"პირველ რიგში, ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ასეთ რთულ თამაშში გამარჯვების მოპოვება, მით უმეტეს, გასვლით მატჩში. მთელი გუნდი გახარებულები ვართ და მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. რა თქმა უნდა, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმე აუცილებლად დასასრულებელია და უკვე შემდგომი შეხვედრისთვის ვემზადებით. რაც შეეხება ჩემს გოლს, ნაკრებში პირველად გავიტანე და ძალიან განსხვავებული ემოციაა. მიხარია, რომ ჩემი გოლით შევძელი გუნდის დახმარება და მეც შევიტანე წვლილი ამ დიდ გამარჯვებაში", -
"ველოდებოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში ასეც მოხდა, რადგან ვერ შევძელით, რომ საკუთარი თამაში გვეპოვა და ვერ ვიპოვეთ ძალა საკუთარ თავში, თუმცა შესვენების შემდეგ ყველაფერი დავალაგეთ, შევძელით საკუთარი თამაშის პოვნა, რაც ანგარიშზეც აისახა. ორმაგად სასიხარულოა, რომ გამარჯვების მოპოვება უშუალო კონკურენტთან შევძელით, მით უმეტეს, ასეთი სხვაობით, თუმცა მატჩის სცენარი არ მიანიშნებდა, რომ ასე დიდი ანგარიშით მოვიგებდით, რაც ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს", - ბუდუ ზივზივაძე.
შეგახსენებთ, "ერთა ლიგის" მეოთხე ტურის მატჩი 12 ივნისს, "დინამო არენაზე", ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 20:00 საათზე გაიმართება.
გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]