დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის
გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ვაკომ და ლობჟანიძემ არ გაამართლა დღეს !
ძალიან ბევრი შეცდომა , რაც შეეხება ვაკოს არ არის ეს კაცი გუნდური მოთამააე ,
თამაში მე მგონი სპეციალურათ დავთმთ , ეს ის სასტავი არ იყო რომ მოგვეგო!
მარტო ხვიჩა ცდილობდა გამწვავებას.
10 ქულა მაინც კარგია!
ჯონი
12 ივნისი 2022 23:23
5
9 დან 6 ქულა მთავარი მეტოქეების მოედანზე ავიღეთ. სტუმრად თამაშის სქემა კარგად ავითვისეთ. სახლში იგივე სქემით თამაში საკუთარი გულშემატკივარის წინაშე არ გამოდის. მასპინძელს უნდა ეტყობოდეს მასპინძლობა თამაშიტაც. ეხლა სახლში როგორ მოვიგოთთამაშები ეს მოიფიქროს სანიოლმა და ბიჭებს ჩრდილოეთ მაკიედონიას ჩამოსვლამდე შეასწავლოს. თუმცა, ეგენი აქ მოსაგებად ჩამოვლენ და ისევ იმავე 'საგარეო' სქემითაც შეიძლება მაქგათთან თამაში.
გიორგი
12 ივნისი 2022 23:23
1
ვიღაც ჭკუის კოლოფმა გადაწყვიტა მოედნის ზედმეტად მორწყვა, შედეგად ვერავინ ნორმალურად ფეხზე ვერ იდგა, ასე აკეთებდა მაურინიო როცა იცოდა რომ ტექნიკური გუნდის წინაამღდეგ უნდა ეთამაშა,აქ კი საკუთარ თავს ვავნეთ მხოლოდ.
როკო
12 ივნისი 2022 23:20
1
ყაზაიშვილი ვეტერანებში, მექვაბიშვილიც ჯერ არაა სანაკრებო... ალთუნაშვილი და მიქელთაძე ჯობდა დღეს... კვარა გადაიწყვა, მეორე ტაიმში უნდა შემოეყვანა... ლობჟანიძისთვის მთელი ფლანგის ჩაბარება არაა სწორი, არის კაკაბაძე და ჩაბრაძე.
Sxalteli
12 ივნისი 2022 23:15
6
ამ თამაშებმა აჩვენა, რომ ბუდუ ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე მიქაუტაძე, თუმცა მასაც დიდი პოტენციალი აქვს, აბუ ძაან მაგარი ყოფილა, კიტეს მოსამატებელი აქვს, წიტაიშვილი ძირითადში უნდა იყოს აუცილებლად. ანუ მამარდაშვილი, კაშია, ხოჭოლავა,აბურჯანია, დავითაშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ზიბზიბაძე- ეს ხალხი მუდმივად ძირითადში უნდა იყვნენ. ვინც არ მეთანხმებით, დაწერეთ რაში.
მადლობის მეტი რა გვეთქმის
12 ივნისი 2022 23:13
5
მწვრთნელი შეცდა სასტავის დაყენებაში. არიყო საჭირო ამ თამაშში რამეს ძიება.
მორიელი
12 ივნისი 2022 22:57
13
თუ სანიოლი დაცვაში ჩამდგარ მოწინააღმდეს გუნდთან გოლის გატანის ჩვენზე მორგებულ სასურველ გზებს იპოვის, მაშინ დღევანდელი ფრე ჭკუის კარგი სასწავლებელი იქნება და წარმატებად ჩაითვლება!
თემური
12 ივნისი 2022 22:56
0
კარგად ითამაშეს, მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის და თავდადებისთვის. 4 მატჩში 10 ქულა ის შედეგია, რასაც კარგ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ არა დღეს მსაჯის 2 ჯერ განაზება და წაყრუება 12 ქულით ვიქნებოდით
შაკო
12 ივნისი 2022 22:47
0
ერთი თხოვნა მექნება 2:16 წითზე გადაახვიეთ და უყურეთ ერთ 5-10 წამი კომენტატორს არ ინანებთ არ მგონია მსგავსი მოსმენილი გქონდეთ
ნოდო
12 ივნისი 2022 22:47
0
ლობჟანიძემ და მიქაუტაძემ დღეს ვერ გაქაჩეს როგორც ჩვევიათ, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ყველას, სანიოლის ჩათვლით.
გიო
12 ივნისი 2022 22:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული