მატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს (22:45 სთ), "ერთა ლიგის" მე-3 ტურში ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ვილი სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს და ჯგუფს ლიდერობს.

101greatgoals:

"ამ ორ ქვეყანას ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ისტორია აქვს, 2 წლის წინ, მხოლოდ 65 დღეში, "ერთა ლიგაზე" სამჯერ შეხვდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი მე-3 მატჩი იყო, როცა ჩრდ. მაკედონიამ ევრო 2020-ის საგზური გაიფორმა.

საქართველოს ნაკრები ეცდება, ჯგუფში 100%-იანი შედეგი შეინარჩუნოს. დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია და ყაზაიშვილი ზედიზედ მეორე ისტორიული გასვლითი მატჩის მოსაგებად ემზადებიან. ვილი სანიოლის გუნდმა ამ ტურნირის
ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩიდან 8-ში გაიმარჯვა.

Sportall.Ge

ამავდროულად, ჩრდ. მაკედონიელები ეცდებიან, 3 ქულა მოიპოვონ  და ჯგუფში გალიდერდნენ. მათ ბულგარეთში არ გაუმართლათ და ვერ გაიმარჯვეს (1:1). გუნდის მთავარი ვარსკვლავი ალექსანდრ ტრაიკოვსკია. საუდის არაბეთში მოთამაშე 29 წლის ფორვარდს ეროვნულ ნაკრებში 20 გოლი აქვს გატანილი. საკვანძო მოთამაშეები ისევ ალიოსკი, ელმასი და ბარდი არიან...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - მამარდაშვილი "ვალენსიას" პირველი კიპერია, თუმცა გიორგი ლორია ნაკრებში წარმატებით თამაშს აგრძელებს. კვარაცხელია და ყაზაიშვილი კარგ ფორმაში არიან - ორივე შეხვედრაში გაიტანეს. კაპიტანი კაშია კი ეროვნული ნაკრების ფორმას 97-ედ მოირგებს..."

Sportsmole:

"საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, რათა საშუალო დონის ევროპულ ნაკრებად მიიჩნეოდეს, თუმცა სწორი მუშაობითა და ცოდნით, ვილი სანიოლმა საკუთარი მოთამაშეების პოტენციალი სრულად გამოავლინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მთავარი მწვრთნელი გუნდს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, მან იცის, რომ ამ მატჩში B დივიზიონში გადასვლის ბედი მნიშვნელოვნად წყდება.

ჩრდ. მაკედონიამ უკვე მიაღწია იმას, რასაც მიზნად ქართველები ისახავენ - ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ამაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ჩრდ. მაკედონიელთა მხრიდან იტალიის ნაკრების დამარცხება და მათი მუნდიალს მიღმა დატოვებაა...

Sportall.Ge

ნაკლებად მოსალოდნელია, სანიოლმა შემადგენლობა შეცვალოს, თუმცა ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, მეტი სათამაშო დროის სურვილი ექნება.

ქართველები ახლა შესანიშნავად გამოიყურებიან  და უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ წარმატებას მიაღწევენ."

altროტაცია მეკარესაც შეეხება? - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altსანიოლი: თუ ისევ ისე ვითამაშებთ, სახლში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით

მკითხველის კომენტარები / 14 /
დღეს ბულგარეთი 2 ქულას დაკარგავს გიბრალტარში.
ვანესამ არ გაიგოს, თორემ ასეთ წერილს გამოაქვეყნებს: "თუ ჩაწყობილი არ იყო, წინასწარ საიდან იცოდა შედეგი sportall-ის მკითხველმა?!"
ქ. გ.
14:16 09-06-2022
3
თხოვნაა ვინმემ ლინკი მოგვცეს ემიგრანტებს
ლაშა
14:11 09-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული