19:05 24-06-2022
სოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]
AutoSharing Option
მართალია, საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ერევანში 1:4 დამარცხდა, თუმცა მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, რევიშვილმა კი პირველ ნახევარში ითამაშა. 23-ე წუთზე კი მოსკოვის "სპარტაკისა" და "რეალ სალთ ლეიქის" ამერიკელ-სომეხ ექსფორვარდ იურა მოვსისიანს 3 მეტრიდან საოცარი ბურთი აუღო. ტაიმის მიწურულს კი ქუთაისელმა მეკარემ სანპაულოელი მარკოს პიზელის ძალიან რთული დარტყმაც მოიგერია. ჯამში ნუკრის 4 სეივი ჰქონდა და საქართველოს ნაკრების კარი მშრალად შეინახა.
ცხადია, სათაურში კონკურენტი ხუმრობით გვიწერია, რადგან ნუკრი რევიშვილი ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს, ეროვნულ გუნდს კი გიორგი ლორიას, გიორგი მამარდაშვილისა და ლაზარე კუპატაძის სახით ძალიან კარგი კიპერები ჰყავს. თუმცა რევიშვილის მოგერიებები გვიჩვენებს, რომ თუ საჭირო გახდა, ნუკრის საქართველოს ნაკრების კარის დაცვა ისევ მაღალ დონეზე შეუძლია...
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
2.დემეტრაძეს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.
3.სომხებმა ორი გოლი აფსაიდიდან გაიტანეს.
4.პენლების დარტყმის დროს მუდმივად გვისტვენდნენ.
ასეთ თამაშში სირცხვილია ასეთი საქციელი!