„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.
სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)
ნუ იამაყებ, თუნდ იყო
ცხრა თავი ბაყბაყ-დევია,
ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს,
მე ვარო მძლეთა მძლევია.
გახსოვდეს, კოვზსა პაწიას
დიდი ზღვა დაულევია,
ალვის ხე ცამდე ასული
ჭინჭველას წაუქცევია.
ხალხური
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის არნახული შანსი ??? ფულს დიდი ძალა აქვს! საფეხბურთო მაფია საქართველოს ვალს უბრუნებს! 9 წელი საქართველოს ნაკრაბს მოგება არ ჰქონდა, უცბად ფენიქსის მსგავსად ფერფლისაგან აღზევდა????. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ........................... P.S. მეორე ტაიმში, ნეტავ რატომ გაჩერდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები??? ორი თვის წინ იტალიასთან გასვლით მატჩში თუ ეყოთ ძალები რომ გამარჯვება მოეპოვებინათ, ახლა რა დაემართათ??? 5:2, 3:0 – სამი ბურთის სხვაობით მოგებული გასვლითი მატჩები არაფერს გეუბნებათ? ტირასპოლის შერიფი–საბურთალო 0:3, ბატე – დინამო ბათუმი 1:4! საბუკმეკერო კანტორებში არსებობს ფსონო – მასპინძელი გუნდის სამი ფურთით არ წაგება. აქ, საფეხბურთო მაფია ძალიან დიდ ფულს იგებს!
პ.ს ლაიქზე შემთხვევით დამეჭირა თქვენს კომენტარზე :)))))
ეხლანდელ რეალობაში საკლუბო გუნდების პერსპექტივაზე რა მოგახსენთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაკრების წინსვასა და განვითარებაში.
სლოგანი: "პოლიტიკას ქმნიან მეფეები, საფეხბურთო წარმატებებს - ვარსკვლავები"
90 იანებში დაბადებულ ბავშვებს საფეხბურთო თვალსაზრისით კარგი არაფერი გვინახავს :))
ეს თაობაც ვიმსახურებთ სიხარულს
ბრბო ისაა, ვინც ერთმანეთს ჭამს და ფეხბურთის გულშემატკივარი იმით განსხვავდება ბრბოსგან, რომ ყველა უყვართ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. დიდი სიხარული როცა იქნება ის დაპირისპირებაც იფარება რაც გვაქვს მუდმივად. (რათქმაუნდა ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, ჩასაფრებული ყველგან გამოჩნდება)
წუხელ ისეთი გახარებული ვიყავი ქოცებიც მიყვარდა და ნაცებიც, რაიყოთ ხალხო ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ ყველა? :დ
პოლიტიკოსები რომ ერთმანეთს ჭამენ და ჩვენით რეიტინგს იკეთებენ, მაგათ უნდა შევუსრულოთ სურვილები და ერთმანეთს გადავეკიდოთ? ქუჩაში ადამიანი ცუდად რომ გახდეს ჯერ უნდა გაიგო ქოცი ან ნაცი ხო არაა და მერე დაეხმარო? ხომ იცით უკიდურესობებს სადამდე შეუძლიათ მიგვიყვანოს? ადამიანის სახეს დაგვაკარგვინებს აუცილებლად!
ეროვნული ნაკრები იმიტომ ჰქვია, რომ ვისაც ფეხბურთი უყვარს ყველასია.
და ფეხბურთის სიყვარულს კიდე ვერ წაართმევ ვერც ნაცს ვერც ქოცს და ვერც ანარქისტს :)))
წარმატებები!!