"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
ბევრ რამეზე ხუᲭავს Თვალებს კიდო ვიდრე აკეᲗებს
მოქალაქე
23 ივნისი 2022 19:55
1
სკამის ფორმას რაც შეეხება, მაგის დამწერებს სკამის ფორმა უნდა მიაღებინო ოღონდ სხვანაირად. ელეკტრო სკამიც არსებობს თუ უნდათ
instructor.
23 ივნისი 2022 19:52
2
მაგეთ ავადმყოფებს სხვანაირი მიდგომა უნდათ, რისი გამკეთებლებიც თქვენ არ ხართ ბუნჩულა წესიერი ბიჭები ხართ. და არც სხვას აკეთებინებთ ხანდახან

ეს საიტის კომენტარები არის ავადმყოფობა, ეს უნდა გაუთიშო და Fეისბუქის კომენტარები უნდა ჩაურთო, ეგრე უფრო გამჭირვალე გახდება და გაჯანსაღდება სიტუაცია. ძალიან დიდ ნეგატივს მოაშორებთ ასე ქართულ სპორტს საერთოდ. "მსოფლიო სპორტზე"ც კი უფრო ჯანსაღი სიტუაციაა რადგან იქ რეგისტრაციაა საჭიტო ერთიდაიგივე ნიკით უნდა წერო და ამდენს ვერ ბედავენ რადგან მაინც იშიფრები იქ. ფბ უკეთესი იქნება. ბოტები დამპლები იქაც იქნებიან მაგრამ ასე თავისუფლად ვერა რადგან აქ აბსოლუტური ანონიმურობაა გარანტირებული როცა გინდა რა სახელითაც გინდა იმით დაწერ და ეს არი ბარდაგი არსად აღარ არი უკვე ასე.
instructori.
23 ივნისი 2022 19:39
0
ხალხნო! ნამდვილად არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ხომ იცით, ცოდვა გამხელილი ჯობიაო. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიულად მრავლად ყავდა მოღალატეები, ბერბიჭაშვილები, ყორღანაშვილები და აშშ... და ისევ და ისევ სამწუხაროდ, თანამედროვე ყოაფაშიც კი არ ილევიან შურიანი და ბოღმიანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის შვილის წარმატებებიც კი გულზე ხეთქავთ! არადა რა სჯობს, როდესაც შენი თანამემამულე დიდ წარმატებებს აღწევს მსოფლიო ასპარეზზე და ამით სრულიად ქვეყანას აბედნიერებს! რას ვიზამთ, ასეთი არის რეალობა... უდიდესი წარმატებები ხვიჩას და სრულიად საქართველოს!
ვახო...
23 ივნისი 2022 19:33
1
საინტერესო სტატიაა.. განხილვების და მნახველის რაოდენობის მიხედვით პოპულარულ სტატიებში 2 აზრი არაა რომ პირველი ადგილი ერგება ამ სტატიას მაგრამ,
დავიწყებ იქედან რომ ,,რაც არ გკლავს გაძლიერებს" არამგონია ეს ხვიჩამ არ იცოდეს ან ნაკრების თითოეულმა წევრმა თან როდის იყო მწვერვალისკენ გზა ია ვარდით მოფენილი, ამითი განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან ზოგი ცუდს იტყვის ზოგი კარგს, ზოგს გაუხარდება ზოგსაც არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფაროთ როცა ამის საჭიროება არ არის..
თუნდაც ჩაკვეტაძეს მაგალითი რომ ავიღოთ მე ნეგატიურად ვარ განწყობილი იმ აზრთან მიმართებაში როცა ქართველი ერის 80 % ფაქტობრივად ეხვეწება ფეხბურთის თამაშს(და აქ თქვენიდან კრიტიკაცაა ხან დროს საჭირო)..
აზრთა სხვადასხვაობა სულ იქნება! ამის აღმოფქვრა შეუძლებელი გახდა მის შემდეგ რაც ადამიანმა პირი გააღო და საუბარი დაიწყო, ასე რომ მადლობა სტატიისთვის და ძალიან გთხოვთ ნუ გადავდებთ საკუთარ ცალმხრივ მოსაზრებას
სხვა ადამიანებსაც არც მე მომწონს ნეგატიური კომენტარები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა გადავეფარო ან უბრალოდ დავბლოკო მაგრამ შემიძლია გავატარო და ყურადღება არ მივაქციო,ჩავთვალო რომ არ არსებობს მობეზრდება და გაჩუმდება გამომდინარე იქედან რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას აბსურდულ კომენტარს.
შავი კაცი
23 ივნისი 2022 19:28
2
იქ რომ გადავა მერე ნახეთ ჰეითერები, მესის და რონალდოს ყავს ჰეითერები და ხვიჩასაც ეყოლება ისევე როგორც ეყოლება გულშემატკივრები, ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში. მაგან რაც დაწერა იმაზე უარესი იყო რასაც გორის სტადიონზე ყვიროდა ზოგიერთი როცა მოუწოდებდნენ გორის ფეხბურთელებს რომ ფეხი მოტეხათ ხვიჩასთვის :)) ასე რომ დაიკიდე, ყურადღებას ნუ მიაქცევ.
ატლანტამ მხრები გაშალა
23 ივნისი 2022 19:23
3
მადლობა სპორტალს,რომ ასეთი ხერხით ზრუნავს ქართულ ფეხბურთზე და დადებით განწყობაზე
მადლობა
23 ივნისი 2022 19:06
3
ხვიჩას რომ არაფერი არ აქვს გარანტირებული და 50-50ზეა მაგას რად უნდა ლაპარაკი? შეიძლება მართლა სკამიდან არ ააყენონ და სკამის ფორმაც მიიღოს რა, ვინმე იტყვის რო მასეთი რაღაც შეუძლებელია რომ მოხდეს? როგორც დავწერე 50-50-ზეა არაფერი არ აქვს განაღდებული
აკაკი
23 ივნისი 2022 19:02
46
ხვიჩა არ ვიცი რის ფორმას მიიღებს, დიდი იმედი მაქ რო ნაპოლის ახალი ვარსკვლავი იქნება მარქ შენ რო უკვე ბოღმიანი სირის ფორმა გაქ მაგას ვხედაბთ უკვე აქ ბიჭობა
Sandro
23 ივნისი 2022 20:23
3
აკაკი, წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგიძლია? ნახსენები კომენტარის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს ხვიჩაზე სკამის ფორმას მიიღებსო და შენ წერ შეიძლება მიიღოსო, გამორიცხული არ არისო. ამაში მართალი ხარ, 100 პროცენტიტ ვერაფერს გამორიცხზავ, მაგრამ სინამდვილეში პირველისგან განსხვავებული აზრია რომელიც სწორედ იმას ამბობს 100 პროცენტი ეგრე იქნებაო. შენ კი როგორც ჩანს ერთი და იგივე გგონია, როცა პირველის ავტორს ეთანხმები.)))
გიორგი
23 ივნისი 2022 19:31
1
ყველა გამოხმაურება
ბიჭო, ელემენტარულს რით ვერ ხვდებით, ისინი ვინც ასეთ სტატიას წერთ და აქვეყნებთ...ამით, ისევ იმათ წისქვილზე ასხამთ წყალს, რომელთაც აკრიტიკებთ...აღარ აქვეყნებთ ბოღმიან და ცუდ კომენტარებს არა?! ძალიანაც კაი!...ჰოდა მიყევით მასე...რა საჭიროა იმ კომენტარებზე და მათ ავტორებზე სტატიების წერა...ამით ისევ მათ უწყობთ ხელს...ჩასაფრებულებს და ბოღმებს.
ქუთაისი
23 ივნისი 2022 18:56
6
ვეთანხმები ამ კაცს. თუ არ აქვეყნებთ , ნუღა ტრაბახობთ ამით. სწორს შვებით, მაგრამ თუ გააგებინეთ ყველას რომ უამრავი ბოღმით წერს, მაშინ ეს უარესი არაა?
კაპიტან გარდენბურგი
24 ივნისი 2022 04:01
1
ნუ ილანძღები, კაცო, ერთი ))
ბოღმიანი და ბოროტი არა, ტოლმა.
რომ არ მიიღებს სკამის ფორმას, ხო ნახავს. და თუ არ გაუხარდება, ხო ეწყინება ))
მიდი, ხვიჩა! გაცილებით მეტს გვაქვს შენი იმედი!
ვვვ
23 ივნისი 2022 18:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული