"ჩაკვეს" დაბრუნებისა და ხვიჩას კვლავ გაბრწყინების მოლოდინში - სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება. 3 ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ ვასპარეზობთ და B ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვართ. ბულგარეთის ნაკრებს სტუმრად სრულფასოვანი რევანში (5:2) ავუღეთ, ახლა კი მათი დამარცხება თბილისში გვსურს - ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება და პლეი-ოფის საკუთარ მოედანზე ჩატარებაა. შეხვედრა 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მთავარია, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი თავს უკეთ გრძნობს, მის საპატივცემულოდ კი გულშემატკივრების მხრიდან, შეხვედრის მე-8 წუთზე (მისი სათამაშო ნომერი), აპლოდისმენტებს ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი
- ვილი სანიოლი იმდენადაა მონდომებული, თამაშის საშულება მაქსიმალურად ყველას ჰქონდეს, ბათუმის "დინამოს" მეკარე ლაზარე კუპატაძის სასტარტოში ყოფნასაც არ გამოვრიცხავთ, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი შანსია, კვლავ გიორგი მამარდაშვილი ვიხილოთ. გამოვა, რომ ორმა გიორგიმ ივნისის თამაშები თანაბრად გაიყო.

საბა კვირკველია - "გაგრას" მცველს კარგი შეხვედრები ჰქონდა და სასტარტოში ახლაც ველით.

გურამ კაშია - რა თქმა უნდა, სატურნირო კუთხით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და სანიოლი კაპიტნის როტაციას ასე მარტივად ვერ გადაწყვეტს, ეს გიბრალტარის დონის მეტოქესთან მატჩი არაა, როცა გურამი მეორე ტაიმში შეცვალეს.

ლაშა დვალი ან ლუკა ლოჩოშვილი - დავით ხოჭოლავა ჩრდ. მაკედონიასთან შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 270 წუთი აქვს ბათამაშები. ამიტომ დიდი შანსია, მას დასვენების საშუალება მიეცეს და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ახალი (ჯერ რომ დრო არ მისცემია) ფეხბურთელი ვიხილოთ.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე - როგორც გამოჩნდა, ფრანგი მთავარი მწვრთველი გასვლით მატჩებში მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძეს აბარებს, რომელიც დაცვით ფუნქციებშია გამორჩეული, ხოლო თბილისში ისევ საბა ლობჟანიძეს ველით, რომელმაც გიბრალტარის წინააღმდეგ შესანიშნავი იყო.

ვილის სიაში გრიგოლ ჩაბრაძეცაა (ბათუმის "დინამო"), რომელსაც გავლილ დაპირისპირებებში ნდობა არ მოუპოვებია. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ამ თამაშების განმავლობაში ტრიბუნაზე ისხდნენ, მონდომებულები არიან და მათ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების სამართლიანობის სჯერათ. გუნდში კარგი ატმოსფერო სწორედ ასე მოდის.

ვაკო გვილია - მიმდინარე სანაკრებო პაუზამდე, გვილია სასტარტოს წევრად მიიჩნეოდა, ახლა კი მას ცოტა დრო ეძლევა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ვაკო ბულგარეთთან ძირითადში (კვეკვესკირის ნაცვლად) ვიხილოთ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც დრო ჯერ არ მისცემია, ნაკრებში ბოლო მომენტში დამატებული სანდრო ალთუნაშვილია. გადაღლილობის, როტაციისა და კარგი სატურნირო მდგომარეობის პირობებში, არც მის თამაშს გამოვრიცხავთ, ოღონდ რთული სათქმელია, რამდენი დრო მიეცემა.

ოთარ კიტეიშვილი - ოთო მშვენივრად გამოიყურება და ალბათ უკვე დროცაა, თამაში პირველივე წუთებიდან დაიწყოს. მოგეხსენებათ, დიდი ხანი არაა, რაც "კიტე" ტრავმისგან განიკურნა და შეხვედრის წინ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, მოდენზე მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროს. გიორგი აბურჯანიას ალბათ, დასვენების საშუალება მიეცემა.

ირაკლი აზაროვი - მარცხენა ფლანგზე მართლაც დიდი კონკურენციაა და ეს მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა. თუკი ძალების გადანაწილებაა და როტაციის პრინციპს გავითვალისწინებთ, ახლა სასტარტოში აზაროვი უნდა ვიხილოთ. დრო გურამ გიორბელიძესაც უნდა მიეცეს.

გიორგი ჩაკვეტაძე - ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა "ჩაკვეს" გიბრალტართან შანსი მისცა, ცუდი პერიოდი დაეძლია, შემდეგ კი განაცხადშიც ვერ ვხედავდით. არ გამოვრიცხავთ, გიორგიმ დრო კვლავ მიიღოს და ეს იქნებ მის მომავალ საკლუბო კარიერაშიც გამოადგეს, ზურიკო დავითაშვილს კი ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. ნაკრების დამრიგებელის თქმით, უთამაშებლობის მიუხედავად, "ჩაკვე" ამ დღეებში სულ იღიმოდა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია - ხვიჩამ კვლავ უნდა ითამაშოს და თავისი ბრწყინვალე სანაკრებო მაჩვენებლები კიდევ უფრო გაზარდოს.

ბუდუ ზივზივაძე - ბუდუს ახლა გააქვს, კარგ ფორმაშია და თუკი ძალები სრულად აღიდგინა, ნაკლებად გვგონია, სანიოლმა მის ჩანაცვლებაზე იფიქროს.

მაინც მოსალოდნელია, ბექა მიქელთაძემ ამ შეხვედრაში გარკვეული დრო მიიღოს. სანიოლი ამ თემასაც შეეხო და თქვა, რომ ამ ეტაპზე, ზივზივაძე და მიქაუტაძე უკეთეს ფორმაში არიან, მიქელთაძე კი მნიშვნელოვან სანაკრებო გამოცდილებას იღებს.

altსანიოლი: ჩემი ფეხბურთელები უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა

altვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების შეფასება

მკითხველის კომენტარები / 5 /
0-1 ვაგებთ
ლ.კაკულია
17:35 12-06-2022
1
რათქმაუნდა საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელს ვგულშევმატკივლობ მაგრამ განსაკუთრებით ჯანოს ჩაკვეს და საბას საბათ გახარებული ვარ ჯანომ სამწუხაროᲗ დაამთავრა კარიერა ახლა ჯერი შენზეა გიო აბა შენიცი იცოდე მთელ საქართველოს უყვარხარ.
გიორგი
17:08 12-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული