიან დიდი რაღაც გვაქვს დარჩენილი, რაც უნდა მოვიპოვოთ და უკან დავიბრუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივრები კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოვხვდეთ".

ნიკა კვეკვესკირი

"მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება იყო, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ისტორიაც გვაქვს ბულგარეთის ნაკრებთან საერთოდ და მით უმეტეს, გასვლით თამაშებში. ეს დღევანდელი ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო, იმიტომ, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება ბოლო 3 თამაშის რეზულტატი, როგორც დავამთავრეთ ბულგარეთში და მართლა დამატებითი იყო ეს ყველაფერი. რაც შეეხება ნაკრების ბოლო თამაშებს, ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო შტაბმა მიაგნო ოპტიმალურ ტაქტიკას გუნდისთვის, რომელიც ყველაზე კარგად შეესადაგება ჩვენს გუნდს, ჩვენს სათამაშო სტილს, ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პლუს ამას ემატება ის, რომ მართლაც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს, იგივე სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობაში. ეს ყველაფერი, დამატებით ის უდიდესი მოტივაცია, რაც ამ ბიჭებს გააჩნიათ და სათამაშო დისციპლინამ საბოლოოდ გამოიღო ასეთი შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ დამთავრებულა და საქმე კიდევ გასაკეთებელია".

ვაკო ყაზაიშვილი

"დავრწმუნდით, რომ ყველასთან თამაში შეიძლება. ჩემს გოლს რაც შეეხება, ძალიან გახარებული ვარ. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვიგეთ და უარყოფითი ისტორია გამოვასწორეთ. გახარებულები ვართ, პირველივე წუთებიდან მონდომებულები გამოვედით. დავიმსახურეთ გამარჯვება. დიდი მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო".

ბუდუ ზივზივაძე

"პირველ რიგში, მთლიანად საქართველოს მივულოცავ ამ გამარჯვებას. ასევე მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ. რაც შეეხება თამაშს და გამარჯვებას უშუალო კონკურენტთან, სასიხარულოა და ყველანი ბედნიერები ვართ. პირადად მე ჩემი თანაგუნდელებით და გუნდით ვამაყობ, იმიტომ, რომ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ძალიან ორგანიზებულები ვიყავით. გავიმარჯვეთ დიდი ანგარიშით და ვფიქრობ, ამ შედეგს დამსახურებულად მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩემს პირველ ოფიციალურ გოლს, ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე. წინ რთული თამაშები გვაქვს. ძალების აღდგენა სწრაფად უნდა მოვახერხოთ, რათა შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადოთ".

ზურიკო დავითაშვილი

"პირველ რიგში, ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ რაც უნდა იყოს, ანგარიშიდან გამომდინარე მაინც რთული იყო. თავიდან სწრაფი გოლი გავიტანეთ. სასიხარულოა, როდესაც გოლს იტან, მაგრამ პირველი, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებია. რაც შეეხება ასეთ ანგარიშს, ძალიან სასიამოვნოა, როცა დიდი ანგარიშით იგებ. შეგვეძლო კიდევ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება და არ გაგვეშვა ის დასანანი 2 გოლი, მაგრამ მთავარი მიზანი დღეს აქ გამარჯვება იყო და გავიმარჯვეთ. ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები, ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დავმარცხდით. კარგია, რომ მოვიგეთ. შემდეგ თამაშში ვეცდებით, რომ იგივენაირად და ამაზე მეტად ვითამაშოთ. ყველამ ვიცით, ჩვენთვის მაკედონია რა მეტოქეა და რას წარმოადგენს".

შეგახსენებთ, ერთა ლიგის 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორეადგილოსან ჩრდ. მაკედონიას 4 ქულა აქვს, ბულგარეთი 1 ქულით მესამე ადგილს იკავებს, გიბრალტარი კი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

წყარო: Nakrebi

altკვარაცხელია კარში - საქართველოს ნაკრებში მშვენიერი განწყობაა [VIDEO]

alt"ჩემი სული ტირის, საუბედუროდ, ჩვენ კვლავ მონობაში ვართ..." - ბულგარეთის ნაკრების გადამდგარი მწვრთნელის ქალიშვილი საქართველოსთან მძიმე მარცხზე წერს

alt"ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოსთან 4 ქულის აღება მოგვიწევს" - ჩრდილომაკედონიური მედია

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ბულგარეთთან თამაშის შემდეგ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 11 /
მაკედონიას ხვიჩა რევანშს

ვერ ავუღებთ რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს.იქიდან გამომდინარე,რომ ქართული და მაკედონიური ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ისტორიული ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო მნიშვნელობის მათი გამარჯვებით დამთავრდა. მოგების შემტხვევაში ეს იქნება უბრალოდ სამი ქულა.
beqa
23:40 07-06-2022
10
არანაირი "გასეირნება" მაკედონიასთან!!! უკომპრომისო ბრძოლისთვის მოემზადეთ კილერები უნდა გახვიდეთ მოედანზე. მანდ უკვე აბურჯანიები და ესეთი ტურისტები არა სერიოზული ხალხია საჭირო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული