"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
რატომ წერთ ასეთ სტატიებს. ხვიჩა ფეხბურთის მოყვარულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს და იმედი აქვს.მხოლოდ მგონია გადაჭარბებული ქება-დიდება არც ერთ ფეხბურთელს არ წაადგა. ყენია, ჭანტურია, გიორგი არაბიძე. ყველა იმედისმომცემი იყო.მე მჯერა, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
,დიმა
24 ივნისი 2022 11:13
1
არასდროს არ ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და ამ პატარა ბიჭის გამო სტადიონზე დავდიოდი ყველა თამაშზე.ხვიჩა ჩვენი იმედი ხარ და ღმერთი გფარავდეს. შენ თამაშს რამდენჯერმე ვუყურებ ყოველ დღე და რაღაცნაირად გული მითბება. გაიხარე ჩემო საამაყო ქართველო.
gio
24 ივნისი 2022 10:58
1
ზუსტად მეც მხოლოდ მის გამო დავდიოდი
საერთოდ არ მიტყდება ამის თქმა. ზოგი ბრაზდებოდა, როცა ვიძახდით მის გამო უფრო მეტი ხალხი დადისთქო...
Winter
24 ივნისი 2022 11:16
1
კი ბატონო, არის ხალხი,რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ნეგატივს ხედავენ გარშემო,ყველას და ყველაფერს შურით და ბოღმით უყურებენ, კარგს და ცუდს ვერ არჩევენ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მტერია თუ მოყვარე, მაგრამ იმ ხალხის, ამ შემთხვევაში ფეხბურთის გულშემატკივრების მოხსენიება შურიანებად, რომლებიც კვარას ნაპოლში გადასვლას ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებენ არასწორია, მით უმეტეს ხვიჩას რუსეთის ჩემპიონატშიც უჭირდა, როდესაც რუსეთის ტოპ კლუბის მცველები მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. რაც შეეხება ნაკრების ბოლო საოცარ სერიას,იქ ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა თითქმის შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა-კვარას თამადოდით რა თქმა უნდა. კიდევ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა....ხვიჩას და მამარდას შორის ტოლობის დასმა დღეისათვის ცოტა უსამართლო მეჩვენება გიორგის მიმართ.....ის მძიმე გზას,რომელიც მამარდამ გაიარა თბილისის ლოკოდან ესპანეთის თასის ფინალამდე--ვალენსიას ძირითადი მეკარის პოზიციამდე--კვარა მხოლოდ ახლა იწყებს ბათუმის დინამოდან......პრინციპში ოფიციალურად ჯერ არც დაუწყია.
შულაია
24 ივნისი 2022 10:24
1
ვერ დაგეთანხმები,რომ ახლა იწყებს.მამარდამ უკვე ლოკომოტივის თამაშებში დაანახვა ყველას,რამხელა პოტენციალი ჰქონდა.ხელსაყრელი სიტუაციაც შეექმნა და შესანიშნავად გამოიყენა შანსი.მეორედ ძირითადში ჩადგომა,მართლაც ბედის საჩუქარი იყო,რადგან სადებიუტო მატჩების შემდეგ,მშვენიერი შუალედი მიეცა გადაეხარშა მიღებული გამოცდილება,ნაკლი გამოესწორებინა და გაცილებით თავდაჯერებული,უკვე გუნდსაც გამოადგა.ხვიჩამ უკვე მოსკოვის ლოკომოტივში გამოაჩინა თავისი პოტენციალი,მაგრამ არ ენდნენ და სლუცკის ხელში უკვე ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა.რუსეთის ჩემპიონატის მაშინდელი დონე,სულკაც არ არის ხელწამოსაკრავი.ევროპაში რეიტინგით მეექვსე ადგილზე იყო,ასე რომ რუსეთში თავის გამოჩენა,ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე.ამას დავამატოთ ნაკრებში ჩატარებული შესანიშნავი მატჩები,ესპანეთთანმსაბერძნეთთან,შვედეთთან,ეს რა გამოცდილება და დონის დადასტურება არ არის?ხვიჩა ნამდვილად არ იწყებს ნულიდან და დარწმუნებული ვარ,არც იტალიაში დაიკარგება.იმაშიც დარწმუნებული ვარ,სპალეტი მის თამაშში ცვლილებებს შეიტანს და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.ხვიჩას ხომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.სპალეტი რუსეთში მუშაობდა და ძალიან კარგად ეცოდინება ხვიჩას თამაში.ასე რომ მის განვითარებაზე,აუცილებლად იზრუნებს.თავიდან თუ გუნდთან შეგუებაზე დრო დასჭირდა,არც ეგ უნდა იყოს მოულოდნელი,ენაც ხომ სასწავლი აქვს და მაგასაც დრო დასჭირდება,მაგრამ დარწმუნებული ვარ,უკვე კაი ხანია,რაც იტალიურში მეცადინეობს და ეს,ადაპტაციის პერიოდს შეუმცირებს.სპალეტისაც ეცოდინება ცოტა მაინც რუსული და ერთმანეთს რუსულადაც გააგებინებენ.ეგეც დადებითი მომენტია.
სოსო
24 ივნისი 2022 21:41
0
სამწუხაროდ ეგ ყველაფერი მუდამ ხდებოდა და ხდება საქართველოში ეგებ სამომავლოდ მაინც ვისწავლოდ პატიოსანი და მშრომელი ხალხის დაფასება. მანამდე კი უბრალოდ ბატონი კონსტანტიე გამსახურდიას ნაწარმოებიდან ამონარიდს შეგახსენებთ, უკეთესს მაინც ვერაფერს დავწერ თან ვაი რომ დღემდე აქტუალურია:

"თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია.ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა, ჩვენში მოღალატეები ჭარბობენ ერთგულებს,არათუ სხვისი საკუთარი თავისა და იმ ხალხის მოღალატეები. ჩვენი უბედურება ეგაა სხვის ფანდურზე ბუქმოება რომ გვიყვარს,ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.ოდითგანვე ასე მოგვსდამს ქართველებს მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ.მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია მას ისე დავკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
ოთარი
24 ივნისი 2022 09:48
0
არაა გასაკვირი. პირადად ვიცნობ ნაცსექტის რამოდენიმე წარმომადგენელს. რომლებიც, თუ მიშა არ იქნება სათავეში, საქართველოს არანაირი წარმატება არ უხარიათ. არც სპორტში არც კულტურაში, არც ეკონომიკაში. უფრო იბოღმებიან.
სუხია
24 ივნისი 2022 09:46
18
ქოცნახირს რომ ყველგან ნაცები გელანდებათ იმიტომაა ქვეყნის საქმე კარგად. 10 წელი ნაცეეებიიი ,ნაცეეებიიი იძახით, პარანოიაში გადაგდით უკვე. ბოღმა და გაბოროტებული, არშემდგარი ხალხი ქოცებში რომ არის ეგეთი უნდა.
რაც შეეხება ფეხბურთს. ზედმეტი არაფერი ვარგა- რატომ უნდა აკრიტიკო ( ლანძღვაზე აღარც ბლაპარაკობ)ფეხბურთელი იქცსადაც არაა საკრიტიკებელი? ან რატომ უნდა აიყვანო ცაში ავანსად, ჯერ აცადე , დაამტკიცოს რომ ძლიერ ჩემპიონატში შეუძლია თავის დამკვიდრება.მერე დაწერე. არ არის ეს წინასწარ აჟიტირება და აცუნდრუკება კარგი.
ქოცნახირს
24 ივნისი 2022 16:24
6
მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ,ოლიგარქს თუ დაგვისანქცირებენ და არც ევროპა გვინდა და არც განვითარებაო რომ იძახიან.
ნუ იქნებით მიკერძოებული.
სექტა ყველგან სექტაა და სამწუხაროდ ქართველ ერს აქვს ამისკენ მიდრეკილება...
!!
24 ივნისი 2022 11:20
11
შენს ხელთ არის შენივე წარმატება, ხვიჩა! უჩვენე სკეპტიკოსებს და არაკეთილმოსურნეს, რომ ტყუილად ფიქრობენ შენს ფიასკოზე "ნაპოლიში". გვასახელე, შენი იმედი გვაქვს!
მერაბი
24 ივნისი 2022 09:46
0
ვისაც ხვიჩას წარმატება არ უხარია, მაგას ჰქონოდეს მთელი ის გინებები, რაც კი სამეგრელოში არსებობს.
Status quo
24 ივნისი 2022 09:33
1
ხვიჩა სუპერვარსკვლავი გახდება ნაპოლისა. ეს ჩემი სიტყვები არ არის და სუპერვარსკვლავი გახდება და არის ნაკრებისა.
123
24 ივნისი 2022 09:05
1
ასეთ არსებებს რა გამოლევს, ყველა დროში იყვნენ არიან და იქნებიან.სწორედ ასეთი ხალხის გულის გასახეთქად უნდა ვიაროთ წარმატებული გზით.
ქობულეთიდან
24 ივნისი 2022 09:04
1
შენც რა მაგარი სათაური გლიჯე ავტორ
Ccc
24 ივნისი 2022 08:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული