ouest-france: სანიოლს წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში

AutoSharing Option
თანამემამულე მწვრთნელის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში წარმატებულ მუშაობას წერილი ouest-france-მა მიუძღვნა:

ერთა ლიგა: სიახლეები ვილი სანიოლისგან, რომლის ხელმძღვანელობით, საქართველომ კარგ შედეგებს მიაღწია

"2021 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშნული ვილი სანიოლი თავის სამუშაოს შესანიშნავად უძღვება: ქართველები ჯგუფის ლიდერები და ცხრა მატჩში დაუმარცხებლები არიან. თუ საფრანგეთს ერთა ლიგის ყველა ოთხ შეხვედრაში გულდასაწყვეტი შედეგების და ფიზიკური ჩავარდნების გამო პრობლემები აქვს, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტურნირს სხვაგვარად აღიქვამენ. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს, რომელიც С დივიზიონის მე-4 ჯგუფს სამი მოგებითა და ერთი ფრით ლიდერობს.
აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანას დიდ საერთაშორისო ტურნირებზე არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა, ახლა კი თავის ერთ-ერთ საუკეთესო სერიას ატარებს: ზედიზედ 9 წაუგებელი მატჩი (7 მოგება და 2 ფრე). მხოლოდ ერთხელ, 2010 წლის მარტიდან 2011 წლის მარტამდე ჰქონდა უკეთესი, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ყველაზე უკეთ ოქტომბრიდან

ვილი სანიოლი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის ამ შესანიშნავ დროებაში. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (58 მატჩი) 2021 წლის თებერვალში დანიშნეს მთავარ მწვრთნელად - ბოლოს მთავარი მწვრთნელი 5 წლის წინ იყო. თუმცა დებიუტი რთული გამოუვიდა: 7 მარცხი პირველ 9 თამაშში (1 მოგება და 1 ფრე). მას შემდეგ საქართველო გასული წლის შემოდგომაზე პირველ ადგილზე გავიდა.

სახელდობრ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ მომენტისთვის ლიდერ შვედეთს 2:0 სძლია. გასული წლის სექტემბერში ბულგარეთთან 1:4 წაგებისთვის 5 ივნისს გასვლაზე დამაჯერებელი რევანში, 5:2 აიღო.

დაწინაურება B ლიგაში?

საქართველოში ტოპ 5-ის ჩემპიონატში მოასპარეზე ცოტა ფეხბურთელია. 21 წლის გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გახდა. ის სატრანსფერო ბაზარზე ქართველთა ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა (10 მილიონი ევრო), მაგრამ ნაკრებში 36 წლის გიორგი ლორიას დუბლიორია. ამ სანაკრებო ფანჯრისას 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ყველაზე გამორჩეული ბათუმის "დინამოს" 21 წლის გარემარბი ხვიჩა კვრაცხელიაა.

ფიფას რეიტინგში 85-ე ადგილზე მყოფი გუნდი 2012 წლის შემდეგ არასოდეს არ ყოფილა ასეთ მაღალ პოზიციაზე. სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, შეუძლია ლიგა B-ში გადავიდეს. ეს ამ დროისთვის წინ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვინც ვერ ხედავს შედეგს პროგრეს და წინსვლას იმას ურჩევნია გადახედოს წარსულში რა შედეგებიც გვქონდა რა დონეზე ვიყავით და რა გუნდებთან ვაგებდით მოგების გარეშე რომ ვასრულებდით ციკლებს და ბოლო ბოლო კუპერის პერიოდის ნაკრები გაიხსენეთ სად ვიყავით ვინც უკმაყოფილოა ფეხბურთელებს იწუხებს კიდე საბედნიეროდ დღეს წამოვიდა თაობა იყო დრო რომ უთამაშებელ ფეხბურთელებს კიარა უგუნდო ფეხბურთელებს ვათამაშებდით ნაკრებში მე ვხედავ რომ ეს კაცი მუშაობს ეს კაცი აკეთებ საქმეს და შედეგიც არის 9 მატჩიანი წაუგებელი სერია 7 მოგება 2 ფრეე ასეთი სერია საერთოდ გვქონია ისტორიაში? ან საერთოდ ვყოფილვართ ნებისმიერ ჯგუფში პირველი 4 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 10 ქულით? მახსოვს ქეცბაიას ქონდა 10 მატჩიანი წაუგებელი სერია მაგრამ 5 ფრე 5 მოგება ვილის აქვს 7 მოგება და იქ ძლიერი გუნდებიც ურევია. ყველას გვინდოდა ბულგარეთან სახლში მოგება მაგრამ გადაიღალა ნაკრები 10 დღეში 4 თამაში 2 გასვლა პლიუს ახალი დასრულებულია სეზონი კლუბებს არ უწევთ 10 დღეში 4 თამაში ტოპ ჩემპიონატებში მე პირადად კმაყოფილი ვარ ამ შედეგით ვფიქრობ ამ ბიჭებს აქვთ ნამდვილად და ამ ნაკრებს პერსპექტივა მიხარია რომ 90% არიან ძალიან ახალგაზრდები და წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს.
გიო
14 ივნისი 2022 04:00
0
ეს ფრე უფრო მეტს მოუტანს საქართველოს ნაკრებს, ვიდრე 1-0 მოგება.
სიმართლე
14 ივნისი 2022 08:53
0
ნამდვილად საჭიროებს! თქვენს პირს შაქარი!
ვაჟა მასწავლებელი
14 ივნისი 2022 01:08
0
თამამად შეიძლება თქმა რომ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ასეთი კონკურენტული და სტაბილური ნაკრები არ გვყოლია, დიდი მადლობა მწვრთნელს და თითოეულ ფეხბურთელს თავდაუზოგავი თამაშისთვის,მაგრამ უნდა ავღნიშნო ერთი სამწუხარო რეალობა( დიდი გულისტკივილით ვამბობ) რომ ერთი Fეხბურთელის ნაკრები გვყავს, ხვიჩას გარეშე გოლის გატანა ძალიან("ძალიან") გვიჭირს, ხვიჩას შიშით შტურმს ვეღარ გვიწყობენ და მერე ვეღარც ლორია გვშველის და ვეღარც მამარდა. პ. ს. ჩაკვეტაძეს შეუძლია ამ მოცემულობის შეცვლა მაგრამ.....
rigiti
14 ივნისი 2022 10:24
0
მართალი ხარ ვიღაც მეორე გვჭირდება ხვიჩა ძაან მაგარია მარა ერთია ვიღაც ეორე გვჭირდება მისი დონის თუ არა მიახლოებული მერე შეილება სტაბილურად საშუალო დონის ევროპულ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. სხვა ფეხბურთელებს არ ვაკნინებ კარგები არიან, მარა მაღალი დონის ჩაკვეტაძე დაგვხატავდა თან განსხვავებული სტილის არიან ეგ და ხვიჩა და ერთმანეთს კარგად შეავსებენ
დათო
14 ივნისი 2022 10:43
0
ჩაკვეტაძეს და წიტაიშვილს აქვთ მსგავსი პოტენციალი და ვნახოთ იქნება გაქაჩონ
ბს
14 ივნისი 2022 13:14
0
ვისაც სანიოლის თამაში ახსოვს ბაიერნში და საფრანგეთის ნაკრებში, დამეთანხმება - ეს იყო მებრძოლი, შეუპოვარი, ქარიზმატული და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანი-მატერაცის ცნობილი ინციდენტის შემდეგ მაგრად უსაყვედურა ნაკრების აღიარებულ ლიდერ ზიდანს და მერე მგონი ერთი წელი არ ელაპარაკებოდა.
იქეთკენ მივდივარ, რომ სანიოლმა თავდაჯერება შემატა ჩვენს ბიჭებს, მებრძოლი სული გამოუმუშავა და გამარჯვებების სურვილი გაუჩინა. ჩემი შეფასებით, ყველაზე აქვს დადებითი ზეგავლენა სანიოლს, მათ შორის მიქაუტაძეზე, ჩაკვეტაძეზე და კვარაცხელიაზეც კი.
არჩი
14 ივნისი 2022 10:12
0
სანიოლს წვლილი კი არ შეაქვს ამ შესანიშნავ დროებაში, არამედ თვითონ ქმნის მას.
ჟორა გაბრიჭიძე
14 ივნისი 2022 09:38
0
ჩაკვე უნდა ამოიწიო, სხვა გზა არ გაქვს.
სულ ცოტა აკლია ჩაკვეს.
კიტე უნდა შევიდეს მაგარ ფორმაში.
მიქაუტაძე ცოტა დაღვინდეს.
ლობჟანიძემ ბურთი და თავი ცოტა უფრო მეტად აკონტროლოს.
კაშიას( უდიდესი მადლობა) სასწრაფოდ შემცვლელი უნდა მოვუნახოთ!
დავითაშვილი კაია.
ყაზა ამ გუნდში ვერ ჯდება, საკმარისად იღვაწა.
წიტა მოუმატებს.
მამარდა კარებში პირველ მეკარედ.
ყველამ ერთად თავდაუზოგავად და შესაძლებლობებს ზემოთ უნდა ითამაშონ.
სანიოლმა ექსპერიმენტებს და მოწინააღმდეგე გუნდის დანდობას თავი დაანებოს და,
ცოტა თუ გაუძლებს ჩვენს ნაკრებს.
თენგო
14 ივნისი 2022 11:16
6
კრიტიკოსებს კი არა, გულღრძოებს და კაცთმოძულეებს ეხება: კრინტი არ დაძრათ ქართულ საფეხბურთო ოჯახზე, თქვენ სწორედ საქართველოს წარმატება გაბოროტებთ ნებისმიერ ფრონტზე. რაც შეეხება ასე თუ ისე ჯანსაღი კრიტიკის მოყვარულებს, გადახედეთ გრანდებმა როგორ ჩაატარეს ივნისი დაბრა შედეგები აქვთ. მადლობა ვილის და ბიჭებს, მადლობა ფედერაციას და ნებისმიერ ადამიანს ვინც კი მცირედი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
სიმართლე
14 ივნისი 2022 08:37
0
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, 10 დღეში 4 თამაში ძალიან დამღლელია, რაც თამაშის ხარისსხშიც აისახა. რაც შეეხება შემადგენლობის აესთ ცვლილებებს, ესეც დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ხდებოდა. ამ ციკლის დაწყების წინ 7-9 ქულას მისაღებ შედეგად ჩავთვლიდი, ასეთ შედეგზე არც ვიოცნებობდი, უღრმესი მადლობა სანიოლს და ბიჭებს ასეთი სასიამოვნო ციკლისთვის. მრავალ წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც. მე პირადათ ასეთი დალაგებული და ორგანიზებული ნაკრები არ მახსენდება. რა თქმა უნდა ხარვეზები იყო, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მოკლედ: სუპერ!
მერაბ 1970
14 ივნისი 2022 07:39
0
კონკურენცია გაჩნდა ნაკრებში?
ხოდა მას მერე ვხტებით ნასკებში..
ადრე რა იყო? პედერაციის ინტერესი ქართულ პონტში. მეგობრულ ძმაკაც ჯიგრულად.. აი ეს აღარ არის და.......... წავიდა ჰეეე!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ივნისი 2022 12:05
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული