9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
გვიშველეთ რაღაც ვინც უცხოეთში ვართ სად ვუყუროთ ფეხბურთს
lasha
09 ივნისი 2022 19:51
0
მარტვ (ინგლისური ასოებით) აპლიკაცია ჩამოტვირთე და პორველ არხს ჩვეულებრივად უყურებ
ლევანი
09 ივნისი 2022 20:24
0
ამ პორტალზე შესაძლია დადონ ლინკი, სცადეთ იქნებ გაგიმართლოთ.....
ვასილიჩი
09 ივნისი 2022 20:21
0
ყველა გამოხმაურება
სწრაფი გოლი და მაკედონიას გავხევთ , შეიძლება დაცვაში ჩაჯდნენ ,მაგრამ მათ ჩვენთან დღე არ აწყობთ.
დევკალიონი
09 ივნისი 2022 19:38
0
იმედია ჯერ ჯგუფიდან გავალთ და მერე თურქეთს გადავახევთ ბურთს თავზე და ტაოს დავიბრუნებთ
ლევი
09 ივნისი 2022 19:19
1
რას ბოდიალობენ, რა 9? რის გარგლის კურკა? რა ატმის კურკლი? რაღაც უაზრო აჟიოტაჟია ატეხილი და არ მომწონს! ემანდ უხიაგს არაფერს გამოვკრათ ხელი! ერთი რამის იმედი მაქვს მხოლოდ, რომ სანიოლი ქვეშაფსია ვაისი არ არის და ფრეზე ან ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ითამაშებს თორე მოგჭამა ჭირი ...
ოხ რავიცი რა ვიცი, ამ ფეიკ-მაკედონიამ ისე გაგვამწარა მარტო ახლა მოგება ვერ ამოგვყრის მაგათ ჯავრს, სადაც დავიჭერთ ი ქ უნდა ...თ, ისე რომ ჩვენ გაგონებაზე ტანში აჟრიალებდეთ! მაგათი ფეხბურთი არ გეიშვა, მაგათი..
ბს
09 ივნისი 2022 19:06
1
ხომ ვთქვი სანიოლი ქვეშაფსია ვაისი არ არის მეთქი! გამოიყვანა მესამოცე წუთზე შემტევი ნახევარმცველი (კიტეიშვილი) თუ არა? ვენაცვალე ბიჭებს, ეგენი არსად არ უნდა გავახაროთ და კიდევ კოსოვოელი ალბანელები
ბს
10 ივნისი 2022 01:08
0
ხომ ვთქვი სანიოლი ქვეშაფსია ვაისი არ არის მეთქი! გამოიყვანა მესამოცე წუთზე შემტევი ნახევარმცველი (კიტეიშვილი) თუ არა? ვენაცვალე ბიჭებს, ეგენი არსად არ უნდა გავახაროთ და კიდევ კოსოვოელი ალბანელები
ბს
10 ივნისი 2022 01:08
0
გამარჯობა მეგობრებო უცხოეთში როგორ ვუყურო ფეხბურთ ?
Dato
09 ივნისი 2022 18:50
0
კვარაცხელიას ფაქტორზე მინდა ვთქვა--სანიოლი ძალიან კარგად იყენებს კვარას ფაქტორსა-რუბინში იმდენს ვერ მიხვდნენ რომ კვარას მეტოქეები განსაკუთრებულ ყურადღენას აქვებდნენ და ბურთს რომ მიიღენდა 2-3 და ხშირად 4 მეტოქე გადადიოდა იმასთან და ვერ იყენებდნენ ამის გამო გაჩენილ თავისუფალ ადგილებს დაცვაში და სანიოლი პირიქით ძალიან კარგად იყენებს ! მე ვფიქრობ რომ ხვიჩა აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს და მთელი თამაში თუ არა მინიმუმ 80 ნწუთი უნდა ითამაშოს ! და თუ დაიღლება ბულგარეთთან შეუძლიათ დაასვენონ ! მადლობა ღმერთსს გვყავს მუმაგრეს ფორმაში მყოფი დავითაშვილი პლიუს მიქელთაძე და ჩაკვეტაძე და ისინი კარგად შეცვლიან თანაც დღეს ხვიჩას სისწრაფე უფრო დაგვჭირდება კონტრშეტევებზე პლიუს რაც ზემოთ დავწერე ხვიჩას გამო გაჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმათ დაცვაში ! და ბულგარეთი კი აქ უფრო დაცვით ფეხბურთთს ითამაშებს და ხვიჩას გარეშეც დააწიოკებენ დავითაშვილი ლობჟანიძე წიტაიშვილი ჩაკვეტაძე და სხვები !
zura222
09 ივნისი 2022 18:42
0
ძალიან მაღიზიანებს ეს წინასწარ გულზე მჯიღის ცემა და ტრაბახი. ეს ის ხალხია, ვინც პირველივე წარუმატებლობაზე გადაუვლის ბიჭებს და ათას საზიზღრობას დაწერს.
ამდენი ხანია ვკითხულობ ყველგან ხალხის აზრზს და ტყუილად ვკარგავ დროს. ათასში ერთი გამოჩნდება, ვისაც ადეკვატური ანალიზის უნარი აქვს. დანარჩენები ჯერ მოწინააღმდეგეს აგინებენ და თუ ვერ მოვიგეთ მერე ჩვენებზე გადმოვლენ.
გულშემატკივრობა არ ვიცით, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ერთი თამაშიც რომ წააგონ რაამბავი ატყდება.
ძალიან დიდი ემოციით ვუყურებ ყველა თამაშს და შესაძლებლობებს ვაფასებ, შეუძლებელია ასე ცოტა დროში ამდენი თამაშის გადაბმულად მოგება. ჩემზე მეტად არავის გაუხარდება ეგ რომ მოხდეს უბრალოდ ურთულესია და ძალიან ახლგაზრდა გუნდი გვყავს.
კვარაცხელია ახლა რომ ცაში აგყავთ ქება-დიდებით ,როგორც კი ვერ ჩაატარებს კარგ თამაშს ეგრევე გადაუვლით აქ. ერთადერთი სურვილი მაქვს , საქართველოში ხალხმა გულშემატკივრობა ისწავლოს. წაგების დროს მხარდაჭერა, მოგების დროს შექება და ყველა რთულ მომენტში გვერდით დგომა. ნუთუ ასე ძნელია ეს?
!!
09 ივნისი 2022 18:40
0
სერგო მართალია, ჩვენ ბიჭებს ამ ეტაპზე ჯიგარი არ დაეწუნებათ. ჩვენი დროა, მგონი ოქროს თაობა მოვიდა.
ამო
09 ივნისი 2022 18:18
0
ეს რა "მაგარი" 'არგუმენტებია". იმათმა რომ იტალიას მოუგეს, ეს არ არის არგუმენტი? ევროპაზე რომ უდიდესი გამოცდილება მიიღეს ეს არ არის არგუმენტი? ორჯერ რომ 10 კაციან გუნდს ვერ მოვუგეთ, ეს არ არის არგუმენტი?
პ.ს. მოგება ყველას გვინდა, მაგრა ნუ ვქმით აჟიოტაჟს არაფრისგან.
ვერგავიგე
09 ივნისი 2022 18:03
2
უეფა-ს რა ვუთხარი, რომ 31-ში არ დანიშნა ეს თამაში, არა ივნისი 30-ით არის მგონი, თორემ პირდაპირ ტექნიკური მოგება უნდა ჩაეთვალა ჩვენთვის...
დდდ
09 ივნისი 2022 17:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული