ერთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრებთან 0:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ გააკეთა:
"რა მოხდა? პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მათ კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ წაგების ძირითადი მიზეზი ჩვენი სამი შეცდომა იყო. თამაშს მინიმუმ 50 წუთი ვაკონტროლებდით, შემდეგ კი ფიზიკური ფიასკო განვიცადეთ. საქართველომ ფიზიკური მომზადებით გვაჯობა. ბიჭებზე გაბრაზებული არ ვარ. ახლა ეს ჩვენი მაქსიმუმია. სამწუხაროა, რომ როდესაც ვდომინირებდით, ორი ან მეტი გოლი არ გავიტანეთ.
მადლობა იმათ, ვინც ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა. მიუხედავად წაგებისა, ფეხბურთელები აპლოდისმენტებით გააცილეს.