"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
რეალურად არანაირი ანტი ხვიჩასეული განწყობა არ არებობს, ეს პრობლემა არ დგას, არავის ვიცნობ რომ ხვიჩას არ გულშემატკივრობდეს.
არიან რუსეთუმე ტროლები, რომლებსაც ეს მისია აქვთ, რომ საქართველოს და ქართველის (საქართველოს მოქალაქის) ყველა წარმატება დააკნინონ და გვამყოფონ სრულ უიმედობაში. შესაბამისად კარგია რომ ასეთ კომენტარებს არ აქვეყნებთ და მადლობა ამისათვის სპორტალს.
Irakli
23 ივნისი 2022 18:42
9
მე მარტო ამ გვერდზე ვტოვებ კომენტარებს, მხოლოდ იმიტომ რომ სიბინძურეს ფილტრავთ.
ახლა ვიცი აწკმუტუნდებიან აზრის გამოთქმას გვიკრძალავთო, თან ზუსტად ის ხალხი, ვინც ლიბერალიზმს და სიტყვის თავისფლებას ებრძვის. როგორც კი თავად შეეხებათ თავიანთი სიბინძურის ვერ გამოტანა ან საპასუხო რეაქციის მიღება, მხოლოს მაშინ ახსენდებათ ადამიანის უფლებები.
ასეთ ხალხზე სულ მეცინება და ძალიან ბევრი გამომიჭერია, ლიბერალებს რომ ლანძღავს და როგორც კი სადღაც აზრს ვერ დააფიქსირებს, ეგრევე ჩივილს იწყებს.
ზუსტად ყველა აზრის პატივისცემაა ლიბერალიზმი მაგრამ ამავდროულად თუ უაზრობას იტყვით პასუხი უნდა გაგეცეთ ადეკვატური!
ხვიჩასაც ჰქონდა უფლებები სამშობლოს მოღალატეს რომ ეძახდით და არც კი გეპასუხებოდათ.
ასევე რათქმაუნდა ცენზურას ვერავინ დავაწესებთ და თქვენც გაქვთ არგუმენტირებულად იმის ჩამოყალიბების უფლება რატომ არ გინდათ ხვიჩამ ან მამარდამ რამეს მიაღწიოს და რატომ გაქვთ სურვილი სკამზე იხილოთ, მხოლოდ ეგოს დაკმაყოფილების გამო თუ რაიმე სერიოზული არგუმენტი გაქვთ ამისთვის?
იცით რა? როცა საჯაროდ აზრს გამოთქვამთ, უნდა მოიყვანოთ შესაბამისი არგუმენტი. ნუ გწყინთ მერე თუ თქვენს არაადეკვატურ კომენტარზე პასუხს მიიღებთ.
ხვიჩა თუ სკამის ფორმას მიიღებს მართლა მაინტერესებს თქვენ რა გემატებათ ამით?
მხოლოდ ეგო გიკმაყოფილდებათ, რადგან წინასწარ თქვით და ასრულდა?
პასუხი მაინტერესებს
მადლობა!
Skeleton
23 ივნისი 2022 18:40
5
ლიბერალებისგან დაჩაგრული კონსერვატორები, თან ლიბერალებს ლანძღავენ და თან სიტყვის თავისუფლება უნდათ :))))
!! ს
23 ივნისი 2022 19:14
6
პირიქით ლიბერალები ზღუდავენ სიტყვის თასვისუფლებას და იძახიან ამავე დროს სიტყვისს თავისუფლება მთავარი ამოსალი წერტილიაო
!!
23 ივნისი 2022 19:04
5
გასაცხარებელი არაფერია ამ სტატიაში თუ დაკვირვებით წაიკითხე, ცხადია. ლაპარაკია იმათზე ვისაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ, ბოღმავთ, და იმაზე რომ ასეთები სამყუხაროდ არც თუ ცოტააო. იმათ არ ვაქვეყნებთო, ისაც წერია, და შენი ხო გამოაქვეყნეს და რატომ იღებ შენს თავზე? თუ მაინც იღებ ეს შენი პრობლემაა უკვე, და არა ჟურნალისტის, რომელსაც აქეთ შეურაცყოფას აყენებ.
გიორგი
23 ივნისი 2022 18:38
1
ბოლოში თავი დაიზღვიე? აა, თურმე ბაჯოს არ ათამაშებდნენ და ხვიჩა რომ არ ათამაშონ, არ უნდა გაგვიკვირდესო? აბა მაგ ვიღაცამაც იქნებ ეგ თქვა ზუსტად და თქვენ კიდევ დაიწყეთ უკვე ბუას ძებნა. ჩასაფრებული ყოფილა ვიღაც. რა არასერიოზული ხალხი ხარ. ძალიან ტეხავს რომ ჟურნალისტიკას წარმოადგენთ, რომელიც უნდა იყოს მეოთხე ხელისუფლება და სინამდვილეში ვიღაც ბირჟის დონის სპორტით გატაცებული ბავშვები ხართ. მეც მიმაჩნდა რომ არ იყო ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. მერე? არ მაქვს უფლება აზრი დავაფიქსირო, ისე რომ თქვენნაირებმა რაღაც იარლიყი არ ამაკრან? ევროპის კი არა ცენტრალური აზიის დონის საზოგადოება ვართ.
odala
23 ივნისი 2022 18:35
26
შენ სულ მოწოდების დონეზე ხარ..
გაგვიშიფრე ხოლმე ჩვენ და რედაქციებს რისი თქმა უნდოდა ხოლმე ბოღმიან კომენტარებს რასაც ჩვენ ვერ ვშიფრავთ თან გადაგიხდით საფასურს
შავი კაცი
23 ივნისი 2022 19:01
1
ოდალ, მარტო ახლა კი არა, საერთოდ რუსეთის მომხრე ხარ ყველაფერში. ასეთი მოწოდებით ხარ, თუ ამაში ხელფასს იღებ?
სანდრო
23 ივნისი 2022 18:33
2
ბოღმიანი ადამიანების დამალვა არ შეიძლება და გამოაქვეყნე ეგ ნაძირლები....
ივარას რაც შეეხება ამხანაგურებიდან დაანახებს ბოღმიანებს მატი ბოღმით ვერაფერს დააკლებენ კვარას წქრმატებები კვარას და ყველა ქართველ სპორცმენს
ემიგრანტი
23 ივნისი 2022 18:31
1
სკამის ფორმა თვითონ აქვთ უკვე მირებული და ეგ ბოღმავბთ))) ნახსენებ ადგილზე ნახევარდაცვაში ზედგამოჭრილად გაგნიძე მგონია. მაგისთვისაა თითქოს დაბადებული. ორი სიტყვიტ იმ მოძულეებზეც მინდა ვთქვა ვინც გაგნიძეს და წულუკიძეს გადაემტერა და შეურაცხოფას აყენებს რუსეთში დაბრუნებისთვის. თავის დროზე ეს ნაბიჯი შეცდომა იყო თუ არა მაგის რკვევის დრომ უკვე ცაიარა. ფაქტი ისაა რომ არ დაბრუნებულიყვნენ უეფას სანქციები საფეწხბურთო კარიერას დაუნგრევდნენ, და ვინ დარჩება მაგით მოგებული? ეხლა აქვთ შესაძლებლობა წამოვიდნენ და ვნახოთ რას იზავენ. ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა აირჩიონ ფაქტი ისაა რომ ორივე ჩვენი ფეხბურთის მომავალია, და დანაშაული სწორედ ისაა ამ მომავალის დანგრევის სურვილი არ გასვენებდეს.
გიორგი
23 ივნისი 2022 18:30
1
'გიორგი-ს' ერიჰაა! სადმე მიწწერია უნდა ვაქოთ მეთქი? რაც მოხდა წარსულში იმას ვეღარ შეცვლი და ქართული ფეხბურთის მომავალია მეთქი ორივე ბიჭი და გინდა რუსეთში თამაშობდნენ გინდა სხვაგან ქართული ფეხბურთის მომავალის საწინააღმდეგო რატომ უნდა გქონდეს მეთქი რამე, გაუგებარს ვამბობ?
გიორგი
23 ივნისი 2022 19:46
1
ვერ გავიგე, ვაქოთ რუსეთში დაბრუნებისთვის? რა ჯანდაბა უნდოდათ რუსეთში 2022 წელს? 30 ივნისამდე შეეძლოთ, რომ არ დაბრუნებულიყვნენ და ამასობაში რომ ახალ სანქციებს დაუწესებდნენ, დიდი მიხვედრა უნდოდა? პატრონს რომ ჭკუა არ მოეკითხება და რუსეთში მიჰყავს, ეგ პრობლემა არ არის? ხომ ფაქტია, ნაკრებმა უკეთ დაიწყო თამაში, როდესაც სხვადასხვა ევროპულ ლიგებში (და არა რუსეთში, საიდანაც ნაკრებში მხოლოდ ორი კაცი იყო) ხალხი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მაგრამ ამას გააზრება უნდა, რომ უნგრეთის, ავსტრიის, პოლონეთის და ასეთი საშუალო ქვეყნების ჩემპიონატებში თურმე შეიძლება გაზრდა. უბრალოდ, იქ იმდენი ფული არ არის, რამდენიც რუსეთში.
გიორგი-ს
23 ივნისი 2022 19:01
9
აუ, რა ჟურნალისტიკის ჭ კლასი ხართ თქვენ რომ ხვდებოდეთ.. ძალიან მწყინს, ძალიან! ვიღაცას სულ რომ მართლა ჩასაფრებულის პოზიციიდან ეთქვა რამე, ყურადღება არც კი უნდა მიგექციათ, მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ ვიღაცის პოზიციას, რომელიც შეიძლებოდა უკეთ გამოეხატა ან უფრო უარესად, გამოგეყოთ და სტატია მიგეძღვნათ. სირცხვილია უბრალოდ. მეც ვთქვი ამას წინად რომ არ არის-მეთქი ხვიჩა ტოპ კლუბის დონის. და რა?? ჩასაფრებული ვარ და ქართველების კარგი არ მიხარია? პირიქით გამიხარდება თუ მცდარი იქნება ჩემი აზრი, მაგრამ ასე ვფიქრობ და იმიტომ რომ თქვენნაირმა ინფანტილმა რაღაც არ დამწამოს, ხმა არ უნდა ამოვიღო? ძალიან უხერხული და ინფანტილურია ასეთი მიდგომა. აზრის გამოთქმის უფლებას ნუ ართმევთ ხალხს. თქვენ ხართ პლატფორმა და სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე პირველ რიგში თქვენ უნდა იდგეთ როგორც ჟურნალისტები. მაგრამ როგორც ჩანს თქვენშიც ბევრია ჩვეულებრივი განუვითარებელი ძალად-პატრიოტი.
odala
23 ივნისი 2022 18:24
23
არაფერი გასაცხარებელი არ არის ამ სტატიაში თუ არ დაიზარე და ყურადღებით წაიკითზე, ცხდაია. იმათზეა ვისაც ბოღმავს ჩვენი ფეხბურთის ბოლო დროინდელი წარმატება, და ასეთები ცოტა არ არიანო. ისაც წერია ასეთებს არ ვაქვეყნებთო. შენ ხო გაქყვენებენ და შენს თავზე რატომ მიიღე? და თუ მაინც მიიღე, ეს უკვე შენი პრობლემაა, და იქით სხვებს შეურაცხოფას აყენებ.)))
გიორგი
23 ივნისი 2022 19:01
3
ჭ კლასის აქ მხოლოს თქვენი კომენტარია. და ფრთები შეგესხმებათ ხვიჩას თუ გალანძღავთ თუ თავმოყვარეობა გიკმაყოფილდებათ ამით?
ოდალა ს
23 ივნისი 2022 18:45
3
ძალიან, ძალიან კარგი წერილია

აბა შენ იცი ხვიჩა, წარმატებები
ავტორს
23 ივნისი 2022 18:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული