9 ივნისს, ერთა ლიგის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. მომავალი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსანთა" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.
"რაც შეეხება პლეი-ოფის თამაშს, ჩვენ გვახსოვს ეს დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო და შედეგის გამო ტკივილი მთელი კარიერის, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაგვრჩეს. თუმცა რევანშზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ეს უკვე სულ სხვა ტურნირია.
ახლა ერთი მიზანი გვაქვს - კარგ შედეგს მივაღწიოთ და კარგად დაწყებული საქმე გავაგრძელოთ, რათა ჯგუფის ლიდერებად დავრჩეთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველანი ერთად
ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავახაროთ", - ციტირებს კვეკვესკირს "გოლი".
ახლა ერთი მიზანი გვაქვს - კარგ შედეგს მივაღწიოთ და კარგად დაწყებული საქმე გავაგრძელოთ, რათა ჯგუფის ლიდერებად დავრჩეთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ყველანი ერთად