9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
მეათე - ჯიგარი!
სერგო
09 ივნისი 2022 15:49
0
შენი აზრით მაგ ვითომ მაკედონიელებს ჯიგარი ამოჭრილი აქვთ? ეგ ჯიგარი სად იყო მაშინ? ნუ მოიგონებთ ხოლმე რაღაცას!
ბს
09 ივნისი 2022 19:09
2
გაბრაზებული არ ვარ, მე გულდაწყვეტილი ვარ. იმიტომ რომ ფინალში გავედით და ძირითადი ბირთვის დიდი ნაწილი შემადგენლობა არ გვაყავდა. გულდაწყვეტილი ვარ იმით რომ სახლის უპირატესობაც ვერ გამოვიყენეთ. შესაძლებელი იყო და ყველგან ნებადართული 30% მაყურებელი, მაგრამ მთავრობამ აკრძალა ეს რაოდენობაც. ამ ერთობამ განაპირობა ჩვენი ოცნება აგვეხდინა ევროპის ჩემპინატზე მონაწილეობისა. არც მაშინ და არც ახლა ჩრდ. მაკედნიის გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. სამართალი უნდა აღვადგინოთ დღეს. წარმატება საქართველოს!!
G.LA
09 ივნისი 2022 15:24
0
არასოდეს შეგვეშინდეს სახელოვანი გუნდების და არასოდეს ავიგდოთ სუსტი გუნდები.ოქრო წესია-ყოველთვის უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები და არასოდეს გაბღენძილები!
თამაზი
10 ივნისი 2022 02:51
0
რა მაგარი ბიჭი ხარ კვარა!
!!
10 ივნისი 2022 00:30
0
კარგია იპტიმიზმი, მაგრამ ბაქიბუქობაში არ გადაგვივიდეს, რაც ცუდად მიქმედებს შემდეგ.
წარმატებები ნაკრებს!!
ბათუმი
09 ივნისი 2022 16:04
14
ჩრ. მაკედონიის დანაკლისი ჩაამატეთ მეათე პუნქტად, 5-6 კაცი აკლია. ხო კიდევ დასწრება არ იქნება დიდი - ბილეთზე დაწესებული მაღალი ფასის გამო. მოკლედ უეჭველი ვიგებთ, სავარაუდოდ 2 ბურთიანი სხვაობითაც.
მიშა
09 ივნისი 2022 15:30
2
მთავარი მიზეზი გუნდში არსებული ერთსულოვანი ატმოსფეროა ასეთი შეკრული ნაკრები არსდროს ყოფილა და მენტალიტეტი დამთვრდა ის გაბინძღვები და ზემოდან ყურება ყველაზე მაგარ ის არი რომ გუნდის ლიდერი ალალი პატიოსანი სუფთა გულის ბიჭია და თავშიც არ აუვარდება ისეთი ოჯახიდან მოდის( საერთოდ არ ვიცნობ არცერთ ოჯახის წევრს მხოლოდდამხოლოდ საქციელებიდან გამომდინარე ვასკვნი) ყველას დიდი მადლობა თითოეულ ფეხბურთეკს უმთავრესი გაითავისეთ რამხელა ბედნიერებაა საკუთარ ერს წარმოადგენდე და ხალხს უანგაროდ უყვარდე უფალი გფარავდეთ ყველას. წარმატებები
კახა
10 ივნისი 2022 01:48
0
წარმატებები ბიჭებს! აუცილებლად მოვიგებთ
asdasda
09 ივნისი 2022 14:37
0
ბოლომდე იბრძოლეთ და აუცილებლად დაგიფასებთ გულშემატკივარი!
რა ნელა გადის დრო
Winter
09 ივნისი 2022 20:07
0
ძალიან მაღიზიანებს ეს წინასწარ გულზე მჯიღის ცემა და ტრაბახი. ეს ის ხალხია, ვინც პირველივე წარუმატებლობაზე გადაუვლის ბიჭებს და ათას საზიზღრობას დაწერს.
ამდენი ხანია ვკითხულობ ყველგან ხალხის აზრზს და ტყუილად ვკარგავ დროს. ათასში ერთი გამოჩნდება, ვისაც ადეკვატური ანალიზის უნარი აქვს. დანარჩენები ჯერ მოწინააღმდეგეს აგინებენ და თუ ვერ მოვიგეთ მერე ჩვენებზე გადმოვლენ.
გულშემატკივრობა არ ვიცით, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ერთი თამაშიც რომ წააგონ რაამბავი ატყდება.
ძალიან დიდი ემოციით ვუყურებ ყველა თამაშს და შესაძლებლობებს ვაფასებ, შეუძლებელია ასე ცოტა დროში ამდენი თამაშის გადაბმულად მოგება. ჩემზე მეტად არავის გაუხარდება ეგ რომ მოხდეს უბრალოდ ურთულესია და ძალიან ახლგაზრდა გუნდი გვყავს.
კვარაცხელია ახლა რომ ცაში აგყავთ ქება-დიდებით ,როგორც კი ვერ ჩაატარებს კარგ თამაშს ეგრევე გადაუვლით აქ. ერთადერთი სურვილი მაქვს , საქართველოში ხალხმა გულშემატკივრობა ისწავლოს. წაგების დროს მხარდაჭერა, მოგების დროს შექება და ყველა რთულ მომენტში გვერდით დგომა. ნუთუ ასე ძნელია ეს?
!!
09 ივნისი 2022 18:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული