გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
დზაან ხო არ მოგვდიტ
maqsimum
11 ივნისი 2022 09:46
2
„გოლგაუშვებლად მოგიგებთო“ -
ნუ იამაყებ, თუნდ იყო
ცხრა თავი ბაყბაყ-დევია,
ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს,
მე ვარო მძლეთა მძლევია.
გახსოვდეს, კოვზსა პაწიას
დიდი ზღვა დაულევია,
ალვის ხე ცამდე ასული
ჭინჭველას წაუქცევია.
ხალხური
გიო
10 ივნისი 2022 22:56
0
ამდენი სიხარულის შემდეგ, არ არის ლამაზი ასეთი რამის წერა, მაგრამ არ შეიძლება ბრმად ვენდოთ დღევანდელ საფეხბურთო მაფიას! არ არის გამორიცხული, რომ 2020 წლის ფოკუზი განმეორდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში წაგებული მატჩის! უზომო ფული დაიდო საბუკმეკერო კანტორებში საქართველოს იმ მატჩის არ წაგებაზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში! მე ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ხელიდან გავუშვით
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის არნახული შანსი ??? ფულს დიდი ძალა აქვს! საფეხბურთო მაფია საქართველოს ვალს უბრუნებს! 9 წელი საქართველოს ნაკრაბს მოგება არ ჰქონდა, უცბად ფენიქსის მსგავსად ფერფლისაგან აღზევდა????. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ........................... P.S. მეორე ტაიმში, ნეტავ რატომ გაჩერდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები??? ორი თვის წინ იტალიასთან გასვლით მატჩში თუ ეყოთ ძალები რომ გამარჯვება მოეპოვებინათ, ახლა რა დაემართათ??? 5:2, 3:0 – სამი ბურთის სხვაობით მოგებული გასვლითი მატჩები არაფერს გეუბნებათ? ტირასპოლის შერიფი–საბურთალო 0:3, ბატე – დინამო ბათუმი 1:4! საბუკმეკერო კანტორებში არსებობს ფსონო – მასპინძელი გუნდის სამი ფურთით არ წაგება. აქ, საფეხბურთო მაფია ძალიან დიდ ფულს იგებს!
....
10 ივნისი 2022 21:24
17
Skeleton :)) ჩემს აზრს არავის ვახვევ, თავს არავისზე ჭკვიანად არ ვთვლი დიზლიკებსა და ლაიკებს არავითარ მნიშვნელობას არ ვაძლევ. (აქ მე–4 გვერდზე 93 ლაიკი აქვს ჩემს პირველ კომენტარს ამ თამაშის შესახებ)... :)) 1970 წლებიდან ვაკვირდბი ჩაწყობილ თამაშებს... ბოლო ფაქტებს მოვიყვან, სამი წლის წინ შერიფი–საბურთალო 0:3 შემდეგ დავწერე-ეს ფოკუზია მეთქი, ავხსენი კიდეც, თუ რატომ! რუსები დააყაჩაღეს...! (დინამო ბათუმის მიერ ბოლო ევროსათასო თამაშებიც ფოკუზი იყო) დიზლაიკებით აავსეს ჩემი კომენტარი, მაგრამ არარატ არმენიასთან საბურთალოს მიერ გაკეთებული იგივე ფოკუზის შემდეგ, ბევრი მიხვდა რა ხდებოდა სინამდვილეში! ასე რომ, სხვა ვინმეს ურჩიე-კონსპირაციულ თეორიებზე წიგნის გამოცემა! შენისთანებს არაფრით არ გსურთ გაგება, რომ დღესდღეობით სპორტს მაფია აკონტროლებს! გირჩევ კრიტიკული თვალით შეხედო! ბილობოლო გაიგო, თუ რა ხდება სინამდვილეში! ამას უცბად ვერ მიხვდები! დროთა განვმალობაში გაოცდები, იტყვი - აქამდე სად ვიყავიო...! :)
....
12 ივნისი 2022 04:05
0
ეს კონსპირაციული თეორიები შეკრიბეთ და წიგნად გამოეცით. საქართველოში ძალიან უყვართ სხვისი შრომის დაკნინების მიზნით ზღაპრების მოფიქრება.
პ.ს ლაიქზე შემთხვევით დამეჭირა თქვენს კომენტარზე :)))))
Skeleton
11 ივნისი 2022 11:54
2
ყველა გამოხმაურება
გივი,კვირკველიას თამაშებს ტუ უყურებდი,ხარკოვის შემადგენლობაში,ვერაფერი შეამჩნიე?ფაქტობრივად განებებული ჰქონდა თავი,ღიპი ჰქონდა და მაინც ძირითადში აყენებდნენ თავიდანვე.რატომ,ალბათ იმიტომ,რომ სხვები უარესები ჰყავდათ.საბამ კი თავი მოიკლა ვარჯიშით და თითქმის საბრძოლო წონა დაიბრუნა,თუმცა ომი დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა.გაგრაში დაიწყო ბიჭმა თამაში,ისე უნდოდა დაბრუნება და ორ თვეში,საბრძოლო წონა და ფორმა დაიბრუნა.ეგ არის საცოდავი?საცოდავი ის არის,ვინც იმასაც კი ვერ ხვდება,რამდენი შრომა,ოფლი,დაწყვეტილი ნერვები და გარბენილი კილომეტრი იმალება ამის უკან.საბას წინა თამაშში,ჯერ კიდევ ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა,გუშინ კი,უშეცდომოდ ჩაატარა მთელი თამაში,თუ წაკინკლავების ეპიზოდს არ ჩავთვლით,თუმცა არც იქ დარღვევია თამაშის წესი და მეტოქეს,წათავხედება არ გაუტარა.გუშინ საბა იყო ერთერთი მთავარი გმირი და იმედი მაქვს,ეს კიდევ ბევრჯერ გამეორდება.საბა,საცოდავი კი არა გმირია.გიორგი ჩაკვეტაძეც გადალახავს თავის პრობლემებს და ისიც რომელიმე მატჩის გმირად მოგვევლინება,მჯერა,ასე იქნებ.
სოსო
10 ივნისი 2022 17:39
0
მთავარი რამ, ჟილკა და წესრიგი, აი ეს არის რაც სანიოლმა გუნდში ჩააბეტონა, მადლობა ამისთვის.........
სიმართლე
10 ივნისი 2022 16:17
0
დააბრუნეთ ქვილითაია :დ
არაობიექტური
10 ივნისი 2022 14:26
15
ეს ციკლი იმას ჰგავს D ლიგაში ჯგუფი რო ერთი ამოსუნთქვით მოვიგეთ. გადამწყვეტი იქნება ფლეიოფის თამაშები მთავარია თავდაჯერებულობა შეინარჩუნონ და შუა ხაზში და დაცვაში დისციპლინირებული თამაში. 80% ალბათ უკვე თურქეთზე ვფიქრობთ. ყველაზე სერიოზული ბარიერი ალბათ ის და საბერძნეთია. უნდა ვაჯობოთ მონდომებით და ჟინით. იმედია ფლეიოფის თამაშები სახლში გვექნება. თუ სწორად მახსოვს საუკეთესო პირველადგილოსანი შინ თამაშობს
Bacho
10 ივნისი 2022 13:51
0
მე კიდე საბერძნეთის მეშინია თურქეთზე უფრო ჩაკეტილ თამაშსა თამაშს და ძალიან უხეშები არიან
გიორგი
10 ივნისი 2022 16:28
0
თურქეთი და საბერძნეთი ისეთ ჯგუფებში არიან, რომ შეიძლება 1 ქულაც არ დაკარგონ(((
გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 15:03
0
გმადლობთ, მაგრამ იქნებ დამიზუსტოთ, რომელი წლის ევროპის ჩემპიონატზე?
არცოდნა არცოდვაა Fani-ს
10 ივნისი 2022 12:41
0
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზეა საუბარი
Fani
10 ივნისი 2022 14:37
0
გამახსენდა ძველი დრო, როცა გულშემატკივრები რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდნენ მატჩისათვის (სპექტაკლისათვის - მესხის, მეტრეველის, ყიფიანის, გუცაევის და სხვათა მონაწილებით). ბილეთების შოვნა ხომ მართლაც პრობლემა იყო! გადაჭედილი სტადიონი! ზეიმი! (ყველაფერი ეს კარგადაა ასახული ცნობილ ფილმში "ბურთი და მოედანი"). მე მგონი ძველი დრო ბრუნდება!!! გაგიმარჯოთ ბიჭებო არამარტო შედეგისათვის, არამედ კარგი, ქართული ფეხბურთისათვის!!!!!!
სტაჟიანი გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 12:32
0
ის დრო მენატრება როცა ყველა ქვეყნის გუნდისათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით. ოფიციალური გათამაშებიდან ვაგდებდით ინგლისის (ლივერპული, ვესტჰემი), საფრანგეთის (ბასტია), იტალიის (ნაპოლი, ინტერი), ჰოლანდიის (ფეინოორდი) გუნდებს, რომ არაფერი ვთქვათ იუგოსლავიის, რუმინეთის, პოლონეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების გუნდებაზე.
ეხლანდელ რეალობაში საკლუბო გუნდების პერსპექტივაზე რა მოგახსენთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაკრების წინსვასა და განვითარებაში.
სლოგანი: "პოლიტიკას ქმნიან მეფეები, საფეხბურთო წარმატებებს - ვარსკვლავები"
გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 16:22
0
ვინც მაგ დროს არ მოვესწრით და სულ ცუდი პერიოდ გვახსოვს, იქნებ ახლა მაინც გავიხაროთ.
90 იანებში დაბადებულ ბავშვებს საფეხბურთო თვალსაზრისით კარგი არაფერი გვინახავს :))
ეს თაობაც ვიმსახურებთ სიხარულს
Skeleton
10 ივნისი 2022 14:23
0
ყველა გამოხმაურება
მიეცი ბრბოს სანახაობა.ავტოგოლას, სააკიანის და ივანაშვილის სააამშობლოოო.
დათო
10 ივნისი 2022 12:17
67
ფეხბურთი ის ძალაა,რომელიც ყველას აერთიანებს.ფეხბურთის გამო,ომიც დაწყებულა და დაწყებული ომიც შეწყვეტილა.ვინც ფეხბურთს ებრძვის,სწორედ ამიტომ შეიძულებს ხალხი,რომ ფეხბურთს ებრძვის,მათ რჩეულ სპორტს.
სოსო
10 ივნისი 2022 17:16
0
კარგით რა. ამ ბოღმიანების და ნაც-ქოცების ორომტრიალში ერთი სიხარული დაგვრჩა და ეგეც აღარ გვიხაროდეს?
ბრბო ისაა, ვინც ერთმანეთს ჭამს და ფეხბურთის გულშემატკივარი იმით განსხვავდება ბრბოსგან, რომ ყველა უყვართ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. დიდი სიხარული როცა იქნება ის დაპირისპირებაც იფარება რაც გვაქვს მუდმივად. (რათქმაუნდა ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, ჩასაფრებული ყველგან გამოჩნდება)
წუხელ ისეთი გახარებული ვიყავი ქოცებიც მიყვარდა და ნაცებიც, რაიყოთ ხალხო ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ ყველა? :დ
პოლიტიკოსები რომ ერთმანეთს ჭამენ და ჩვენით რეიტინგს იკეთებენ, მაგათ უნდა შევუსრულოთ სურვილები და ერთმანეთს გადავეკიდოთ? ქუჩაში ადამიანი ცუდად რომ გახდეს ჯერ უნდა გაიგო ქოცი ან ნაცი ხო არაა და მერე დაეხმარო? ხომ იცით უკიდურესობებს სადამდე შეუძლიათ მიგვიყვანოს? ადამიანის სახეს დაგვაკარგვინებს აუცილებლად!
ეროვნული ნაკრები იმიტომ ჰქვია, რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს ყველასია.
და ფეხბურთის სიყვარულს კიდე ვერ წაართმევ ვერც ნაცს ვერც ქოცს და ვერც ანარქისტს :)))
წარმატებები!!
!!
10 ივნისი 2022 14:31
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული